ხო ხალხო ისა..მე იანვრისათვის შევადგინე პროგრამა
3 იანვარი - Jethro Tull ნოა-ნოაში.ფლეიტაზე იან ანდერსონს, რომელსაც აღარ შეუძლია დაკვრა, დაეხმარება კონსერვატორიის პრაქტიკანტი ტარიელ ლაზღანდარაძე.
4 - 8 იანვარი - ვუდსტოკი დიდგორის ველზე...დიდსტოკი ანუ...

ამის პარალელურად - სელინ დიონი სპორტის სასახლეში.ეს, პაპსავიკებმა რომ არ მოიწყინონ...
კიდევ მაგის პარალელურად - 6 იანვარი - ბისტი ბოიზის ჯერ კიდევ ცოცხალი ბიჭები გამიქსავენ და გარეპავენ გუფისა და ღამურას წინააღმდეგ
10 იანვარი - დეპე - ჩ - მოუდი - ეისიდ ბარში.კლავიშებზე - კონსერვატორიის პრაქტიკანტი - ლულუკა მუზარადოვნა
11 იანვარი - ქალი - მანაგუა - ონ ჟე კაილი - საუნაში ''პოსეიდონი''.კონცერტი - უფასო.დანარჩენი - ფასიანი.
13 იანვარი - ნიკ კეივი & ცუდი თესლები პროგრამით ''სულელი წვიმა''.1 ექსპერიმენტული სკოლის სპორტულ დარბაზში.დეპრესიული მასწავლებლებისათვის.
14 იანვარი - ქიმიკოსი ძამიკოები ფანჯარა ჯუზიკ ბოლში.
15 იანვარი - ფრედ კუიმბი & ტომი & ჯერი ბასტი ბუბუს ცენტრში
16 იანვარი - კობა ხაბაზი & YES.ვოკალებზე - კობა ხაბაზი
17 იანვარი - ჯგუფი ''ცივი დაკვრა'' ბიტლზ კლუბში
18 იანვარი - ჯგუფი ''შენ ორი'' - ანტისაომარი საქველმოქმედო კონცერტი დინამოს სტადიონზე.ფული გადაერიცხება მეცხრე არხის აღდგენას.
19 იანვარი - დიდუბე-ჩუღურეთის ბაზრის გამყიდვლები ახურებენ ხალხს პროდიჯის კონცერტის წინ დეზერტირების ბაზრობის სახურავზე
20 იანვარი - ოაზისი.ლოგიკურად, ბიტლზ კლუბში.
21 იანვარი - ჯორჯ მაიკლი ზალიკო ბერგერის ჩვენებაზე (დაგეგმილია ინტერვიუ ოზურგეთულ გეი-ჟურნალთან)
22 იანვარი - ცრუ განგაში თბილისის მეექვსე გიმნაზიაში.განგაშის შემდეგ იმღერებს ოსიაურის სამხედრო ნაწილის ყრუ სამხედროების გუნდი.
23 იანვარი - ავტოსადგურ ''ოკრიბას'' ოფიციალური ვებ-გვერდის პრეზენტაცია.იმღერებს სურიკ მელქონიანი, დაუკრავს ჯივან გასპარიანი.
24 იანვარი - თამთა გოგუაძის კონცერტი.კონცერტის წინ გამოვა მერაია ქერი.კონცერტი ჩატარდება თავისუფლების მოედანზე რომ სასტუმრომდე რაღაც ტოჩკაა გადასასვლელთან, იქ.
25 იანვარი - ფიშტოებისა და ვარდების კონცერტი მერიის წინ.სპონსორი - ნომერი მეათე საზოგადო საპირფარეშო
28 იანვარი - კოჯრის ტყე.ჟან-მიშელ კვერცხის კონცერტი.
30 იანვარი - და ბოლოს - ჩემი კონცერტი პირველი არხის პირველი სტუდიიდან.სუბტიტრებით.