მაშ ასე, მოვლენა რომელზეც სკეპტიკოსებიც და ოპტიმისტებიც საუბრობდნენ ერთი თვის განმავლობაში, ჩაიწერა პინკ ფლოიდის ისტორიაში.
როგორც კი ჯგუფი The Who მიემალა კულისებში, ხანმოკლე პაუზის შემდეგ გაისმა ნაცნობი გულის ცემა და შემოიჭრა ნაცნობი Breathe in the air.როგორც ყოველთვის, გილმორი თავის ამპლუაში იყო - აბა რა ეშველებოდა როკს ჰავაის გიტარის გარეშე - დეივის თითები კვლავ დაცურავენ ამ ჭეშმარიტად უნიკალურ ინსტრუმენტზე და კვლავ აფრქვევენ არაბუნებრივ ჰანგებს, მძინარე ნოტებს.ნიკი კმაყოფილია - მან ასევე შეიტანა თავისი წვლილი ჯგუფის დროებით აღდგენაში (ვინ იცის, დროებით თუ სამუდამო) ბოლო თვეების განმავლობაში მუდმივი მოგზაურობით და ჯგუფის ავტორიზებული ბიოგრაფიის პრომოუშენით.რაიტს კამერა ნაკლებად აფიქსირებდა, არა და საინტერესო იყო მისი სახის გამომეტყველება დაკვრის პროცესში.ვიდეოფონის სახით, რაოდენ გასაკვირის არ უნდა იყოს, მფრინავი გოჭუნა იყო.რაც შეეხება სიმღერას - მისი ორი კუპლეტის შემდეგ გილმორი შეიჭრა სიმღერის მესამე ნაწილში, რომელიც მოჰყვება Time -ს.ამის შემდეგ ჯგუფი კვლავ წარსულში იხედება, კვლავ 1973 წელი - Money!და უოტერსი კვლავ ასრულებს სოლოს ბასზე!!!გილმორი კი - ერთ-ერთ საუკეთესო სოლოს!ვიდეოფონად მიჰყვება ფირფიტა Dark side of the moon, რომელიც გამუდმებით ტრიალებს (უოტერსის ტურის დროს იგი სლაიდების სახით გადიოდა, ცალკეულ კადრებად).
უოტერსი შემდეგი სიმღერის წინ აცხადებს - ეს საერთოდ მეტად ემოციურია, იდგე ამ სამ ადამიანთან ამდენი წლის შემდეგ.იდგე აქ თქვენთან ერთად.ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მათთვის არის, ვინც დღეს ჩვენთან არ არის, და, განსაკუთრებით, სიდისთვის.
შემდეგ - Wish you were here.ნაცნობი ხმები რადიომიმღებიდან.ტიმ რენვიკი (დამატებითი გიტარისტი, რომელიც ასევე პინკ ფლოიდის უკანასკნელ ტურებზე უკრავდა) ასრულებს შესავალს, შემდეგ უერთდება გილმორი, ხოლო მისი ვოკალი კვლავ ნაზად და ისევ და ისევ სევდიანად ჟღერს, როგორც ეს უნდა იყოს...სიურპრიზი - უოტერსი ენაცვლება გილმორს და კუპლეტის მეორე ნახევარს ასრულებს, ხოლო მისამღერს კვლავ, ისევე როგორც ეს 30 წლის წინ იყო, კვლავ ერთად ასრულებენ..აი აქ ვერ შეიკავებ თავს ცრემლებისგან!
შემდეგ მოკლე შემზადება და ამოხეთქავს Comfortably numb!რა გულისამაჩუყებელია - გილმორი და უოტერსი ოდნავ იცინიან კიდევ, როდესაც უოტერსი ორი ხელს ასწევს სტრიქონზე ''ჩემი ორი ხელი ბუშტის მაგვარი იყო''...
საინტერესოა, რომ ერთ მომენტში კამერამ დააფიქსირა ლონდონის თბოელექტროსადგური ''ბატერსი'', რომელიც პინკ ფლოიდის ალბომის Animals ყდაზეა გამოსახული და 1977 წლის შემდეგ ტურისტების ერთ-ერთ საყვარელ ღირსშესანიშნაობად იქცა.
ფინალი - როჯერსა და დეივს უერთდებიან ნიკი და რიკი - ოთხეული ერთად დგას სცენაზე, გადახვეული...თქვენ დარწმუნებულები ხართ, რომ საიქიოში არ მოხვდით?????????
პოსტ სკრიპტუმი - ნიკ მეისონმა განაცხადა, რომ ჯგუფი მზად არის კიდევ ერთხელ შეიკრიბოს, თუკი ეს შეეხება ისრაელის კონფლიქტის მოგვარების, ხოლო ერთობლივ მსოფლიო ტურზე საუბარი ჯერ არ ყოფილა.
* * *
კიდევ ერთი ლინკი, 70 მბ და რაცხა კიდო..
http://yee.is-useless.org/Live%208%20-%20P...20(webcast).wmv This post has been edited by shota_deida on 4 Jul 2005, 11:42