მოკლედ...... რაც თავი მახსოვს სულ "შეყვარებული" დავდივარ

4 წლის ასაკში ჩემი ბიძაშვილი მიყვარდა.... რომ იღიმებოდა ლოყებზე "იამოჩკები" ქონდა, ხოდა მეც მაგ იამოჩკებში საკოცნელად დავდევდი, ის კიდევ კუხნაში იკეტებოდა

მერე იმავე ასაკში ძმის კლასელი შემიყვარდა.
საბავშვო ბაღში ერთი ბიჭი მიყვარდა ეტყობა მასაც მოვწონდი, იმიტომ რომ ერთხელ ერთი გოგო მოვიდა და მეუბნება:"შენ და აკაკის ერთმანეთი გიყვართო"... მეთქი :"არა", "აბა, რატომ არის, რომ როცა ბაღში ხარ გოგოებს გვეთამაშება, როცა არ ხარ, არ გვეთამაშებაო...", მე კიდევ:"თუნდაც გვიყვარდეს, შენ რა გშურს?"

....მოკლედ ბაღის დამთავრებისთანავე დამთავრდა ეგ "სიყვარული"-ც... მერე მეორე კლასში, კლასელი(მერე საკმაოდ დიდხანს ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით, ეხლა საზღვარგარეთაა), მე-4 კლასიდან ყოველ ერთ კვირაში ახალი შეყვარებული მყავდა......... ბოლოს მე-7 ში ერთი ბიჭი მიყვარდა ორი წელი.....
მაგრამ ეს ყველაფერი არასერიოზულია

პირველად(იმედია უკანასკნელად) და ნამდვილად ეხლა ვარ შეყვარებული