#62109300 · 7 Jun 2025, 06:16 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | მოტივებს გააჩნია, რა გვამოძრავებს. იშვიათად რომ ეს მოტივი სწორი და კეთილშობილი იყოს.
ეს უკვე ლირიკაა |
არა, ეს უფრო პროზაა, საკუთარი გამოცდილებით და კისრისტეხებით ნასაზრდოები პროზა. ამ "პროზაში" ავტორი ინარჩნებს იმედს იმისა რომ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ გულწრფელი და ზოგჯერ სწორი მოტივებიც. გულწრფელობა მაინც ყველაზე მეტად დასაფასებელია. როცა დაშორება მოხდა მიზეზით - აღარ/არ მიყვარხარ, იქ ვიღაც ხავა არის აი ის მირჩევნია - რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში, წლების მერე ერთმანეთთან დაბრუნება, უკეთეს შემთხვევაში გონებაშეზღუდულობაა. თუ ვინმემ ერთხელ უკვე ამჯობინა შენს თავს სხვა, ეს კიდევ არაერთხელ განმეორდება, როცა ვინმესთვის ვარიანტი ხარ, იქ არც სიყვარულია და არც რამე ღირსეული. თუმცა ეს სიყვარულიც რაღც ისეა გაფეტიშებული რა. ყველას თავისი აჩუჩნება რატომღაც ზებუნებრივი და ზეშთაგონიერი, ლელილ-მიჯნუნ - რომე-ჯულიეტიანი ჰგონია. არა და ნამდვილი ისყვარული ძალიან მშვიდ მდგომარებაში იბადება იმ ადამიანთან მიმართებაში რომელთანაც საერთო მიზნები და ღირებულებები გაკავშირებს, ანუ ის რაც შენზეც მეტია და მასზეც. ვიღაცისთვის ეს შვილებია, ვიღაცისთვის კარიერა, სამშობლო, ხელოვნება, ღმერთი. მთვარია საერთო მიზანი და ფასეულობები, ამ ფუნდამენტზე შენდება ურთიერთობები რომელიც ყველაფერს უძლებს და რომელიც უფრო ერთობლივ შრომასა და ღვაწლს გავს და არა ბენედა-გულყრებს. სამწუხაროა, რომ ამ ყველაფრის გაცნობიერებას, გაგებას წლები ჭირდება.
--------------------
არ უღალატო საქართველოს! და ცოლს.
karma is a boss.
|