მუსიკის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე მძიმედ და არასასიამოვნოდ მოსასმენი ალბომი,ალბათ
Suicide - suicide-ა.
ეს არის ამ ბენდის პირველი ალბომი, რომელიც გამოიცა
1977 წელს
Red Stars Records-ის მიერ. ალბომი ჩაწერილია
4 დღეში
Martin Rev-ის მინიმალისტური ელექტრონიკისა და
Alan Vega-ს rock & roll-ის მიერ ინსპირირებული ვოკალით.ძირითად თემა ურბანული ცხოვრების აღწერაა. საწყის ეტაპზე ალბომს დიდი წარმატება არ მოჰყოლია, თუმცა
2013 წელს
Pitchwork-მა იგი დაასახელა
1970-იანების ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ალბომად,ხოლო
Rolling Stones-მა ყველა დროის
Top 500 სიაში
498-ე ადგილას გაიყვანა. ამ ალბომის უმეტეს სიმღერებს ბენდი
5 წლის განმავლობაში ლაივ-შოუებზე მღეროდა, ამიტომ ალბომის ჩაწერა დიდხანს არ გაგრძელებულა და
4 დღეში უკვე მზად იყო.
ბენდი
Suicide ითვლება
proto-punk,
synth-punk,
electronic rock და
synth-pop წარმომადგენლად და ერთ-ერთ ნოვატორებად. ელექტონიკაზე,კლავიშებსა და დრამზე მუშაობდა
Martin Rev, ხოლო ვოკალისტი იყო
Alan Vega. სიმღერა
Freankie Teardrop რეალურ ისტორიაზეა აგებული, ალან ვეგამ გაზეთში ამოიკითხა ქარხნის მუშის ისტორია,რომელმაც სამსახურიდან გამოგდების შემდეგ ცოლ-შვილი დახოცა და შემდეგ თავი მოიკლა.
პირველად ალბომი
1977 გამოიცა, ხოლო შემდეგ უამრავჯერ გამოსცეს ხელახლა. გამოსვლის დროს საკმაოდ მკაცრი შეფასებები ხვდა ალბომს წილად, თუმცა შემდეგში ამ ალბომმა დიდი გავლენა მოახდინა ზემოთ ჩამოთვლილი ჟანრების განვითარებაში. სიმღერა
Frankie Teardrop გამოყენებულია ფილმ
In a Year of 13 Moons, ხოლო სიმღერა
Cheree ფილმში
Downtown 81.
Ghost Rider-ის უამრავი
cover ვერსია არსებობს.
ამას მთლად ძილის წინ ნუ მოუსმენთ
მთლიანი ალბომის ჩემი შეფასება:
75/100