მაშასადამე ესე იგი მეგობრებო განვაახლოთ საუბარი

დღეს რაღაც კოვენანტების მუღამზე მოვედი.
მაშ ასე, The Kovenant [ex Covenant]
რას იტყვით მზიანი ნორვეგიის ამ ერთ ერთ ყველაზე უფრო მრავალმხრივ კოლექტივზე?
თავიანთი სწრაფვით სიახლისა და ექსპერიმენტებისაკენ ჯგუფმა უამრავ თაყვანისმცემელთან ერთად უამრავი მოძულეც შეიძინა. ზოგნი მათ ტალანტს აღიარებს, ზოგი კი იდეის ფულზე გაყიდვას აბრალებს. ეს თავისთავად გასაგებიცაა თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს რომ ჯგუფის ოთხივე ლონგპლეი (პლიუს 2002 წელს გამოცემული რემასტერედ ვერსია 95 წლის ალბომისა) აბსოლუტურად განსხვავებულია დანარჩენებისკენ. დაწყებული ატმოსფერული სიმფო ბლექით (In The Times Before The Light 1995), შემდგომ 98 წლის ალბომი Nexus Polaris, რომელსაც კრიტიკოსებმა პირდაპირ მიანიჭეს სფეის მეტალის სახელი, 99 წლის Animatronic, ექსპერიმენტი ინდასტრიალის განხრით, რომელმაც განსხვავებული აზრების ქარიშხალი გამოიწვია, 2002 წელს პირველი ალბომის რე-რელიზი, ელექტრონული ჟღერადობით გაზავებული სიმფო ბლექი, წარმოუდგენელი ენერგეტიკის მატარებელი ვეში და ბოლოს 2003 წლის SETI, შეიძლება ითქვას სიმფო-ინდასტრიალი, განუმეორებელი ატმოსფეროს მქონე რელიზი, რომელმაც ჯგუფის პატივისმცემელნი საბოლოოდ დაარწმუნა მათ ტალანტში, ხოლო ნაგაშისა და კომპანიის გეზით უკმაყოფილოთ კი საბოლოოდ გადაასმევინა ხაზი ამ კოლექტივზე.
ამ ცვლილებებს მუსიკაში თან ახლდა ცვლილებები იმიჯშიც. პირქუში დემონები ჯერ კოსმიურ სივრცეთა დამპყრობლებად, შემდგომ კი მომავლის კიბერ-ადამიანებად მოგვევლინენ. შეიცვალა სახელებიც, ნაგაში ლექს აიკონად გადაიქცა, ბლექჰართმა პსაი კომა დაირქვა, ხოლო ჰელჰამერს კი უბრალოდ საკუთარი გვარი, ფონ ბლომბერგი მოეჩვენა საკმარისად.
მე მაგალითად ოთხივე ვეში ამ ჯგუფისა თავისი სტილის შედევრად მიმაჩნია.
მონაწილეებს რაც შეეხება, თავის დროზე ამ ჯგუფის წევრები იყვნენ ასტენუ და სვერდი.
ამჟამად უკვე ფონ ბლომბერგმაც დატოვა კოლექტივი რათა უფრო მეტი ყურადღება დაეთმო თავისი ძირითადი ბანდებისათვის (Mayhem, Arcturus).
ხოლო სულ მალე კი კოვენანტების ახალი ალბომი გამოდის, რომელსაც მე პირადად მოუთმენლად ველი. ალბათ ისევე როგორც სხვა მრავალი დამფასებელი კარგი მუსიკისა