ჯიგრებო...გილოცავთ დამდეგ ახალ წელს ყველას, ვიცი, ძალიან გაგიხერხეთ ტვინი რაღაცეებით, მაგრა ავიტეხე, გაზაფხულიდან სულ რაღაცეებს ვპოსტავ ამ ტოპიკში, მაგრამ, ვფიქრობ, თქვენც საინტერესო ამბები გაიგეთ ამ ჯგუფზე (მე იმ ხალხს ვგულისხმობ, ვინც მართლა ცოტა იცოდა)...ახალი წელი, სხვათა შორის, ბევრ რამეს გვიქადის - წესით, უნდა გამოვიდეს უოტერსის ახალი ოპერა, რომელზეც 80იანების ბოლოდან მუშაობდა, უნდა გამოვიდეს PULSE DVD-დისკზე.მომავალ წელს ალბომის Wish you were here საიუბილეო თარიღია.ამასთან დაკავშირებული იქნება მომავალ წელს მისი საიუბილეო გამოცემა, რომელსაც, რატომღაც (ცუდი არაა, ალბათ!) მოაყოლებენ Animals-ის გამოცემას.
ალბათ, ისიც უნდა ითქვას, რომ დევიდ გილმორის გარდა, დანარჩენ ორს აშკარა სურვილი აქვს რაღაცის კეთების, არავინ იცის, როდის გამოიცემა ჯგუფის რამე ახალი ჩანაწერი...უმჯობესია, პრინციპში, არც გამოიცეს ჯერ, თორემ ისეთი ეიფორია დაიწყება, რომ საწყალ ხალხს ალბათ, არც დააცდიან წესიერად ჩაწერას და სამი თვით ადრე ტრეკების დაუსრულებელი ვერსიები უკვე გაიჟღერს mp3-ფაილების მოყვარული ხალხის დინამიკებში.
აქტიური ამ წელს, ასე თუ ისე, უოტერსი იყო - მან გამოუშვა ორი ახალი სიმღერა, რაც იმას ნიშნავს, რომ მალე მის დისკოგრაფიას კიდევ ერთი ახალი უნდა შეემატოს.
სამწუხაროდ, ამ წელიწადმა არ ჩაიარა უმსხვერპლოდ.გარდაიცვალა ორი დიდი ადამიანი - Steve O'Rourke, რომელიც პინკ ფლოიდის პროდიუსერი იყო და John Peel, რომლის წვლილზეც როკ-მუსიკაში ბევრმა არც იცის - რადიო წამყვანი, ცნობილი ჟურნალისტი და ბოლოს - უბრალოდ როკ-მელომანი.ცნობილია, რომ ცოტა თუ არის იმდენ როკ კონცერტზე ნამყოფი, ეს კაცი რომ იყო.
მოკლედ, მაინც არ მინდა ცუდი ამბებით დავასრულო ეს პოსტი და მივამატებ აი ამ პატარა სურათს, რომელიც ნამდვილი მოსალოცი ბარათია - დაახლოებით 70იანების დასაწყისიდან..
მიმაგრებული სურათი