ყველაზე უცნაური ალბომი მარვინ გეის რაც ჩაუწერია, არის
Here, My Dear.
ეს არის მარვინ გეის რიგით
მე-15 ალბომი, გამოცემული
Motown Records-ის შვილობილ ლეიბლ
Tamla Records-ის მიერ.ალბომი გამოიცა
1978 წლის
15 დეკემბერს.სიმღერების უმეტესობა ჩაიწერა კალიფორნიაში, მარვინის საკუთარ სტუდიაში. მარვინის განქორწინების შეთანხმების თანახმად, გეის დაეკისრა
2 ახალი ალბომის ჩაწერა თავის ყოფილი ცოლისთვის - რომელიც იყო
Motown Records-ის ბოსის
Barry Gordy-ის და. ამის საპასუხოდ მარვინ გეიმ ჩაწერა ეს
2 LP-იანი ალბომი, სავსე, დაშორებისა და ურთიერთობის დანგრევამდე მისვლის ტექსტებით. როგორიცაა:
“You can leave, but it’s going to cost you”. განქორწინების თანახმად, ალბომიდან შემოსული თანხის ნახევარი მისი ყოფილი ცოლის საკუთრება უნდა ყოფილიყო. მარვინი, რომელიც როგორც წესი არ წერდა ხოლმე ლირიკებს თავისი სიმღერებისთვის, ამ ალბომის სიმღერების ყველა ტექსტი კი მას ეკუთვნის.უმეტესობა დაწერილი
3-4 დაჯდომაზე.ერთი მოსმენით, ალბომს ეტყობა,რომ დიდი შრომა არაა მასში ჩადებული. ალბომის მთავარი სიმღერაა
“When did You Stop loving me, When did I Stop Loving you?”,რომელიც სამჯერ მეორდება. ბოლო სიმღერაა
„Falling in Love Again”,რომელიც მარვინ გეის შემდეგ ცოლს ეძღვნება.
ალბომის გარეკანზე გამოსახულია მარვინ გეი ნეო-რომაულ ტოგაში. უკანა ყდაზე არის წარწერა „ქორწინება“ და სურათი, სადაც ტაძარი თავზე ენგრევა როდენის მიერ გამოქანდაკებულ წყვილის სკულპტურას. გადასახსნელ შიდა მხარეს გამოსახულია კაცისა და ქალის ხელი, სადაც კაცი ქალს აწვდის ვინილს.დაბლა კი თამაშია მონოპოლია, წარწერით
Judgment. კაცის ხელის დაბლა არის ჩამწერები და პიანინო, ხოლო ქალის ხელის დაბლა - სახლი,მანქანა და ბეჭედი.ეს მთლიანი ილუსტრაცია ეკუთვნის
Michael Bryan-ს.
გამოსვლისას ალბომს კარგი კრიტიკა არ შეხვედრია, თუმცა დროის გასვლის შემდეგ, ხალხში მოწონება დაიმსახურა. მაგრამ მაინც ეს ალბომი, მარვინ გეის ყველაზე ნაკლებად მოხვედრადი ალბომია ჩარტებში. ეს არის ძალიან ღია ალბომი წყვილს შორის ურთიერთობაზე, რომელიც დანგრევის პირას მიდის. რაღაც პერიოდის შე,დეგ,ეს ალბომი იქცა მარვინ გეის კიდევ ერთ საფირმო ალბომად თემატიკის გათვალისწინებით,რომელიც სამჯერვე მოხვდა ჟურნალ
Rolling Stones-ის
TOP 500 გამოკითხვაში. ბოლოს
2020 წელს, ეს ალბომი გაიყვანეს
493-ე ადგილზე.
ჩემი შეფასება: 55/100პ.ს. ბევრი ალბომის ყდა არ არის ისეთი,რომელიც ასე ზუსტად გამოხატავს მთლიან თემატიკასა და სიმღერების ტექსტებს.თუმცა ამ ალბომში ჰიტები ნაკლებადაა.
This post has been edited by max.demian on 2 Nov 2023, 11:45