ახალი ამბავი 1 (წაიკითხეთ აუცილებლად) - ნიკ მეისონის ახალი ინტერვიუ არხზე ITV1 -
- ისინი გაერთიანების ყოველ მცდელობას წინ უდგებოდნენ, სანამ ბობ გელდოფმა არ დარეკა.
მეისონი - ის ნამდვილად ცდილობდა აღდგენას.უნიკალური ჯგუფის უნიკალური შემადგენლობის აღდგენა შესანიშნავი იდეა იყო და სწორედ ბობმა მიაღწია ამას.
- მან ყველას დაურეკა?
- კი, მან დეივით დაიწყო, შემდეგ კი რიგ-რიგობით მიჰყვა.მე ვფიქრობ, იგი ისეთივე გაოცებულია დარჩა, როგორც ჩვენ!
რიჩარდ კერტისმა მითხრა - აბა შენ იცი, თუკი პინკ ფლოიდი მოილაპარაკებს გამოსვლაზე, მაშინ დიდი რვიანის სამიტი ნამდვილად მოიფიქრებს აფრიკის პრობლემების გადაწყვეტის ხერხს.
- ჯგუფი შეთანხმდა, რომ ოთხ კლასიკურ კომპოზიციას შეასრულებს.ალბათ, მოგვიწევს მოცდა და მოგვიანებით გაგება, რა სიმღერები იქნება.
- იმედია, ეს საკმაოდ ნელი სიმღერები იქნება, რამე თუ ამ სიბერეში ამაზე სწრაფის დაკვრის თავი არ მაქვს.
- რა იმედები გაქვთ ამ დღის?
- ვფიქრობ, ოდნავ ჰგავს აქციას Live Aid.რით?იმით, რომ ეს მეტად დაგამახსოვრდება, ყველას, ვინც იქ იქნება, ეს აქცია დაამახსოვრდება, როგორც მნიშვნელოვანი და უდიდესი მოვლენა.
BBC Radio 4 - ზე ნიკმა რამდენიმე სიტყვით მოჰყვა ჯგუფის აღდგენაზე და განხეთქილებაზე 1986 წელს - ერთადერთი უთანხმოება მაშინ მდგომარეობდა ერთ რამეში - ღირდა თუ არა როჯერის გარეშე გაგრძელება თუ შეგვეწყვიტა ჩვენი საქმიანობა.აი ეს იყო კონფლიქტის ერთადერთი მიზეზი.
ამბავი 2: ესეც საინტერესოა.ნიკ მეისონი ამერიკაში ყოფნისას საკმაოდ საინტერესო განცხადებებს აკეთებდა.პინკ ფლოიდის კონცერტების ინტერნეტით გადმოქაჩვაზე საუბრისას მან თქვა - მე პირადად ასობით საკონცერტო ჩანაწერი მაქვს, რომელთა გამოცემა EMI-ს არ უნდა.მაგრამ ჩვენი მუსიკის ყოველი თაყვანისმცემლისათვის ეს ჩანაწერები ძვირფასია და ერთადერთი გზა დაგვრჩენია - უნდა გამოვაფინოთ ისინი ინტერნეტში.
მოკლედ, ამ წელს იმდენი სიურპრიზებია, უკვე ვიხრჩობი....