აი ეს ამოვთხარე რუსულ ნეტში...ტოლსტოის ''ომი და მშვიდობა'' პლუს თავად იცით რაც...
ხო და თარიღები:
1970 წელი - გამოდის როჯერ უოტერსის სოლო ალბომი Music from the body
რამდენიმე კადრი ამ უცნაური დოკუმენტური ფილმიდან აქ
http://www.rogerwatersonline.com/dvd_videos_the_body.htmlBody, რომლის გენიალურობას ჭეშმარიტობასაც მე და ჰუმანოიდი ვიზიარებთ, უოტერსის პირველი სოლო-ალბომია, რომლის შექმნაშიც მას რონ ჯიზინი ეხმარებოდა.ალბომი სავსეა უცნაური ხმებითა და მუსიკით, რომელსაც უნდა გადმოეცა თავად ფილმის ატმოსფერო.ყველაფერი, რაც აქ გვესმის - ადამიანისათვის დამახასიათებელი ხმებია.მუსიკა, შესაძლებელია, დიდი არაფერია უოტერსის მეორე სოლო ალბომის (1984) ფონზეც კი, თუმცა, საინტერესოა ფინალური სიმღერა - მის ჩაწერაში პინკ ფლოიდის სხვა წევრებმაც მიიღეს მონაწილეობა, საკუთარი ნებით...თანაც, მოითხოვეს, მათთვის, როგორც ჩვეულებრივი აყვანილი მუსიკოსებისათვის, ისე მიეცათ ფულადი ანაზღაურება...
Our song - საინტერესო კოლაჟი ალბომის სხვადასხვა ხმებიდან...
Sea, shell and stone - თოლიებისა და ზღვის ხმაური პინკ ფლოიდის მომავალ კლასიკაზე მიგვითითებს
Red stuff writhe - სიმებიანი ინსტრუმენტების შეხამება.
A Gentle Breeze Blew Through Life - დაახლოებით იგივე
Lick Your Partners - მოკლე ინსტრუმენტალი
Bridge Passage For Three Plast - კიდევ ერთი მოკლე ინსტრუმენტალი
Chain Of Life - სევდიანი აკუსტიკური ბალადა
The Womb Bit - კიდევ ერთი უცნაური ინსტრუმენტალი.მუსიკალურად ნამდვილად ღირსია, რომ რეალური ფსიქოდელია აწოდო.
Embryo Thought - მოკლე ინსტრუმენტალი
March Past Of The Embryos - მოკლე ინსტრუმენტალი
More Than Seven Dwarfs In Penisland - სახუმარო ნომერი გუნდის მონაწილეობით.
DDance Of The Red Corpuscles - ოდნავ გაუგებარი, მაგრამ მოსაწონი ინსტრუმენტალი
Body Transport - მთლიანად ეძღვნება ადამიანის სუნთქვას
Hand Dance-Full Evening Dress - ესეც ჩვეულებრივი თემა სიმებიანებზე.
Breathe - ალბათ, მიხვდით, რომ ეს სწორედ ის Breathe არის, ტექსტი რომ შეუცვალეს და 1973 წლის ბესტსელერში რომ გამოიყენეს
Old Folks Ascension - საინტერესო, მხიარული თხზულება
Bed-Time-Dream-Chime - მართლაც ძილისპირულისმაგვარი ნომერი.
Piddle In Perspex - მუსიკალური სისულელე
Embryonic Womb-Walk - იგივეს ვუწოდებ
Mrs. Throat Goes Walking - სასაცილო ექსპერიმენტი - ხმები, მონოტონური მუსიკა...
Sea Shell & Soft Stone - კომპოზიცია Sea Shell & Stone - ის რეპრიზა.
Give Birth To A Smile - ერთი კაი სიმღერა და მეტი არაფერი...
ალბომმა დიდი არაფერი ქნა, მაგრამ უოტერსმა უკვე 70იანებში მოიპოვა ძალიან კარგი კომპოზიტორის რეპუტაცია...რა თქმა უნდა, ეს მისი ნამუშევარი, ისევე, როგორც სხვები, საკმაოდ გაუგებარი დარჩა მსმენელების ფართო წრისათვის.
და კიდევ ერთი თარიღი - 1987 წელი - ალბომს A momentary lapse of reason პლატინის სტატუსს ანიჭებენ...
მიმაგრებული სურათი