ოჰოჰოოო, ანუ ეს თემა არც ისე ხელწამოსაკრავი ყოფილა მე 14 გვერდზე რომ ავიდა

ძალიან მოკლე კონტექსტი აქ დაწერილი კომენტარების ანალიზიდან.
ჩვენ მალე გადავშენდებით, აღარ ვიარსებებთ როგორც ინდივიდუალური ერი!
ალბათ ასეა საჭირო და კარგიც იქნება.
ცოტა განვრცობილად გაანალიზებული კონტექსტი
ერში გამალებული გაუნათლებლობაა. თუ ვინმე საკუთარ თავზე მიიღებთ ესეიგი თქვენ გეხებათ.
ყველაზე კოშმარი მაინც აქ მპოსტავების უმრავლესობის ისაა რომ წაკითხულიდან სწორი აზრის გამოტანა არ შეუძლიათ. პლიუს ამ გაუნათლებლობის გამო არც ის იცით რა დანიშნულება აქვს ოჯახს. არც ის რატომ უნდა იყოს საერთოდ ეგ ინსტიტუტი, შვილი რა საჭიროა, ერი რატომ უნდა იყოს და საერთოდ იყო ერის კუთვნილება რას ნიშნავს. საშოვარზე გადაგებული გათითოკაცებული ერიო, ხომ ითქვა მე 20 საუკუნის დასაწყისზე. თურმე მაშინ რა გვიჭირდა.
კიდე მეტად განვრცობილად...
თურმე ყველას არ უნდა ყავდეს ოჯახი და შვილები. ამის დამწერმა თქვა ის რომ მას დანამდვილებით სურს ამ ერის გადაშენება. მით უმეტეს როცა საუბარი დემოგრაფიულ კატასტროფაზე გვაქვს, წინა აღწერასთან შედარებით 30% ით მცირე რომ ვართ უკვე ქართველები. ანუ პრაქტიკულად მილიონით ნაკლები ვიდრე ვიყავით 10 წლის უკან და ამბობ რომ ყველამ კი არ უნდა იქორწინოსო...
ერთი შეხედვით მკიდია და მატარი ტიპი ვარო და ნიკოფსიიდან დარუბანდამდე იწყებს ზოგი კიდე აქ თავისი ინსტრუმენტის წელვას. სინამდვილეში ფარულად სწორედ მასეთს მოხვდა აქ ეს თემა, იმიტომ რომ თავად არის ამ განხრით მაგრად გამწარებული. უბრალოდ იხტიბარს არ იტეხავს და იქეთ ჩემს დაკნინებას ცდილობს, ამიტომაც პრაქტიკულად ყველა გვერდზე მინიმუმ 3 ან 4 კომენტარი უდევს... თუ მიხვდები ვინც ხარ... შენი ვითომ და ოპოზიციური მიდგომით პრაქიკულად ამტკიცებ რომ მისახედია ეს თემა, მაგრამ ჩემი დანკინების მაგივრად შენ თავადვე უნდა იზრუნო რომ ჩემს მდგომარეობაში არ აღმოჩნდე. რა თქმა უნდა თუ უკვე არ ხარ. და თუ ხარ კიდე როგორ არ გიტყდება ეგეთი ქმედება? გგონია რამით ჩემზე მაგარი გამოჩნდი მაგ კომენტარებით? არა და დიდი კომედიაა გვერდიდან რომ შეხედო, თავად არც ცოლი გყავს, არც აპირებ და მე მაძლევ რჩევებს ვითომ?
არა ცალკე პრობლემაა კიდე კითხვა რომ ეზარება ზოგს. ფორუმზე ხარ, სადაც ძირითადი ურთიერთობა ტექსტურია და შენ კიდევ წაკითხვა გეზარება
ამ დროს პოსტი არ წაგიკითხია, მოდებაში არ ხარ რა წერია მაგრამ საკუთარ აზრს გამოთქვავ მის შესახებ. ცისფერი მთები ანუ ტიანშანი მოქმედებაშია. არ წამიკითხია მაგრამ ვეთანხმები მანდ გამოთქმულ აზრებს
ახსენით რატომ ხარ ასეთები ფორუმზე? წადით ტიკტოკს უყურე 1 წუთიანი ვიდეოებია. ტვინის გატოკებაც არ გინდათ. მარტო დასქროლე რო გასრულდება ვიდეო ერთი და იგივე რომ არ გიტრიალოს
არა და ნათლად რომ არ მეწეროს პოსტი... (ხო განვრცობილად მაგრამ მაინც დაღეჭილია და უბრალოდ უნდა წაიკითხო) კიდე იტყვი რამეს. პრობლემა რა მაქვს გაწერილი და პირველივე კომენტარებიდან რეების წერა დაიწყეთ რომ დაფიქრდეთ თავად არ გინდათ?
ანუ მიწერია რომ გადატვირთული გრაფიკის გამო არ მაქვს საშუალება საზოგადოებაში ვიტრიალო. რის გამოც ერთად ერთი მრჩება ინტერნეტითქო, ვქოთქოთებ იმაზე რომ ყველას დაკეტილი აქვს თავისი გვერდი და ყველაზე კომედიური კიდე გაცნობის ჯგუფში რომ პოსტავენ ანონიმურად, მერე კიდე კომენტარებსაც ანონიმურად წერენ

მაგაზე ვსაუბრობ.
გაცნობის საიტზეეეე... მაგ პრობლემაზე ვსაუბრობ
შედეგი რა არის და რა დამიკომენტარეთ ძირითადად. ერთნი მეუბნებიან როგორ დავკერო ქალი

(ნათელი ნიმუში იმისა თუ რას ნიშნავს წაკითუხლიდან შინაარსის ვერ გაგება)
ანუ მოკლედ რომ ვთქვათ საკმაოდ გრძლად მაქვს აღწერილი ჩემი ეპოპეა, რაც ნიშნავს რომ საკმაოდ აქტიური ვიყავი აქამდე და ურთიერთობებიც მქონდათქო.. და მე მიწერენ რჩევებს ქალი როგორ დავკერო
თან ის ხალხი რომლებსაც თავად არც ჰყავთ არავინ და არაფერი და არც იმ გზის რაც მე გავიარე მიზერული ნაწილიც არა აქვს გავლილი.
არსად არ მიწერია არა და ეგ მასწავლეთ ქალი როგორ დავკეროო. დამიასლეთ სადმე თუ მიწერია?
მთელი ჩემი შეკითხვა იმაში მდგომარეობს რომ როგორ მოვძებნო ვინმე ამ მიკეტილ მოკეტილ გარემოშითქო...
გავიმეორებ კიდევ რა ვიცი მაინც, იქნებ უფრო გასაგებად გამომივიდეს.
ანუ, დღევანდელი ჩვენი ვირტუალური სოციუმი გავს პანდემიის ეპოქის დალოგდაუნებულ ქალაქს, სადაც ქუჩაში მხოლოდ მაწანწალა ძაღლები, პოლიცია და კურიერები დაძრწოდნენ. ვერსად ვერ შეხვალ ვერავის ვერ იხილავ.
ანუ უფრო მარტივად რომ ითქვას, ვერ მოძებნი დღეს ადამიანს რომელთანაც მოგინდება რომ საუბარი მაინც აწარმოოოთქო... ეგ მიწერია.
სამაგიეროდ რა დამიწერეთ? ქალი როგორ დავკერო და თან ჩემი დაკნინება დაიწყეთ თურმე ისეთი დებილი ვარ 48 წლის იდიტომა ქალი ვერ შევაბი ამდენი ხანი. ქალები არ გაძლევენ შე სირო, რა ცოლი მოგინდა თემით.
ხვდებით მაინც რამდენად აცდენილები ხართ საერთოდ ამ თემას? და მეორე კოშმარი აქედან კიდე ისაა რომ თქვენ მიდიხართ და ვიღაცას ხაზავთ საარჩევნო უბანზე. თქვენი რაოდენობით მიღებული შედეგით ქვეყანამ უნდა იმოძრავოს. და მერე გვიკვირს რატომ წინ არ მივდივართო.
ერთმა კომენტარმა დახურა, შენ რომ ცოტა ახალგაზრდა მოიყვანო ცოლად და მეორე დღეს მოკვდე, ანუ 55 წლისებიც კვდებიანო... მერე ვინ უნდა არჩინოს შვილიო. და ერთის მხრივ ამას წერს სოციუმის წარმომადგენელი, რომელიც საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში მყოფ საკმაოდ ჯანმრთელ ჯანღონიან და შემომტან ქმარს ცილდება რაღაც სისულელისთვის რომ მერე რამენაირად თავი გაიტანოს და ალიმენტებზე სასამართლოებში ირბინოს.
მეორეს მხრივ კიდევ პრაქტიკულად სასიკვდილოდ გადამდო. უნდა ჩაძაღლდეო ეგ არ დაუწერია მაგრამ რაღა დარჩა.
შვილი!!! შვილი და შთამომავლობა გრჩება ქმარი თუ გიკვდება. ჯერ ეგერთი თუ წესიერი ცოლი იქნები ქმარი არ მოგიკვდება ადრეულ ასაკში თუ რამე უბედური შემთხვევა არ მოუვიდა. მერე კიდე მწიფეს ესროდნენ მკვახე ცვიოდაო. ჯერ შენ მიდი სიბერემდე და მერე იფიქრე ქმარი ადრე რო მოგიკვდეს აიფონი როგორ იშოვო.
კიდე ისაა კომედია რომ თურმე მე ვარ დამნაშავე და მიწერენ რაღაც ზღვარს გადასულ აზრებს თუ რატომ ვარ მე დამნაშავე და ჩემს თავში ვიპოვო პრობლემა.
ხო კომედია ისაა ეგ მიწერია პოსტშივე

ანუ წაკითხვაა საჭირო წესიერად.
დიახ ვერ დავაკმაყოფილე თავის დროზე ქართველი ხარბი მდედრიონის მოთხოვნილებები. იმიტომ რომ იყო მომენტი როცა ჯერ 8 და შემდეგ 16 ლარი მქონდა თვეში ე.წ. "ოკლადი"!!! იმიტომ რომ ეს დასაწვავი ამ დედა ჩასვრილ ქვეყანაში მეტი ხელფასი არ გადაიხადეს ჯიბისტებმა. არც სხვა უკეთესი სამსახურები არ იყო იმ დასაწვავი 90 იანების ბოლო ნულოვანების დასაწყისში, როცა მე მქონდა 23-30 წლის ასაკი. არ იყო მეტი!!! და ეგ ჩემი პრობლემა კი არ იყო, მთელი ქვეყნის პრობლემა იყო როცა ცალკეულმა ჯიბისტებმა ქვეყანა ჩაიჯიბეს და მოსახლეობა გააკოტრეს. და სწორედ მაგ პერიოდში ხდებოდა მთელი ამ ბატალიების ნაწილი რაც გადამხდა.
ვიცი არც დამიმალია რომ ეს პრობლემაა. სხვა ჩემს თავში რა ვიპოვო? ის რომ არ ვიტყუები ეგეც პრობლემაა? ანუ სიმართლეს თუ ვამბობ ეგ პრობლემაა და ეგ არა სწორია? პრინციპში ამ ტყუილის ზეობის ეპოქაში სადაც თეთრზე შავს ამტკიცებთ ზოგიერთი თქვეთაგანი თავად ტერმინი სიმართლეზე უკვე ალბათ ნერვები გეწეწებათ.
მერე კიდე კომედიაა როცა წერთ რომ მე თუ განათხოვარი ქალი არ მინდა ესე იგი 20 წლის გოგოს ვეძებ და ქალიშვილს. აი ამ კონტექსტის გამეორებით ისე ხართ გასული ამ თემიდან რომ პრაქტიკულად კუ და ზღარბის შეჯვარება გამოგდით.
რა შუაშია საერთოდ ეგ? ხო ეგ თემაა, რომ მჭირდება ისეთი ქალი რომელიც შვილს გამიჩენს. სხვა უკაცრავად და ამ ასაკში ცოლი რა შავ ქვად მინდა? წესით არც იმ ხნოვან ქალს არ უნდა ჭირდებოდეს იმავე შავ ქვად ქმარი რომელთანაც შვილს ვერ იყოლიებს. აი რად უნდა ოჯახი? ეგ არატრადიციულების თემის გაგრძელებაა, ოჯახს რომ არქმევენ და რაღაც პაროდიას ქმნიან.
სხვა თემაა როცა გრძნობით შეუღლდნენ ახალგაზრდობაში და შვილი ვერ ეყოლათ ფიზიოლოგიური შეუთავსებლობის ან უბრალოდ რომელიმე მათგანის პრობლემის გამო. ხდება ასე... მაგრამ როცა უკვე ფერტილობა დამთავრებული ქალი ხარ, რომ იცი რომ გარანტირებულად შვილს ვერ გააჩენ და კიდე პრეტენზია გაქვს რას ქვია ჩემზე უმცროსს ეძებდეს ვინმეო... ცოტა ჯანსაღობაზე ეჭვებს ჰბადებს ასეთი მიდგომა.
ან კიდევ რომ გადაეკიდეთ ამ ქალიშვილობის თემას. ანუ თუ კი ქალი გადწყვეტს რომ მას ოჯახი უნდა და ის თავისი ქალიშვილობა მხოლოდ მის ქმარს უნდა ჩააბაროს ესეიგი ეგ გოიმია და დასაცინია? და თუ კი ვერ შეხვდება ის იმ საქმროს და ისე დაბერდება რომ შარაზე დრაქს არ გაყოფს ესეიგი სალანძღია ეგეთი ქალი?
და ისაა შესაქები თქვენი მხრიდან სათლი რომ აქვს ფეხებ შუა? ან ეს ერთი უკიდურესობიდან მეორეზე ხტუნაობა რა ჯანდაბაა?
არის მუდამ ასეთი შეკითხვა, ამდენი ომების ჯოჯხეთის და ისტორიული კატასტროფების პირობებში ჩვენი ერი რამ გადაარჩინაო. ზოგს ქრისტიანობა მოყავს მაგალითად, ამ რელიგიამ გვიხსნაო.
მე გეტყვით, ოჯახმა და ოჯახის ინსტიტუტმა გადაარჩინა ქვეყანაც და ერიც. აი იმ ჯიუტმა ქართულმა ოჯახურმა კავშირმა. სადაც ქართველი კაცი და ქალი გადარჩენისთვის და ერთომეორესთვის იბრძოდნენ. იმან გადაარჩინა რომ კოშმარული მედიცინის პირობებში, იყო ოჯახები სადაც ქალს 14 მდე მშობიარობა ქონდა რომ რამენაირად 3 ბავშვი მაინც გადარჩენლიყო. ერთიანად რომ არ გამქრალიყო ერი. თორე უამრავჯერ ვიდექით ასეთი უფსკრულის პირას. მაგრამ ამას ვწერ და ვიცი თქვენ იტყვით მაგ ქალებზე ძალადობდნენ და მაგიტომ აჩენდნენ მაგდენსო. და ეგ ხდებოდა იმიტომ რომ მამაკაცი მოძალადეაო და ქალზე ძალადობის შედეგი იყო ეგ მშობიარობებიო. ხო და აი ეგ ზღაპრები რომ დაგაჯერეს რომ მამაკაცი მოძალადეა და უნდა დაისაჯოს დაბადებისთანავე, ბაბუცას და ჩემი ფუ## ჩემიას რომ უსმენთ, მაგიტომაც წერთ აქ კონტექსტიდან ამოვარდნილ უაზრობებს.
ჩვენი ერი იხსნა სწორედ იმ ქართველმა დედამ, მართლა გმირულად რომ გამოზარდა კოშმარულ პირობებში თავისი შვილები რომ შთამომავლობა გაგრძელებულიყო. ლენინგრადის ბლოკადა რომ მიმიქარავს ისეთ პირობებში რომ პრაქტიკულად საუკუნე იცხოვრა ქვეყანამ და შვილებს ზრდიდნენ ქალები, ხშირად უქმროდ, იმიტომ რომ ის ქმრები ომში დაიღუპნენ. აი მაგან გადაგვარჩინა.
ასევე ურთიერთ პატივისცემამ, თანადგომამ სანათესაოში თუ სამეზობლოში. როცა ერთს უჭირდა დანარჩენი სრულიად უცხო ხალხი რომ საკუთარი ღვიძლი ნათესავივით ეხმარებოდნენ. მტრისგან გადამწვარი სოფელი რომ 1 წელში ისევ ფეხზე დგებოდა იმის გამო რომ ერთად იდგნენ ხალხი. აი მაგან.
ახლა არის ეგ ყველაფერი? აგერ დამიწერეს კიდეც, თურმე 40 წლის წინ რაც იყო ის ვეღარ იქნებაო.. რატომ მინდა რომ იყოს და რომ მინდა თურმე გოიმი ვარ მაგის გამო. იმ 40 წლის უკან ცნობისთვის ჯერ კიდევ იყო ის საახლობლო სანათესაო გაგებები, როცა კაცი სახლის მშენებლობას იწყებდა დანარჩენი სანათესაო თუ სამეზობლო რომ გვერდში უდგნენ, ზოგი თავად კალატოზს ეხმარებოდა, ზოგს ქვა მოქონდა, ზოგს ხე-ტყე და ქალები კიდე თუ შვილი ყავდა მაგ კაცს, საკუთარ სახლში რომ იფარავდნენ და საჭმელ სასმელს უყოფდნენ.
ამ ყველაფრის მერე დღეს მიზერულ გაჭირვებასაც არ გინდათ ზოგიერთმა გაუძლოთ და არც ხელის გამტოკებლები ხართ რომელიმე რომ ოჯახს შეეწიოთ. აქ დაწერილი კომენტარებით სწორედ ეგ გიწერიათ კონტექსტით რომ თუ შეძლებს მამაკაცი ხო კარგი თუ არ შეუძლია იმ თქვენი ზღვარს გადასული მოთხოვნების დაკმაყოფილება, მაშინ ნახუი ეგეთი მამაკაცი, ისევ საზღვარგარეთ ვიღაც მოხუცი მამაკაცის უკანალის წმენდა გირჩევნიათ. და ასეც რომ იქცევით მაგიტომ ვართ უკვე 30% ით მცირე ვიდრე 10 წლის უკან და სწორედ ქალების ბრალია ეგ ყველაფერი და აქ სიძულვილი კი არ მაქვს მე ქალის მიმართ, რეალობაზე გითითებთ და თუ არ გაიგებთ მართლა გადავშენდებით. თუმცა კი არის დასაფიქრებელი ასეთი ხალხის შთამომავლობა არის კი საჭირო? მართლა ხომ არ შევწყვიტოთ ეს ჯაჭვი და ჯანდაბას ერიც?
დიდი კომენტარი კიდევ განგებ დავწერე. გინდა მოკლე დაწერო გინდა გრძლად ერთი ნაგავია, მაინც ვერ იგებთ და უკუღმა კითხულობთ და... აზრი? ხო და იკთხეთ და იყავით

ნერვებს მაინც მოვიფხან