მეორე უკიდურესობა შემომატებია ამ ფრიად ინტელექტუალურ დისკუსიას
ასე რთულია გაგება, რომ ასე ხელღებით ამ საკითხზე საუბარი არაგონივრულია?
რა გადაწყვეტილება მიიღოს ადამიანმა სქესობრივი ცხოვრებასთან დაკავშირებით მისი ასარჩევია, მისი პირადი საქმეა. არც აქტიური სქესობრივი ცხოვრების დაწყება და არც მისგან თავის შეკავება ავადმყოფობას, ,,ბოზობას" და ა.შ. არ ნიშნავს აუცილებლობით.
ყველა ქეისი ინდივიდუალურია.
აქ რომ ხალხი ვნახე, მასეთი აზროვნების მქონე კაცების გარემოცვაში აღმოჩენილ ქალმა რომ მათთან ნებისმიერი ტიპის ახლო ურთიერთობა გამორიცხოს და ქალიშვილად დარჩენა ამჯობინოს, გასაკვირია? რა არის ამაში ავადმყოფური?
მისთვის შესაფერის, ღირსეულ ადამიანთან გადაკვეთის შემთხვევაში გადაწყვეტილებაც იცვლება ხოლმე.
და თუ ადამიანი სქესობრივ ცხოვრებას არ იწყებს, ეს ხშირად იმას კი არ ნიშნავს, რომ მიზეზი ავადმყფობაა, ამედ იმას, რომ ადამიანები, რომელთანაც მსგავსი ურთიერთობა შეიძლება განიხილებოდეს, აბსოლუტურად შეუსაბამოა ქალის ღირებულებებთან.
ჩემთვის გაუგებარია, რა ავადმყოფობა შეიძლება უშლიდეს ამდენ გოგოს და ქალს ხელს პარტნიორულ ურთიერთობებში შესვლაში.
ამიტომ პირადი გამოცდილების ერთეული მაგალითების ყველაზე განზოგადება, კიდევ ერთხელ დავწერ და დავასრულებ, არ არის გონივრული. (მითუმეტეს, რომ თქვენი შეფასება შეიძლება სულაც სუბიექტური ყოფილიყო.)
როცა საკითხის შესახებ საკუთარ აზრს გამოვთქვამთ, სავსებით ჯანსაღი და გასაგებია, გამოვთქვათ შემდეგი ფორმით:
,,მე მირჩევნია, რომ ჩემი პარტნიორი იყოს ქალიშვილი"
,,მე მირჩევნია, რომ მხოლოდ ჩემი პარტნიორი კი არა, ყველა ქალი დაოჯახებამდე იყოს ქალიშვილი"
ან
,,მე მირჩევნია, რომ ჩემი პარტნიორი არ იყოს ქალიშვილი"
,,მე მიმაჩნია, რომ ქალის ჯანმრთელობისთვის მეტად სასიკეთო იქნება, სქესობრივი და ფსიქოლოგიური მომწიფების შემდეგ მდედრობითი სქესის წარმოამდგენლებიც ისევე იწყებდნენ აქტიურ სქესობრივ ცხოვრებას, როგორც მამაკაცი."
და ა.შ.
მაგრამ საკუთარი არჩევანის განზოგადება და აზრის ქვემოთ მოყვანილი ფორმით გამოხატვა უგუნურება და, უგუნურებას ვინღა ჩივის, ამასთანავე მავნებლობაა:
,,იასნია, ქალიშვილი მინდა იყოს." (არ არი ,,იასნი",
,,ასეა სამყარო მოწყობილი, კაცების 99%-ს ქალიშვილი უნდა" (იმდენი თქვენ რა გითხარით, რაც სამყაროს შესახებ რამე გესმოდეთ. გაეცანით სხვა ხალხების კულტურას, როგორებიც დაიბადეთ, ისეთივე გაუცნობიერებლები რომ კვდებით.)
,,პარადოქსია, ბრატ!", ,,სტატისტიკურად..."

(კარგი იქნება, დასდოთ საკუთარ თავებს პატივი და იმ სიტყვებით ისაუბროთ, რომლის მნიშვნელობაც გესმით.)
ასევე:
,,ქალიშვილობა ავადმყოფობას ნიშნავს" (ქალიშვილობა ავადმყოფობას არ ნიშნავს, მაგრამ ქართველი ზრდასრული ადამიანის მიერ ქალიშვილობის ავადმყოფობად მიჩნევა კი ბადებს კითხვებს)
,,ასეა სამყარო მოწყობილი, კაცების 99%-ს ქალიშვილი არ უნდა" (იმავეს ვიტყვი: იმდენი თქვენ რა გითხარით, რაც სამყაროს შესახებ რამე გესმოდეთ.)
,,პარადოქსია, ბრატ!", ,,სტატისტიკურად..."

(აქაც გავიმეორებ: კარგი იქნება, დასდოთ საკუთარ თავებს პატივი და იმ სიტყვებით ისაუბროთ, რომლის მნიშვნელობაც გესმით.)