ninicoolერთ კაცს მუდამ თან დაჰქონდა ცარიელი რვეული, ყველას ეუბნებოდა რომ იქ მისი მომავლის გეგმები იყო ჩამოწერილი და როცა ეკითხებოდნენ, რას გეგმავო, პასუხობდა ახლა არა, ჯერ ვამუშავებო.
დღეები გადიოდა, რვეული ძველდებოდა, ყდას ფერი გაუხუნდა, მხოლოდ ფურცლები ინარჩუნებდნენ ძველებურად თეთრ ფერს.
კაცს ეგონა, რომ თეთრი ფურცლები შესაძლებლობებს ნიშნავდა, და არა სიცარიელეს, მაგრამ ერთდ დღეს როცა ქარმა რვეული ხელიდან გამოსტაცა და ფურცლები ქუჩაში მიმოფანტა, ყველაფერი ნათელი გახდა, ის მომავალზე კი არ ფიქრობდა არამედ აყოვნებდა აწმყოს

მომავალზე საუბარი მარტივია, მაგრამ თუ დღეს არაფერს წერ, ხვალ მხოლოდ ცარიელ ფურცლებს იპოვი
This post has been edited by პადჟიგაწელი on 13 Dec 2025, 13:44