
ცუდად ვაააააარ
* * *
ესეც ძაან მაგარია
დრო
საათს მიჰყვება უღიმღამო დღის წამები
შენც ხარჯავ ფუჭად და კლავ დროს
სეირნობ მიწაზე შენს მშობლიურ ქალაქში
შენ ელი, რომ ვიღაც ან რაღაც მიგითითებს გეზს
* * *
იღლები მზის ქვეშ დასვენებით, შენ რჩები შინ და უყურებ წვიმას
შენ ახალგაზრდა ხარ და ცხოვრებაც ხანგრძლივია, და მოსაკლავი დროც უხვად არის
ერთხელ კი მიხვდები, რომ ათმა წელიწადმა განვლო
არავინ გითხრა, გაიქეციო და შენც გააცდინე გასროლა
* * *
შენ მაინც გარბიხარ და გარბიხარ, რათა დაეწიო მზეს, ის კი ჩადის
და წრეს არტყამს, რათა კვლავ შენს უკან აღმოჩნდეს
მზე იგივე დარჩება, შენ კი ბერდები
სუნთქვა გეკვრება და ერთი დღით უახლოვდები სიკვდილს
ყოველი წელი უფრო მოკლეა, თითქოს და დროც არ გყოფნის
გეგმებს ხოლმე ვერ ანხორციელებ, ხოლმე კი რჩება ხელნაწერი სტრიქონების ნახევარი გვერდი
მშვიდ სასოწარკვეთაში ყველაფრის გადატანა ინგლისური მანერაა
დროც დასრულდა, დასრულდა სიმღერაც
მგონია, კიდევ რაღაც უნდა მეთქვა