დღეს კიდევ ერთხელ მოვუსმინე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი უფრო ცივ გონებაზეც, რომ ძალიან ძლიერი ალბომებია. რა არის მათში განსაკუთრებული?
პირველ რიგში გასაოცარი არადეპრესიულობა და ოპტიმიზმი, რაც ადრინდელ ნაწარმოებებში ნაკლებად იყო თვალშისაცემი. მეორე, ნიკ კეივი აღარაა მიმკვდარუნებული, როგორც ეს მის ბოლო ალბომებში იყო. ენერგია მოდის ძალიან მძლავრი და ეს ენერგია ძალიან ხმაურიანი (პანკურიც კი) და ამავე დროს, ძალიან ჰარმონიულიცაა. ხელწერა იგივეა და პირველივე აკორდებიდან იგრძნობთ რომ ეს ნამდვილი კეივია.
მესამე, თქვენ ოდესმე მოგისმენიათ კეივის მიერ შესრულებული გოსპელი? ნამდვილად არა, მაგრამ ახლა მოისმენთ და ის იმდენად შეთანწყობილია მისეულ ხმაურთან და ქაოსთან, რომ გაგიკვირდებათ. ეს ახალი ექსპერიმენტი რელიგიაში ჩაფლული კეივისთვის მეტად წარმატებული გამოდგა. ამავე დროს, აღსანიშნავია საინტერესო რიტმები და დასარტყამი ინსტრუმენტის ზოგიერთ კომპოზიციებში წინ წამოწევა, რაც, აგრეთვე, ნაკლებად ახასიათებს მის წინა ნამუშევრებს. რომანტიკული სიმღერები უხვადაა თავმოყრილი მეორე სი–დიზე.
მოკლედ, ამ მუსიკოსის თაყვანისმცემლებს აუცილებლად ვურჩევ ახალი ალბომის მოსმენას კიდევ ერთხელ. ღენიალნო შეფ!!!