shota_deida
shdei

      
ჯგუფი: Members
წერილები: 10369
წევრი No.: 2704
რეგისტრ.: 16-September 03
|
#1532028 · 21 Jun 2005, 23:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დააბრალე საკუთარ თავს!!!!!!!
ჟურნალი ''მოჯო'', 1999 წლის დეკემბერი საშიშია: ნგრევა გრძელდება
სილვია სიმონსი
როჯერს სურდა რიკის გაგდება.დეივს ეგონა, რომ ნიკი შემდეგი იქნება.ბობმა მიაწვა მათ და ასევე მოიხსნა.დღეს, პირველად იმ დღეების შემდეგ, კედლის ყველა არქიტექტორი საუბრობს პროექტზე, რომელმაც დაანგრია ''პინკ ფლოიდი''.
მოქმედი გმირები:
როჯერ უოტერსი: კომპოზიტორი, ვოკალისტი, ბასისტი, პროდიუსერი დევიდ გილმორი: ვოკალისტი, გიტარისტი, პროდიუსერი, სიმღერების "Comfortably Numb," "Young Lust," "Run Like Hell" თანაშექმნელი რიკ რაიტი: კლავიშები, ჯგუფის წევრი ''კედლის'' პირველი ნაწილი ჩაწერის დროს, შემდგომში ხელფასზე გადაყვანილი მუსიკოსი ნიკ მეისონი - დრამერი ჯეიმს გატრი - ინჟინერი, თანაპროდიუსერი ჯერალდ სკარგი: მხატვარი, ანიმატორი ბობ ეზრინი: პროდიუსერი (სხვა კლიენტები - Alice Cooper, "Kiss"), სიმღერის 'The Trial' თანაკომპოზიტორი.კედლის შექმნისას იგი 29 წლის იყო.
ამა წლის 16 ივნისს რიკ რაიტმა, როგორც იქნა, გააკეთა ის, რასაც ნებისმიერი თერაპევტი ურჩევდა - შეხვდა თავის ნემეზიდას. - მე მგონია, რომ პირველი ვარ, ვინც როჯერს შეხვდა ამ 18 წლის განმავლობაში.ჯონ კერინი, რომელიც როჯერთან უკრავდა და ჩვენი უკანასკნელი ორი ტურის განმავლობაში გვეხმარებოდა, მეუბნებოდა - ''გთხოვ, მოდი კონცერტზე''.მე ჯერ კიდევ გაღიზიანებული ვიყავი და ''კედლის'' შემდეგ არ მისაუბრია მასთან, მაგრამ გავიფიქრე ''ჯანდაბას, რატომაც არა?''.მე არ მჭირდება მასთან შეხვედრა.დარბაზში ვიჯექი და ავტოგრაფებს ვარიგებდი, სანამ ის გამოდიოდა სცენაზე.როდესაც ''პინკ ფლოიდის'' მუსიკა ჟღერდა, მე უცნაური გრძნობა დამეუფკა, თითქოს მე, დეივი ან ნიკი ვაკლდით. შოუს შემდეგ რიკმა გადაწყვიტა კულისებში გასვლა: - ეს ჩვენთვის მძიმე იყო.უამრავი საკითხია, რომლებზეც, შესაძლებელია, ოდესმე ვისაუბროთ, მაგრამ ახლა არ მინდა მათზე საუბარი.მე კი უბრალოდ ვუთხარი: ''გაგიმარჯოს.როგორ ხარ, კარგად გამოიყურები''. - იგი ჩემს წინ იდგა და მიღიმოდა, - ამბობს უოტერსი. - მე ვფიქრობ, ოდნავ დალია და ამიტომაც სიმამაცეს გრძნობდა, მაგრამ იგი უბრალოდ თავაზიანი იყო.და მეც ასევე.მან ცოლი გამაცნო, მე ვუთხარი ''სალამი'', და მორჩა.დისკომფორტი თითქმის არ ყოფილა.ჩვენ უბრალოდ ვერაფერს ვეუბნებოდით ერთმანეთს. უოტერსი და რაიტი იცნობდნენ ერთმანეთს თითქმის 60-იანების დასაწყისიდან.კედლამდე, როდესაც უოტერსმა იგი პინკ ფლოიდიდან გააგდო. ''კედელი'' ყველაზე კონცეფტუალურია ყველაზე კონცეფტუალურ ალბომთა შორის, მრავალდონიანი (ლირიულად, მუსიკალურად და ვიზუალურად) არქიტექტურული სტრუქტურით და მისი ყოველი აგური ნაიარევს ტოვებს სულში.ალბომი 'Dark Side Of The Moon' ჰომო საპიენსის, გონიერი ადამიანის საყვარელ ალბომად იქნა აღიარებული, ამ ალბომის ფონზე კარგი იყო სექსი და ნარკოტიკები; ხოლო კედლის პრაქტიკული გამოყენება მილიონი ადამიანისათვის, რომლებმაც იგი პირველ ადგილზე მოახვედრეს ჩარტებში (5 კვირა ბრიტანეთში, 15 - შტატებში) ადვილი მისახვედრი იყო.ბნელი, კლაუსტროფობიული, მაგრამ სილამაზის ელემენტებით, რომელთა გამოც შიშის გრძნობა გეუფლება, გეჩვენება, რომ პარანოიის, დიდების მანიის, ღალატის, ნერვიული მოშლილობისა და სიკვდილის თემებმა შეაღწიეს იმ ადამიანებში, რომლებმაც იგი შექმნეს. ამ თვეში ''კედელს'' 20 წელი უსრულდება, 30 ნოემბერს, დაბადების დღეს გილოცავთ!და ამ აღნიშვნის ნაწილი არის ჯეიმს გატრის შედგენილი ორმაგი საკონცერტო ალბომი (იგი ასევე ამზადებს DVD ფილმის ''კედელი'' მიქსს, რომელიც უოტერს ''საშინლად'' მიაჩნია), მის განკარგულებაში არის ორდიუიმიანი ფირის 110 კოჭი 1980 წლის სამი და 1981 წლის ოთხი კონცერტიდან, სულ რვა საათის ოდენობით. უოტერსის-გილმორის-მეისონის-რაიტის კოლექტიური შემოქმედების პირველი აფეთქებიდან (იგულისხმება 60-იანების ბოლო, 70-იანების შუა წლები) მათ კვლავ მიიქციეს ყურადღება.ინტერნეტი სავსეა ათასი საწინააღმდეგო ჭორით: გაერთიანება; ახალი ათასწლეულის აღსანიშნავი შოუ; შოუ პირამიდებთან. - ოხ! - ამოისუნთქავს უოტერსი, - მათ ფაფიან ქვაბში დარჩენის და სადღაც გაცურვის აზრი არ მხივლავს, არა, სჯობს ქუჩაში დავდგე წყლის შლანგის ქვეშ.ჩემი ცხოვრება ახლა მეტად კარგად მიდის.მათთან კვლავ თანამშრომბლობსი აზრი, თქვენ ხომ გესმით, მათ ისევ სურთ ჩამაგდონ ამ ფაფაში, ამ საკონცერტო ალბომის გამოშვება, ტექსტი ყდაზე, მე კვლავ ვხვდები, რაოდან სულელურია ეს.მე ვერაფერს მოვუხერხებ მათ. მის ზიზღს შესაძლებელია შეეხოთ კიდეც. ლონდონში, კინგს კროსის სტუდიაში, რომელიც სავსეა სპორტული მანქანების პოსტერებით, ლონგ აილენდიდან, სადაც უოტერსის სახლია, 3000 მილის მოშორებით, მისი ძველი მეგობრის ნიკ მეისონის სიტყვები ნაკლებად მკვეთრია, თუმცა მის მეგობრულ მანერაში კვლავ უაპელაციოა.''თავად თუ შესძლებდით 200 ადამიანის ამოქმედებას ახალი წლის დამდეგს?ყველამ ნახა Spinal Tap და მისი გაერთიანება.მე ვფიქრობ, ესეთი რამ რომ მომხდარიყო, ეს უფრო იქნებოდა რამე საქველმოქმედო კონცერტი.უეჭველია, რომ უნდობლობის ან ღალატის გრძნობა არის, ან კიდევ რამე.მე ვიცი, რომ ამ გრძნობას ადამიანი მოთოკავს, მაგრამ რაოდენ რთული იქნება კვლავ იმ არენებზე მუშაობა, რომლებმაც ადრე დიდი ბედნიერება მოგვიტანეს.'' დევიდ გილმორი, თავაზიანი, ძალიან ინგლისური, მალავს თავის გრძნობებს ენის საშუალებით - იგი უოტერსზე მხიარულად საუბრობს, ხოლმე თბილად, როგორც ძველი სპარინგ-პარტნიორი. - რა თქმა უნდა, ხოლმე ზიხარ და ფიქრობ ამაზე, მეც ვფიქრობდი ''როგორი იქნებოდა ყველაფერი, კვლავ რომ სტუდიაში შევსულიყავით და რამე დაგვეკრა?მე არ მგონია, რომ ეს მოხდება.ჩვენ იგი მოვიწვიეთ ერლს კორტში, რათა ერთად შეგვესრულებინა Dark Side of the Moon, მაგრამ მან თავაზიანად გვიპასუხა ''არა, მადლობა''.მე იგი საკუთარ დაბადების დღეზე მოვიწვიე, 50 წლის რომ გავხდი, მან კვლავაც მიპასუხა ''არა, მადლობა''.განსაკუთრებული მონდომებით არ ვიყავი განწყობილი იმ აზრის მიმართ, რომ იგი დაგვებრუნებინა, მაგრამ მე უბრალოდ უსასრულოდ თავაზიანი ვრჩებოდი. ატლანტაში, ჯორჯიის სახლში, თავის ამერიკელ მეუღლესთან ერთად, რიკ რაიტი კვლავ დაშოკილი ზის.და რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, იგი ყველაზე შემრიგებლურია მთელი ოთხეულიდან. უსამართლობაზე, ღალატზე და მიმდინარე მკურნალობაზე საუბრისას გაისმის ჩაქუჩების ხმაური.იქვე მშენებლები არიან. თურმე, კედელს აგებენ.
საძირკველი
1977 წლის 7 ივნისი.ტურის უკანასკნელი კონცერტის დროს, მონრეალის ოლიმპიურ სტადიონზე როჯერ უოტერსი აფურთხებს მსმენელს. დევიდ გილმორი - მახსოვს, რომ შოუს მხრივ ის კონცერტი არ მესიამოვნა.მათ სულ ახლახანს დაასრულეს ამ სტადიონის აგება, იქ კვლავაც იდგა ამწეკრანი, დემონტაჟი არ გაუკეთეს და არ გაიტანეს.მე ეს არ მომეწონა, ბისზე რომ დაგვიძახეს, მე თავად დავჯექი პულტთან - ამანაც, ალბათ იმოქმედა უოტერსის განწყობაზე.ვფიქრობ, მას საკუთარი თავიც ეზიზღებოდა, ასე რომ მან შეაფურთხა მსმენელს. როჯერ უოტერსი - არ მგონია, მას მოვახვედრე. ნიკ მეისონი - მოკლედ, როჯერი ისეთი ადამიანია, რომელიც არ დაიკვეხნის ყველაფრის და ყველას მიმართ სიყვარულით, მაგრამ ჩვენ ვუთანაგრძნობდით და არ ვიყავით ისეთი გაღიზიანებულები, როგორიც იგი იყო.ეს შოუები სტადიონებზე უცნაურია.როდესაც ვუკრავთ, ჩვენ ვუყურებთ აუდიტორიას, ისევე როგორც აუდიტორია გვიყურებს, მაგრამ ჩვენ მხოლოდ პირველ რიგებს ვხედავთ.მე არ ვამბობ, რომ ისინი შეიშალნენ, მაგრამ ასეთ კონცერტებზე, რომლებსაც ევფემისტურად უწოდებენ ''ფესტივალურებს'', რადგანაც ადგილები არ არის - ხედავ ხალხს, რომელიც იმდენად შეშლილია, რომ მან მოახერხა სცენასთან მიახლოვება, ის იმეორებს მუსიკოსების დაკვრის მანერას, მან იცის ყველა ტექსტი და იგი საკმაოდ იმედგაცრუებული იყო და როგორც იქნა, მოვიდა ის დღე, როდესაც ჯგუფი მის წინაშე წარსდგა. გილმორი - როჯერს საერთოდ არ მოსწონდა კონცერტები.ამ დროს ის უბრალოდ ნერვიული და გაღიზიანებული იყო.მას ეს საქმიანობა ეზიზღებოდა უამრავი მიზეზის გამო, ისევე, როგორც ჩვენ.ყველაფერი შეიცვალა ალბომის 'Dark Side Of The Moon' შემდეგ, მაყურებლებსაც მოსწონდა ''ინტერაქტიულად'' მთელი ხმით კივილი.მანამდე, დარბაზებში დაკვრისას, სადაც 10000 მაყურებელი ეტეოდა, გარკვეულ დროს ისეთი სიჩუმე იყო, რომ ბუზის გაფრენას გაიგებდა კაცი.ამიტომაც, დაშოკილნი ვიყავით, რადგანაც მრავალი წლის განმავლობაში მივეჩვიე იმას, რომ ჩვენს კონცერტზე სწორედ ასე უნდა იყოს ყველაფერი. უოტერსი - ეს უფრო და უფრო მექაჩებოდა.ეს დარბაზები არ არის მუსიკისათვის, იგი სპორტულ ღონისძიებებზეა გათვლილი და მათში ომის რიტუალიზაციის განცდა ბუნებრივია, სპორტის პრინციპი ეს არის.მაგრამ ჩემში, მთელ ორგანიზმში იყო ეს იმედგაცრუების შეგრძნება, შეგრძნება იმისა, რომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ - ნეტავ რისთვის ვაკეთებთ?და პასუხი, რომელიც მონოტონურად ჟღერდა ჩემს თავში, იყო: გული და საკუთარი ''მე''.აი რატომ. ბობ ეზრინი - მე როჯერი გავიცანი მისი მეუღლის კეროლაინის მეშვეობით, ის უბრალოდ ჩემთან მუშაობდა.ტურის Animals დროს, ტორონტოში, ჩვენ წავედით კონცერტზე ლიმუზინით და როჯერმა მიამბო მაყურებლისგან გაუცხოების შეგრძნებაზე და იმაზე, რომ ოდესმე კედელს ააშენებდა საკუთარ თავსა და მაყურებელს შორის.და მახსოვს, ისე, უბრალოდ ვუთხარი: ''და რას ელოდები?''.წელიწადი ან წელიწადნახევარი გავიდა და მან დამირეკა და მთხოვა მასთან მისვლა, რათა პროექტ ''კედელზე'' შესაძლო თანამშრომლობაზე გვესაუბრა.
მენარდე
ტურის დასრულების შემდეგ ყველა მუსიკოსი თავის გზას დაადგა, გილმორი და რატი სოლო ალბომების ჩაწერით დაკავდნენ, როჯერი კი ქალაქგარეთ წავიდა და ალბომზე მუშაობა დაიწყო. უოტერსი - ხოლმე დღის განმავლობაში უშინაარსო გრძნობა მეუფლება, არც ისე ცარიელი, იგი სავსეა და მე ვხვდები, რომ სინამდვილეში უფრო შორსმჭვრეტი გავხდი, ყველაფერი დნება თვალწინ და ვფიქრობ ''ო, ახლა სიმღერას დავწერ''.მერე მიწევს მისი აღება და მრავალი წლის განმავლობაში სრულყოფამდე მიყვანილი ხელობის გამოყენება, მაგრამ სიმღერის შექმნა მეტად პასიური მოქმედებაა.მე ვფიქრობ, ეს შეიძლება იყოს იმის გამოხატვა, რასაც იუნგი უწოდებს კოლექტიურ ქვეცნობიერს, მე ვფიქრობ, რომ გონიერ არსებებს აქვთ მოთხოვნა ასწავლონ ვინმეს და ყველაფერთან კავშირი გამოხატონ.მე ვერ ვიხსენებ, როდის მივმართე მაშინ ფსიქოთერაპევტს, ვფიქრობ, ეს 1981 წლამდე არ მომხდარა. თავდაპირველად ორი აზრი მქონდა - მთელ სცენაზე კედლის აშენება და სადო-მაზოხისტური დამოკიდებულება მსმენელსა და ჯგუფს შორის, კონკრეტულად კი მაყურებლის დაბომბვა, თანაც, ისე, რომ აფეთქებულები მეტ ტაშს უკრავენ, რადგანაც ისინი მოქმედების ცენტრში იმყოფებიან, მერე რა, რომ მსხვერპლის როლში არიან.ეს ურთიერთობები ბნელია და გაწამებენ, ჩვენ კი ისეთ ხმოვან აპარატურას დავაყენებდით, რომ ეს სმენას დაუზიანებდა მათ, მაყურებლები კი წინა რიგებში მოხვედრის გამო ერთმანეთს დახოცავდნენ, რათა ეს ზიანიც მაქსიმალური ყოფილიყო, ხო და აი საიდან გაჩნდა პინკის, ნაცისტი-დემაგოგის იდეა. შეშლილობის თემა სიდის ცხოვრებიდან არის, ასევე ჩემი პირადი განცდებიდან.ერთ-ერთი სტრიქონი "When I was a child I had a fever, my hands felt just like two balloons" აუხსნელ გრძნობაზეა, როდესაც მე მაღალი სიცხე მქონდა, გონების დაკარგვა და როდესაც ყველაფერი ირგვლივ დიდი მეჩვენენოდა.ჩემს ცხოვრებაში რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც მე ვგრძნობდი, რომ გონებრივი შეშლილობის ზღვარზე ვარ, ეს გონების დაკარგვას უფრო ჰგავდა და, ვფიქრობ, ისევე ვგრძნობდი თავს, როგორც სიდი ან სხვა შიზოფრენიკები - და ეს აღებულია ბავშვობის მოგონებებიდან, პირადი ცხოვრების დიდი სტრესიდან, როდესაც ამ შეგრძნების ზღვარზე ავღმოჩნდი. ეზრინი: როჯერმა მიმიწვია შაბათ-კვირას - მას კარგი სახლი ჰქონდა კარგი ბნელი სტუდიით.ის დღე იყო ტიპიური ნაცრისფერი შემოდგომის ინგლისური დღე.მან დამსვა ოთახში, ჩამირთო კასეტა მუსიკით, რომელზეც პაუზები არ იყო, თითქოს ერთი სიმღერა მიდიოდა 90 წუთის განმავლობაში, სახელწოდებით ''კედელი'', შემდეგ კი რამდენიმე ნაწყვეტი მომიყვა, რომელთა შეტანა სურდა, მაგრამ ისინი არ შეიტანეს ალბომში და მის შემდეგ სოლო-ალბომებზე მოხვდნენ.ინგლისური გარემო, ღრუბლები, საუკეთესო დეკორაცია იყო ამ მუსიკისათვის და მეც მასში გადავინაცვლე.არ მგონია, რომ ეს ალბომის უკანასკნელი ფორმა იყო, რომ იგი დასრულებული იყო, მაგრამ ატმოსფერო კარგად გადმოიცემოდა და მისი მოსმენის შემდეგ მე ვიცოდი, რომ ეს მეტად მნიშვნელოვანი ნაწარმოები იქნება და უამრავი სამუშაო დასჭირდება მის ერთ მთელ ნამუშევრად ქცევისათვის. უოტერსი - მე ვიცოდი, რომ ეს ხანგრძლივი და რთული პროცესი იქნება და მე დამჭირდება თანამოაზრე, რომელსაც გავესაუბრებოდი.იმიტომ, რომ ჯგუფში არავინ იყო, ვისაც ამას გავანდობდი, დეივს კი არ აინტერესებდა საერთოდ, რიკი მძიმედ იყო, ნიკი მომისმენდა, მაგრამ მას მაინც სპორტული მანქანები იტაცებდა.ეზრინის ტიპის ადამიანს ვეძებდი, რომელიც მუსიკალურად და ინტელექტუალურად ჩემს პოზიციასთან უფრო ახლოს იყო. გილმორი - რომელიმე პროექტის დასრულებისას ჩვენ არ ვაწყობდით გეგმებს შეკრებაზე და შემდეგი ალბომის ჩაწერაზე, ჩვენ ოდნავ ვისვენებდით.ძველმა მეგობრებმა, რომლებთანაც პინკ ფლოიდამდე ვუკრავდი, დამარწმუნეს, რომ კარგი იქნება ალბომის ჩაწერა და გართობა.რიკიც ალბომს იწერდა.როდესაც კვლავ მოვიყარეთ თავი სტუდიაში, როჯერმა გვითხრა, რომ დასვებენის დროს შექმნილი ორი პროექტიდან ერთ-ერთზე იმუშავებდა.მან ორი კარგად გაფორმებული და დემო-კასეტის სახით წარმოდგენილი ჩანაწერი მოგვიტანა - ერთი იყო ''კედელი'', მეორე კი მისი მომავალი პირველი სოლო-ალბომი, სადაც ერთი ლამაზი მელოდია იყო, რომელიც გამუდმებით მეორდებოდა.განხილვის შედეგად დავადგინეთ, რომ ''კედელზე'' სექტემბრიდან ვიმუშავებთ. რიკ რაიტი - იმ დროს გაკოტრებულები ვიყავით.ჩვენმა ბუღალტერებმა ფული გაგვიფლანგეს, ჩვენ დიდ გადასახადებს ვიხდიდით და ჩვენ გვითხრეს, რომ კარგი იქნებოდა ქვეყნიდან ერთი წლით გასვლა, ალბომის ჩაწერა და ამით დანახარჯის ანაზღაურება, ასე რომ ეს ჩვენთვის მძიმე პერიოდი იყო. მეისონი - კასეტები ცუდი ხარისხის იყო - როჯერი ყოველთვის საშინელ დემო-კასეტებს იწერდა.მიუხედავად იმისა, რომ კარგ ტექნიკაზე იწერდა.თუმცა, მაინც ნათელი გახდა, რომ ეს საინტერესო იდეაა, რომელსაც ადამიანი მუსიკალურად დაამუშავებდა. რაიტი - მაგრამ მაშინ ვფიქრობდი - ო, არა, ისევ ეს ომი, ისევ მისი დედა, მისი მამა, ის ისევ ამაზე ფიქრობს.მე იმედი მქონდა, რომ იგი ამ ყველაფერს გადალახავდა და სხვა თემებს მიაქცევდა ყურადღებას, მაგრამ მას კვლავაც იზიდავდა ეს.ყველა სიმღერა ერთი ტემპის იყო, ერთი ტონალობის, ერთი და იგივე.შესაძლებელია, ჩვენ რომ ასეთი მძიმე ფინანსური მდგომარეობა არ გვქონოდა, ვეტყვოდით - ჩვენ ეს სიმღერები არ მოგვწონს - და ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა.მაგრამ როჯერს ეს მასალა ჰქონდა, მე და დეივს კი არაფერი დაგვიწერია ახალი, ასე რომ ამაზე მუშაობა დავიწყეთ. გილმორი - გარკვეული ფინანსური კრიზისი გვქონდა, მაგრამ, არ მგონია, რომ იგი მანამდე მოხდა, სანამ ''კედლის'' პირველი ნაწილი შევადგინეთ სტუდიაში "Britannia Row" სექტემბრიდან შობამდე.იმ დროს მას ძლიერ კონცეფციად მივიჩნევდი, ახლა კი არც ისე მხიბლავს.რადგანაც მე მეორე მოაზროვნე ვიყავი, ავდექი და ოდნავ მტირალა კონცეფციად მივიჩნიე, მაგრამ ასევე გამოვთქვი აზრი, რომ ღირს მისი კვლევა.მე არ ვიყავი წინააღმდეგი, არც მანამდე, არც მის შემდეგ - რომ როჯერს ემართა ამ კონცეფციის გამოკვლევის პროცესი.
აგური აგურზე: შენების პროცესი
ერთხელ, სტუდიაში ჯდომისას, მთელი ღამის განმავლობაში ბობ ეზრინმა როჯერ უოტერსის ყველა დემო-კასეტა მოისმინა. ეზრინი - იმ ღამით წარმოვიდგინე ეს ყველაფერი ფილმად და ისე ჩამოვწერე ყველაფერი; მაგრამ რეჟისურით არასოდეს დავკავებულვარ და მე ვიყავი ამის წინააღმდეგ.თუმცა, ბევრად მეტყველი ხმოვანი გაფორმების შეგრძნება მქონდა და მე მას უფრო ვხედავდი, ვიდრე მესმოდა, მე ყველა მუსიკალური ფრაგმენტი დავალაგე, ასევე ზეპირად მივუმატე ის, რაც ჯერ არ გვქონდა, ასევე ხმოვანი ეფექტები და კროს-ფეიდები - და ეს ყველაფერი მთლიან ისტორიად ვაქციე.მე მივხვდი, ვინ იყო მთავარი გმირი და დავასკვენი, რომ უნდა პირობითი როლი შევუცვალოთ სხვა როლით - მეტაფორიულად გავაცოცხლოთ ძველი პინკი, რომელსაც ადრეც ახსენებდნენ.მეორე დღეს მოვიტანე სცენარი, რომელიც დღემდე როკ ენ როლის დიდების დარბაზში დევს, დავურიგე მისი ასლები ყველას და ''კედელი'' ხმამაღლა წავიკითხეთ.როდესაც მუსიკას წერ, პროცესი განსხვავებულია, მაგრამ სწორედ ამან შეგვანარჩუნებინა მუშაობის სქემა.ამ მომენტიდან ჩვენ უკვე არ ვიყავით ბნელში, არამედ გეგმას ვაწყობდით. უოტერსი - იდეის უშუალო შემოხაზულობა არ იცვლებოდა.ზოგიერთი სიმღერა ძალიან შეიცვალა, სხვები - "Don't Leave Me Now," "Is There Anybody Out There?," "Mother" - ისეთივე სახ ით არიან ალბომზე, როგორც თავიდან. ეზრინი - როგორც კი გამოვედით როჯერის სახლიდან და სტუდიაში გადავინაცვლეთ, სამუშაომ თანამშრომლობის ხასიათი მიიღო, ყველას საკუთარი აზრი გააჩნდა და ყველას საკუთარი წვლილი შეჰქონდა.ხოლმე ატმოსფერო ძალიან იძაბებოდა.ვკამათობდით, როდესაც რომელიმე სიმღერისადმი მიდგომა განსხვავებული გვქონდა, რაც კვირაობით გრძელდებოდა, რადგანაც ისინი ინგლისელები არიან, მე კი - კანადელი, ჩვენ ძალიან ჯენტლმენურად ვუდგებით ამას, მაგრამ არავინ არ თმობდა პოზიციას.მაგრამ, როდესაც ასეთი კონფლიქტები იჩენდნენ თავს, ორი საპირისპირო იდეის სინთეზის დროს, გადაწყვეტილების მიღება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე თავად პირვანდელი იდეა. უოტერსი - მახსოვს, ერთხელ ოთხივემ, ჯერ კიდევ ჩაწერის წინ, მოვისმინეთ დემოები და ზედმეტი ამოვყარეთ. გილმორი - სინამდვილეში, ჩვენ უბრალოდ ვისხედით და ვწუწუნებდით.ვიღაც ამბობდა: ''მე ეს ძალიან არ მომწონს'', მერე ვინმე ემხრებოდა, შემდეგ როჯერი ბრაზდებოდა, მაგრამ მეორე დღეს რამე გამაოგნებელს მოიტანდა.მას ეს კარგად გამოსდიოდა ''კედლის'' დროს, მაგრამ ალბომზე "The Final Cut" მუშაობისას უკვე აღარ გამოსდიოდა.ზოგიერთი სიმღერა, მე მგონია "Nobody Home", შეიქმნა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შორს წავიწიეთ და ერთ საღამოს ცუდი განწყობით წავიდა, მაგრამ მეორე დღეს ფანტასტიური რამ მოიტანა.ხოლმე ზეწოლა და გაღიზიანება კარგია. უოტერსი - მათ მოსწონთ იმაზე ფიქრი, არც ვიცი რატომ - რომ ''კედელი'' ერთობლივად შეიქმნა.კი ბატონო, ისინი თანამშრომლობდნენ, მაგრამ არ მეხმარებოდნენ.ეს არ არის კოოპერატივი.ეს არც დემოკრატიული პროცესია.თუკი ვინმეს კარგი იდეა ებადებოდა, მე მას ვეთანხმებოდი და, შესაძლებელია, ვიყენებდი კიდეც, ისევე, როგორც ხდება მაშინ, როდესაც ვინმე ფილმს დგამს და წერს სცენარს, მაგრამ ემხრობა მსახიობების მოსაზრებას.მე ეს ''ცხოველთა ფერმას'' მაგონებს, ღორების ბრძოლას იმის გამო, რათა დამტკიცდეს, თუ ვინ არის უფრო თანასწორი.ჩვენი დაშლის დღიდან ისინი ცდილობდნენ დამტკიცებას, რომ ეს ჩემი ნაწარმოები კი არ არის, არამედ ამას ერთად ვქმნიდით.სისულელეა.ეს არ არის სიმართლე და ნებისმიერი მიხვდება ამას, თუკი მოისმენს ყველაფერს, რასაც მის მერე დაწერეს.და მაშინ მიხვდება, რომ თავად არაფერი შეუქმნიათ, მათ მაგიერ ეს სხვებმა გააკეთეს.ეს ასეა.მე ვფიქრობ, რომ ''კედელი'' - შესანიშნავი ნაწარმოებია და მე ვამაყობ ამით.მოკლედ, აღარ მინდა ამაზე საუბარი. მეისონი - სინამდვილეში მართლაც ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს მთელი ჯგუფი მუშაობდა ამ ალბომზე, შესაძლებელია, ოდნავ არაფუნქციონალურ სტილში, მაგრამ მე მგონია, რომ ჯგუფების უმეტესობა სწორედ ასე მუშაობს. უოტერსი - რიკს საერთოდ არაფერი შეუტანია, მხოლოდ რამდენიმეჯერ დაუკრა კლავიშებზე, ნიკმა დაუკრა დრამებზე, თან მეგობრებიც დაეხმარნენ.ხოლო დეივი, დეივი კი, დეივი უკრავდა გიტარაზე და დაწერა მუსიკა რამდენიმე სიმღერისათვის, მაგრამ, ფაქტიურად, მას მეტი არაფერი არ შეუტანია დანარჩენში.ჩვენ ალბომის თანაპროდიუსერები ვიყავით, მე და ეზრინი, მე მგონია, და ეზრინთან ურთიერთობა უფრო პროდუქტიული იყო, მისი წვლილი დიდი იყო, დეივი კი პროდიუსერად მოვიხსენიეთ, მე დარწმუნებული ვარ, რომ იგი ასევე მონაწილეობდა ალბომის ჩაწერაში.მაგრამ ხელმძღვანელი ფაქტიურად ერთი იყო, ეს ვიყავი მე. გილმორი - როჯერი, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი პროდიუსერი იყო, რადგანაც ეს მისი იდეა იყო და ასეთები არა ერთი ჰქონდა, ბევრი საინტერესო იდეა, ბევრ რამეზე, რაც პროდიუსერობას ეხება, მაგალითად, ალბომის დინამიკას.მე ყოველთვის რომელიმე ალბომის პროდიუსერი ვიყავი და არ ვეკამათებოდი როჯერს სიმღერის ტექსტებზე, მაგრამ ვფიქრობ, რომ იმდენივე ვიცი მუსიკაზე, რამდენიც თავად ჯგუფის მუსიკოსებმა და ჩვენმა მუსიკალურმა პროდიუსერებმა და, რა თქმა უნდა, გამოვხატავდი ჩემს მოსაზრებებს საკმაოდ მტკიცედ.ბობ ეზრინი მონაწილეობდა, როგორც შუამავალი, როდესაც საჭირო იყო უთანხმოებების ჩასწორება ჩემსა და როჯერს შორის, რომელსაც ყოველთვის გააჩნდა მრავალი გაცხარებული არგუმენტი. მეისონი - ჩვენ თვალყურს ვადევნებდით საკუთარ სამუშაოს, რათა გვცოდნოდა, რით შეგვიძლია პროცესის გაუმჯობესება, და ჩავთვალეთ, რომ კარგი იქნებოდა ცალკე ზემოქმედების წყარო.როჯერი ბობ ეზრინს შეხვდა და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ ახალგაზრდა ინჟინერის ჯეიმს გატრის ჩართვა კარგი იქნებოდა. ჯეიმს გატრი - მაშინ, როდესაც მათმა მენეჯერმა, სტივ ო'რურკმა მომიწვია, მე უბრალოდ ახალბედა პროდიუსერად ვთვლიდი თავს!მან მითხრა, რომ ჯგუფი ეძებს ენერგიულს სისხლს.მათ შეიტყვეს ჩემს ნამუშევრებზე 'The Movies' და 'Runner', და სწორედ ასე მოვხვდი უოტერსთან.ჩვენ არ გვისაუბრია ეზრინზე, ბობს კი არ უთხრეს ჩემზე.როდესაც მივედით, ვფიქრობ, ორივემ ვიგრძენით, რომ ერთი და იგივე საქმის შესასრულებლად აგვიყვანეს. ეზრინი - როდესაც სამუშაო დავიწყე, დიდი დომხალი იყო იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იწერს ალბომს.წოდებებს რომ შევეშვათ, ყველანი მნიშვნელოვანი ადამიანები ვიყავით, საკუთარი მიდგომით სხვადასხვა რამის მიმართ, თავისუფლები, ამიტომაც მაშინ მძაფრი დრო იყო, მე ვფიქრობ, როჯერს სურდა, რომ ეს პროექტი მისი ყოფილიყო.მაგრამ, როდესაც ჯგუფის ერთი მუსიკოსი განაცხადებს თავის უპირატესობაზე სხვებთან შედარებით, სამუშაო უფრო მძიმე ხდება და, მგონია, მან ეს იცოდა.მან მომიწვია, როგორც მე მგონია, თანამოკავშირედ, რათა ემართა პროცესი.ისე გამოვიდა, რომ მე ჩათვალე, რომ ჩემი სამუშაო მდგომარეობდა თავად სამუშაოს დაცვაში, ხშირად ამას მივყავდით როჯერთან და სხვა ხალხთან უთანხმოებამდე, ასევე ეს ნიშნავდა, რომ მათი კატალიზატორი უნდა ვყოფილიყავი, რათა ყველა არსებული არგუმენტი გადაელახათ. რაიტი - მე მართლაც მომწონდა 'Dark Side of the Moon' ან 'Wish You Were Here', როდესაც შეგვეძლო ერთმანეთთან ბრძოლა, მაგრამ მაშინ ყველაფერს ერთად ვაკეთებდით.მე მაწუხებდა, რომ მოყვანილმა პროდიუსერმა შესაძლებელია დაკარგოს ის, რასაც ოთხივე ვაკეთებდით.მაგრამ, ასევე ვფიქრობდი: ''ღმერთო, ჩვენ ნამდვილად გვესაჭიროება კონსულტანტი.'' უოტერსი - ჩვენ ერთად ვიყავით ალბომის 'Dark Side of the Moon' ჩათვლით.ამის შემდეგ კი შევწყვიტეთ და ერთად ვიყავით ამის შემდეგ, მხოლოდ შიშისა და სიხარბის გამო. გილმორი - ''კედლის'' შექმნის სამი ეტაპია: პირველი - ლონდონის სტუდიაში "Britannia Row", სადაც თემებს ვისმენდით, გამოვთქვამდით მოსაზრებებს, ვიწერდით დემოებს, შემდეგ - საფრანგეთი, სადაც ალბომის უშუალო ნაწილს ვადგენდით, შემდეგ - ლოს-ანჯელესი, სადაც წავედით, რათა დაგვესრულებინა ეს ალბომი.საფრანგეთში, უმეტეს წილად, ბევრს ვმუშაობდით.დაუჯერებელია, რომ ამდენი მოვასწარით მცირე ხანში. მეისონი - ტემპი სწრაფი და აუტანელი იყო.საფრანგეთში ერთდროულად ორ სტუდიაში ვმუშაობდით. გილმორი - სტუდია Superbear, რომელშიც ჩვენ ვმუშაობდით, განლაგებულია მთებში და ყველამ იცის, რომ იქ რთულია სიმღერა, როჯერსაც უჭირდა სიმღერა სწორი ინტონაციით.მას ყოველთვის უჭირდა.ჰა-ჰა.ამიტომაც სხვა სტუდია მოვძებნეთ, Miravel და როჯერი იქ მიდიოდა ბობთან ერთად ვოკალის ჩასაწერად. ეზრინი - გარკვეულ დღემდე ვმუშაობდით, მერე კი დასვენებას აცხადებდნენ, ასეთი დასვენება ბევრი დაგვიგროვდა!ერთხელ შევაჯამე ისინი და აღმოჩნდა, რომ ალბომის ჩაწერის მთლიანმა პროცესმა სტუდიური დროის ოთხი თუ ხუთი თვე წაიღო, სინამდვილეში კი ყველაფერი ერთი წელი გაგრძელდა, რადგანაც მთელი დღე არ ვმუშაობდით და ხშირად ვისვენებდით.ყველას თავისი ოჯახი ჰყავდა და არ შეეძლო ათიდან ექვსამდე მუშაობა, თუმცა ეს როჯერმა გადაწყვიტა, რომ ჩვენ ათიდან ექვსამდე ვიმუშავებთ.ჩვენ ჯენტლმენებივით ვმუშაობდით, ვიცვავდით, როგორც ჯენტლმენები, ჯენტლმენებივით ვიკვებებოდით, ჩვენ ჩაისა და ბისკვიტსაც ყოველდღიურად გარკეულ დროს გვაწვდიდნენ.ყველაფერი მეტად ცივილიზებულად მიმდინარეობდა.იმის გათვალისწინებით, რომ ამავე დროს საკმაოდ კონტრ-კულტურულ ჩანაწერებს ვქმნიდით, ეს ქმნიდა სურრეალურობის თითქმის შიზოფრენიულ შეგრძნებას, საფრანგეთში უფრო მეტად.ზოგიერთი ნიცაში ცხოვროვდა, ზოგი მთელ ქალაქს ქირაობდა, ზოგი სტუდიაში იყო, ეს ყველაფერი აბსოლუტურად გაყოფილი იყო, მაგრამ სტუდიაში საოცარ რამეს ვქმნიდით ყველაზე ბანალური ელემენტებისგან - დასარტყამების ეფექტები მიღწეული იყო უბრალოდ ტაფებით, რომლებსაც ძირს ვყრიდით. მე უამრავი იდეა მოვიტანე, რომლებიც ამ ინგლისურს ნაწილს ოდნავ ეუცხოებოდა.ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც გამოიყენა მრავალდანადგარიანი მიდგომა ჩანაწერთად, დღეს კი იგი სამუშაოს სტანდარტულ პროცესად იქცა.უშუალო ჩანაწერები გავაკეთეთ 16 ფირიან მანქანაზე, გადავიტანეთ ისინი დამიქსულ 24 ფირიანზე, მოვაცილეთ დრამები და მხოლოდ რამდენიმე ტრეკზე დავალაგეთ, შემდეგ დავდეთ 24 ტრეკიანზე, მერე დავამატეთ ჩვენი დამატებები, ინსტრუმენტები, ხმოვანი ეფექტები და ვოკალი.საბოლოოდ გეგმა იყო 16 ტრეკიანი და 24 ტრეკიანი მანქანების სინქრონიზირება, რათა მათ ერთად ემუშავათ და შედეგად ინსტრუმენტები 16 ტრეკიანზე შესანიშნავად ჟღერდნენ, რადგანაც ფირებს ვინახავდით და არ ვუკრავდით, ამიტომაც არც ერთი არ გაცვეთილა იმ თვეების განმავლობაში, რაც ჩვენ ვიმუშავეთ.საბოლოოდ, დარჩენილი ელემენტები დავამატეთ და გამოგვივიდა ალბომი საოცარი ჟღერადობით.როდესაც ასეთი გეგმა წარმოვადგინე, ყველას რაღაც ჯადოქრობად მიაჩნდა.მადლობა ღმერთს, მათ მიიღეს ეს კონცეფცია, მაგრამ სიმართლის ჟამი ახლოვდებოდა და ისინი სულ უფრო მეტად ნერვიულობდნენ.გატრი განსაკუთრებით.მახსოვს, როდესაც ერთი სიმღერა დავასრულეთ, აუცილებელი იყო დრამების გადაშლა 24 ტრეკიანიად, რაც ნიშნავდა, რომ თუკი ორ ფირს სინქრონიზაციას არ ჩავუტარებთ, დრამები საერთოდ გაქრება.ჯეიმსი გაფითრდა, როდესაც მე ვუბრძანე წაშლის ღილაკზე დაეჭირა, თითქოს და ვინმე ბავშვის მოკვლას ავალებდა.როდესაც ყველაფერი გამოვიდა, ისეთი შვება დავინახე მათ სახეებზე, როგორიც არასოდეს მინახავს.და აი ამიტომაც ამ ალბომის მოსმენისას გრძნობ, თითქოს იქ იმყოფები და ამიტომაც აქვს მას მტკიცე ჟღერადობა. ორი სიმღერა - Comfortably numb
გატრი - როჯერის ჩათვლით, ყველა აძლევდა დეივს საკუთარი აზრების გამოხატვის საშუალებას და ის დღე, როდესაც მან მოიტანა Comfortably numb და წაიმღერა - ლალალა - და დაუკრა რამდენიმე აკორდი - მართლაც ფანტასტიური იყო. გილმორი - მე და როჯერს კარგი სამუშაო ურთიერთობა გვქონდა.ბევრი დავა, ხოლმე გაცხარებული - იყო აზრთა სხვადასხვაობა მხატვრული გადაწყვეტის გამო, მაგრამ ეს აზრები არასოდეს არ იყო ეგოისტური.მე არ მახსოვს, რომ გვეკამათოს მთავარი ვოკალის გამო.როჯერს არ ადარდებდა, ვინ იმღერებს, მაგრამ, საბოლოოდ, ისეთ რამეს ვაღწევდით, რაც გამართლებული იყო.Comfortably numb-ის მაგვარი სიმღერები პრაქტიკულად ჩემი და როჯერის თანამშრომლობის უკანასკნელი ნამწვავია - ჩემი მუსიკა, მისი სიტყვები.მე მუსიკის უშუალო ნაწილი დავწერე.მე მივაწოდე როჯერს მუსიკალური ფრაგმენტები, მან რამდენიმე სტრიქონი დაწერა, შემდეგ მოვიდა და მითხრა - მე მინდა რომ ეს სტრიქონი აქ ვიმღერო, იქნებ, რამდენიმე ტაქტით განვავრცოთ, რომ მე ეს შევძლო - და მეც მივუგე - კარგი, რამეს ჩავსვამ. უოტერსი - კარლ დალასმა რამდენიმე წლის წინ გამოსცა წიგნი, რომელმაც გამაცოფა - იქ წერია, რომ სწორედ დეივმა დაწერა შესანიშნავი Comfortably numb.ეს ტყუილია.სინამდვილეში დეივმა მომაწოდა აკორდების თანმიმდევრობა, თუკი მაინცდამაინც ამაზე გაქვთ დავა - მე კი არ მინდა - მე შემი
|