ხალხებო, რადგან თანამედროვე გაცნობის აპლიკაციებმა (Tinder, Bumble და ა.შ.) ქართულ რეალობაში არ გაამართლეს, მეტიც, სრული კრახი განიცადეს და ხალხი მაინც „წყნარ, პატიოსან, ოჯახიშვილ თერაპევტებს“ ეძებს, გამოვდივარ "სერიოზულ" ინიციატივით, შევქმნათ სრულიად ახალი, ეროვნულ-აკადემიური პლატფორმა.
„დიმიტრი გელოვანის სახელობის გაცნობა-დაოჯახების ეროვნულ-აკადემიური პორტალი“(დომენი: DmitriGelovani.ge ან GelovaniMatch.ge)
მთვარი დევიზი:
"ნუ ეძებ სხვას, შენი დიმიტრი გელოვანი უკვე გელოდება თავის თერაპიულ კაბინეტში"ან
"დიმიტრი გელოვანი, შენი იმედგაცრუებების და მარტოობის ნამდვილი მკურნალი"საიტზე რეგისტრაცია და ფილტრები:
პროფესიის ველი: ნაგულისხმევად აყენია „თერაპევტი“. სხვა სპეციალობის ექიმებს სჭირდებათ დამატებითი ცნობა. არასამედიცინო სფეროს წარმომადგენლები გადადიან „მოცდის რეჟიმში“.
თვისებების სავალდებულო ჩექბოქსები: [x] წყნარი, [x] პატიოსანი, [x] ოჯახიშვილი. (სამივეზე უნდა დასვათ „ჰო“, ისე სისტემა რეგისტრაციას არ დაასრულებს).
ასაკობრივი ცენზი: საიტზე პრიორიტეტი ენიჭებათ „უკვე დამშვიდებულ და დაღვინებულ“ კანდიდატებს.
უსაფრთხოება და ვერიფიკაცია:
სავალდებულოა:
1. ფოტოსთან ერთად უნდა აიტვირთოს უბნის/კორპუსის მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული ცნობა „ოჯახიშვილობის“ შესახებ;
2. ყოფილი შეყვარებულის ან მეუღლის ოფიციალური დამოწმება, სადაც ის ადასტურებს, რომ კანდიდატი ნამდვილად „წყნარი, პატიოსანი და ოჯახიშვილია“.
თუ ყოფილმა დაწერა: „ეგ წყნარი კი არა, მოსაწყენია, 9 საათზე უკვე სძინავს“ — სისტემა კადიდატს ანიჭებს დამატებით VIP ქულებს.
თუ ყოფილი წერს: „დაუვიწყარი, გიჟური თავგადასავალი იყო!“ — პროფილი ავტომატურად იბლოკება „არასაკმარისი სიმშვიდის“ გამო.
ქულების დაანგარიშება და კანდიდატის სტატუსი.
სისტემა ითვლის კანდიდატის მიერ დაგროვებულ ქულებას, ე.წ. "პიპინიას ალგორითმის" მიდედვით:
თერაპევტი - 50 ქულა; არ სხვამს - 30 ქულა; ყოველთვის სახლშია 21:00 საათისთვის - 20 ქულა.
თუ თუ კანდიატმა ჯამში 100 ქულა დააგროვა, ეკრანზე წითლად გამოდის შეტყობიება: „ყურადღება! სისტემამ გამოავლინა იდეალური დიმიტრი გელოვანი. სასწრაფოდ გადაამოწმეთ, ცოცხალია თუ არა!“
ეს კი ლოგო გაცნობა-დაოჯახების ეროვნულ - აკადემიური საიტისთვის:

აბა, რას იტყვით, შეუძლია ვინმეს ასეთი საიტის შექმნა?