აუ რამდენი რამე გაქვს გამოსავლელი სანამ მაგ სიტუაციდან გამოსავალს შენით ისწავლი
შევეცდები რომ ყველაზე მკაფიო გამოსავალი გითხრა. შეგიძლია დაისვა, ან ამ თემაზე რომ ჩამოვარდება საუბარი და უთხრა:
1. მე ვმუშაობ აქა და აქ
2. დღეს ესაა ჩემი ხელფასი
3. ვცხოვრობ ჩემ მშობლებთან (და თუ მომინდება სამუდამოდ მათთან ვიცხოვრებ)
4. ასეთია ჩემი ცხოვრება და მოცემულობა დღეს.
5. ყველაზე მეტად რაც არ მჭირდება ისაა, რომ ადამიანი, რომელსაც იდეაში უნდა ვუყვარდე - კიდევ სანერვიულოს და ნეგატივს მიმატებდეს ზემოდან.
6. თუ ეს მოცემულობა არ გაწყობს, და ჩემთვის გასაგებია რომ არ გაწყობდეს, იმიტომ რომ რეალური მიზეზები გაქვს რატომაც არ უნდა გაწყობდეს - დაიხურე ქუდი, ამოიცვი ტრუსიკი და წადი.
როგორც ვატყობ, და მგონია, ახალგაზრდა ბიჭი ხარ - 20 ან 22 წლის, ხოდა, დღეს რაც არის შენი ცხოვრება, ეგ არ ხარ შენ. კაცი უნდა შეაფასო ასე 40 წლის ასაკში რა მდგომარეობაც ექნება. მაგაზე წინ, ძირითადად, ვეღარ მიდიან ხოლმე. 40 წლამდე თუ ჩოილარია კაცი - მერეც ჩოილარი იქნება. და 40 წლისა თუ შემდგარი პიროვნებაა, მერეც ეგეთი იქნება.
კიდევ მგონია რომ ეგ გოგო შეიძლება შენზე უფროსი იყო და შენზე მეტი გამოცდილება რომ აქვს (ჯერ გოგოებს ისედაც უფრო მეტი გამოცდილება აქვთ კაცებთან ინტერაქციის ვიდრე კაცებს ქალებთან ამგრამ ეს სხვა თემაა) ამით შენს მანიპულირებას ახდენს. ანუ ჭადრაკს ეთამაშები ვიღაცას, ვინც 10 წელია ჭადრაკს თამაშობს.
და იცი როგორ უნდა მოუგო? წესების დარღვევით. ფიგურები უნდა წაართვა, დაუტოვო მარტო მეფე და უთხრა, ან ესე მეთამაშები, ან არადა დავაი ჭადრაკის ოლიმპიადაზე და ვნახავ იქ რა ჩემ *ლესაც მოიგებ-თქო
მაგრამ ჩემი ეს რჩევები 2 რამეს ითვალისწინებს: 1. რომ შენ შეგიძლია მაგ გოგოს დაშორდე და 2. ნეგატივა და პესიმისტა ტიპობას უნდა მორჩე. გიჭირს, რთულია ცხოვრება, *ლე სამსახური გაქვს - მაგრამ შენი ქალი არ უნდა გრძნობდეს და ხედავდეს ამას. მშობლებთან თუ ცხოვრობ, წადი და დედასთან იწუწუნე. მაგის მეტი ქალი არ არსებობს და არ იარსებებს ვისაც ჭეშმარიტად და უანგაროდ ეყვარები
ასეა ეს საქმე.