#62434769 · 14 Jan 2026, 17:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რამდენი ჰუმბერტ ჰუმბერტი გვყოლია ისე, რომ თურმე თინეიჯერობა გადაცდენილ გოგოებს ზედ არ უყურებენ. მე უფრო რასწინიაკი ვარ, ვიცი ბალზაკის ასაკში მყოფი ქალის ხილული და უხილავი ღირსებები. მანგია ავგუსტო, გაუმარჯოს ;დ
| QUOTE | | 30+ არ ვიცი რატო აღიქვამთ ეგრე ტრაგიკულად, მაგრამ ყველაზე კაი პერიოდია 30+. მათ შორის ურთიერთობებისთვისაც. ქორწიებაზ ხო საერთოდ, 30 წლამდე დაქორწინება არის სრული სიბრიყვე. თუ ქორწინდები, ზუსტად 30+ ასაკში უნდა დაქორწინდე. |
კი და არა. გეთანხმები რომ დაქორწინება 30 წლამდე ადრეა. მეტიც კაცისთვის 30+ არის ყველაზე მაგარი ასაკი. ის ასაკია რომ ცხოვრების აზრზე მოდიხარ, გამოცდილება გემატება, ფულიც, გაცილებით მეტის გაკეთება შეგიძლია. თავს ისევ ახალგაზრდად გრძნობ, მაგრამ არა რაღაც ნახევარფაბრიკატად, ანუ უკვე ჩამოყალიბებულ ტიპად. ისიც იცი უმეტეს შემთხვევაში თუ რა გინდა ცხოვრებისგან. ეს ის ასაკია როცა რეგულარულად გაქვს მაგარი სექსები, როცა მაგარ ადგილებს ნახულობ, როცა ბევრ საინტერესო ჰობის იწყებ. ცხოვრების ყველაზე მაგარ მოგონებებსაც ალბათ ამ ასაკში აგროვებ - სიტყვაზე პირველი შვილის დაბადება, პირველი საკუთარი სახლის შეძენა-აშენება კეთილმოწყობა და ასე შემდეგ. ტყუილა კი არაა ქრისტეს ასაკი 33 წელზე გაყინული. მეც რომ არჩევანი მქონდეს თუ რომელ დეკადაში გავატარო მარადისობა, დაუფიქრებლად 30-40 წელს ავირჩევდი. ფულს და ცხოვრებისეულ გამოცდილებას რომ თავი დავანებოთ, აგერ უკვე გადაცვცი 40-ს, და ფიზიკურად იმაზე ბევრად მაგარ ფორმაში ვარ ვიდრე 20-ის ვიყავი.
მაგრამ მეორეს მხრივ თუ 30 წლამდე არ გქონია სერიოზული ურთიერთობა ქალთან და არ იცი რაა ქალთან ცხოვრება, უკვე ალბათ აღარც გექნება მერე. რაღაც ფსიქოლოგიური ზღვარია. ჩავლილი მატარებლის მომენტი. ისეთი პონტი გამოდის რომ ბავშვობიდან პირდაპირ მოხუცებულობაში გადავარდები და იმ ოქროს შუალედს ვერ გამოივლი. ანუ, თუ ტიპმა ვერავინ იპოვა 30 წლამდე, ვერც მერე ვერ იპოვის ვერავის. და პრობლემა მასშია რათქმაუნდა, რადგან სამყარო დიდია და სავსეა ანგელოზივით გოგოებით. ანუ ეს 30 წელი ცოლის მოყვანის ზღვარი კი არაა, არამედ დამოუკიდებლობის ზღვარი. თუ აქამდე ვერ ააწყვე დამოუკიდებელი ცხოვრება, რომელიც გულისხმობს სერიოზულ რომანტიკულ ურთიერთობებსაც, მაშინ ალბათ უკვე გვიანია.
|