Kafinoniaპროვინციული აზროვნების ოჯახებში გაზრდილ ქალებს ახასიათებთ. საკუთარ თავს ნივთად უფრო აღიქვამენ, ვიდრე პიროვნებად. ამ შემთხვევაში, ქმრის საკუთრებად.
გასაკვირი უფრო ისაა, ამ ქვეყანაში რომ ცხოვრობ და მხოლოდ ახლა შეეჯახე ამ ტიპაჟებს. მოსალოცი ამბავია.
მახსოვს, ავარიაში რომ მოვყევი, სახის ძვალი გატეხილი მქონდა, სახე დასისხლიანებული... ოპერაციის შემდეგ პალატაში შემიყვანეს, სხვა პაციენტებთან ერთად. მეორე დღეს, ერთ-ერმა გოგომ მკითხა მიზეზი და რომ ვუპასუხე მითხრა: ,,მე კიდე მეგონა, ქმარმა გაგლახაო." დღემდე, ჩამრჩა ეს ფრაზა. რა ცუდი წარმოდგენა უნდა გქონდეს საკუთარ თავზე, რომ ქმარს თავი ,,გაალახინო", მითუმეტეს ჩემს შემთხვევაში, ეგრე ვინმეს რომ ვეცემე, მთელი ცხოვრებით ციხეში ამოვალპობდი. მისთვის კი ,,ქმრისგან გალახვა" უფრო რეალისტური ფაქტი იყო, ვიდრე ავარიაში მოხვედრა

ზოგჯერ მაგრად მეზიზღება ამ მოსახლეობის დიდი ნაწილი, ქალზე ძალადობას, ფიზიკურს თუ ფსიქოლოგიურს რომ ამართლებს.