Dungeons_Of_Darkness
Master of Disharmony

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1490
წევრი No.: 2366
რეგისტრ.: 26-June 03
|
#759158 · 4 Nov 2004, 15:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბურზუმი “მე ყოველთვის აღვიქვამდი ჩემს მუსიკას, როგორც კლასიკურს, დაკრულს თანამედროვე ინსტრუმენტებით განსხვავებულ ტემპში,” – ასე ახასიათებს საკუთარ შემოქმედებას გრაფ გრიშნაკი. კლასიკურის რა მოგახსენოთ და ბლექ მეტალის კლასიკად ნამდვილად არის ჟგუფი ბურზუმი ქცეული, ხოლო ამ ბენდის ვოკალისტი, კლავიშნიკი და მთელი დიმპიტაურის ავტორი სწორედაც რომ ნორვეგიის პატივცემული ციხავიკი ვარგ ვიკერნესია. შეიძლება, ამიტომაც ბურზუმის ნამოღვაწარი ვერ დაიკვეხნის გასაოცარი ტექნიკით, მაგრამ მასში იგრძნობა რაღაც. ეს ტრუ ბლექის ატმოსფეროა (?), არიული სული (რა პადხალიმობაა, ავტორმა თავად აღიარა, რომ არიულობის ამბავში ვერ ვქაჩავდიო) თუ ამოუცნობი მუსიკალური განწყობა (ან იქნებ თავის ტკივილის წამალი ზოგიერთისთვის), განსაჟოს თითოეულმა მსმენელმა. თავად მუსიკოსმა კი თქვა, რომ, ვისაც სურს მისი მუსიკის გაგება, “მარტომ გაისეირნოს ტყეში, სადაც ზამთრის შუაღამე სუფევს.” და აწ აღვიდეთ ფაქტებსა თანა. ქრისთიან ვიკერნესი დაიბადა 1973 წ 11 თებერვალს ქალაქ ბერგენში (ნორვეგია). დედამისი ლენე არს მდივანი, ხოლო მამამისი – ინჯინერ-ელექტრიკოსი. ვარგის უმანკო შეხედულებით გულაჩუყებული ზოგიერთი ჯურნალისტი სწორედ მძიმე ბავშვობას (მამას დალევა უყვარდა და მთვრალი ხშირად სცემდა როგორც ლენეს, ისე – ვარგს) აბრალებს მის “გაშავებას”. ასეა თუ ისე, ვარგი მარტოსულ ბავშვად იზრდებოდა, იტაცებდა შერკინებანი კომპიუტერის უკიდეგანო სივრცეებში და, რასაკვირველია, ტოლკიენი. 1987 წ ლენე გასცილდა ქმარს. ამავე პერიოდში ვარგმა შექმა საკუთარი ჟგუფი (ან პროექტი, თორემ ჟგუფში, როგორც წესი, დამაარსებლის გარდა, სხვა წევრნიც მოიაზრებიან) ურუკ-ჰაი (ორკთა ყველაზე ძლიერი და რისხვიანი კლანი). მალევე ვარგმა დაანება სკოლას თავი და მუსიკით დაიწყო ცხოვრება. 1989 წ ვარგმა გაიცნო ერთობ კოლორიტული ფიგურა – ევრონიმუსი (მოქალაქე აარსეთმა ეს სახელი კეთილხმოვანი ბერძნული ენიდან აიღო. ჰოდა, ნიშნავს ეს “სიკვდილის უფლისწულს”), რომელსაც საკუთარი ლეიბლი ჰქონდა (რასაკვირველია, Deathlike Silence მხოლოდ იმ ბენდების ნამოღვაწარს უშვებდა, ვინც წმინდა ბოროტებას წარმოადგენდა) და ჟგუფიც ჰყავდა. გარდა ამისა, ევრონიმუსი ბლექ მეტალისა და მისთა დამკვრელთა წრის ნათლიმამა იყო. ევრონიმუსმა და ვარგმა გაუგეს ერთმანეთს. ამავე დროს ბატონი ვიკერნესი მიხვდა, რომ ბლექის სამყაროსათვის საკმაოდ არაკეთილხმოვანი სახელი უწოდეს მშობლებმა და საკუთარი თავი ვარგად (რაიცა მგელს აღნიშნავს ნორვეგიულად) მონათლა, თუმცა შემდგომ ესეც არასაკმარისად მოეჩვენა და გრაფ გრიშნაკის ტიტულიც შეირგო (ეს უკვე ჟ.რ.რ. ტოლკიენის “ბეჭდების მბრძანებლის” პერსონაჯი, ორკი და, ერთი სიტყვით, ბოროტების განსახიერებაა). 1990-91 წ.წ. გრიშნაკი აქტიურ მუსიკალურ ცხოვრებას ეწეოდა: 1990 წ. აბოთსა და დემონაზთან (იმორტალის სახელოვანი წევრები) შექმნა ჟგუფი სატანელი, ხოლო 1991 წ. მონაწილეობა მიიღო დეს მეტალ პროექტში (ჟგუფში?) Old Funeral. 1991 წ. სატანელი დაიშალა და გრიშნაკი მიუბრუნდა ურუკ-ჰაის, რომელსაც სახელი შეუცვალა და ბურზუმი (რაც ტოლკიენის ბნელ ენაზედ წყვდიადს, სიბნელეს ნიშნავს) უწოდა. ამავე წელს ბურზუმმა გამოუშვა დემო. მუსიკის პირველქმნილი ქაოსითა და სიცივით გაჟერებული სამყაროს გარდა, არსებობდა რეალურიც, სადაც გრიშნაკი ყველანაირად ცდილობდა, არ შეერცხვინა ურუკ-ჰაის ამაყი სახელი. ბლექ მეტალის წრე ევრონიმუსმა ორ ნაწილად გაყო: მთავარ “მოზგ” ხალხში გრიშნაკი, Emperor, Darkthrone, Enslaved და, რასაკვრიველია, Mayhem მოიაზრებოდნენ, ხოლო მათი ბნელი და ბოროტებით აღსავსე აზრების აღმსრულებლებად რამდენიმე ასეული ფანი გვევლინებოდა. 1992 წ. დაწვეს ფანტოფტ კრიკე – XII საუკუნის ეკლესია ბერგენის მახლობლად. ამავე წელს გამოდის ბურზუმის ალბომი “ასკე” (მუსიკალური სამყაროს ერთპიროვნული მბრძანებლობა დაირღვა და ამ ალბომის შექმნაში არს ემპერორის გიტარს სამოთის წვლილიც), რომლის ქავერზე დამწვარი ფანტოფტ კრიკეა გამოსახული. სამართალდამცავ ორგანოებმა ეს გადამლაშებად მიიჩნიეს და გრიშნაკი დააკავეს ეჭვმიტანილის სახით, თუმცა მალევე გამოუშვეს მტკიცებულებათა არარსებობის გამო. და დაიწყო განხეთქილება. აქ უკვე ობიექტური ფაქტაღრიცვა ფეხს მოიტეხს, ვინაიდან უამრავი ვერსია არსებობს, თუ რატომ მოკლა გრიშნაკმა ევრონიმუსი: ვარიანტი I – დაკავებამ და ეკლესიის დაწვაში ბრალდებამ დააინტერესა ჯურნალისტები. გრიშნაკმაც რამდენიმე თავისებური კომენტარი გაუშვა, რაც უღირს საქციელად მიიჩნია ევრონიმუსმა და ამ ნიადაგზე ყოფილი მეგობრები სამკვდროსასიცოცხლოდ გადაეკიდნენ ერთურთს; ვარიანტი II – Mayhem-ის ერთ-ერთმა წევრმა (საკმაოდ პო ტემე სცენური მეტსახელით Dead) თავი მოიკლა. მისი გვამი ევრონიმუსმა აღმოაჩინა, არ დაიბნა, გაიქცა ფოტოაპარატის მოსატანად, გადაუღო გარდაცვლილს და სურათი ქავერადაც გამოიყენა. ეგ კიდევ არაფერი, როგორც ხალხი აღნიშნავს, მას სულაც არ გაკვირვებია თანადამკვრელის უდროო სიკვდილი. გაჩნდა ეჭვი, რომ ევრონიმუსმა ხელი შეუწყო ამ სამწუხარო მოვლენას. გრიშნაკმა ეს შეიტყო და შური იძია; ვარიანტი III – ევრონიმუსი და გრიშნაკი იდეოლოგიურ საკითხებზე ვერ შეთანხმდნენ. ევრონიმუსი სატანიზმს აწვებოდა, გრიშნაკი კი სატანიზმს საძულველი იუდაისტურ-ქრისტიანული მოძღვრების “ნაბიჭვრად” თვლიდა და წარმართობას ქადაგებდა (ეროვნული ფესვები და რამე... ტყუილად კი არ ირჩევდა ქავერებად თეოდორ კიტელსენის (XIX საუკუნის ნორვეგიელი მხატვარი) სურათებს); ვარიანტი IV – ევრონიმუსმა გრიშნაკს შეყვარებული აახია. ესეც არ აკმარა და დიდი ხნის წინათ მისი ლეიბლისთვის გადაცემული ბურზუმის ალბომიც არ გამოუშვა. გრიშნაკს მოთმინების ფიალა აევსო და საქმის გასარჩევად აადგა ყოფილ მეგობარს; ვარიანტი V – გრიშნაკი ევრონიმუსის ნათლიმამობას უმიზნებდა. ერთი სიტყვით, ლიდერობა სურდა ორივე მოქალაქეს. დავის გადაწყვეტის ერთადერთი ნამდვილი ბლექური ხერხი არსებობდა – ერთ-ერთი უნდა მომკვდარიყო. ფაქტია, რომ ევრონიმუსი აღმოჩენილ იქნა სისხლისაგან დაცლილი (მას 23 (ან 29, ამაზეც კი არ თანხმდებიან ინფორმაციის წყაროები) ჭრილობა ჰქონდა დანით მიყენებული). ამის შემდეგ სამართალდამცავმა ორგანოებმა ეჭვი გრიშნაკზე მიიტანეს. სასამართლომ იმსჟელა ამ საქმეზე და ქრისთიან ვიკერნესი დამნაშავედ ცნო ყაჩაღობაში, ფეთქებადი ნივთიერების უკანონოდ შენახვაში, სასაფლაოს შეურაცხყოფაში, ცეცხლის წაკიდებასა (1994 წლამდე სულ 13 ეკლესია დაიწვა) და ევრონიმუსის მკვლელობაში. დამნაშავეს 21 წელი მიუსაჟეს (ნორვეგიული კანონმდებლობით გათვალისწინებული სასჟელის მაქსიმალური ზომა). აგრეთვე ფაქტია, რომ აღნიშნული სასამართლო პროცესის ირგვლილ ატეხილმა ხმაურის წყალობით ბევრმა შეიტყო ბლექ მეტალის არსებობის შესახებ. ისიც ფაქტია, რომ ვერდიქტის გამოტანიდან მეორე ღამეს ორი ეკლესია დაწვეს, ხუთი დღის შემდეგ – კიდევ ერთი. მალევე გამოვიდა ბურზუმის “Hvis Lyset Tar Oss”, რომლის საბოლოო ვარიანტი გრიშნაკს არც მოუსმენია, რადგან უკვე იხდიდა სასჟელს. მას მიჰყვა Mayhem-ის “De Mysteriis Dom Sathanas”, სადაც გრიშნაკი ბასგიტარისტი იყო. ციხეში გრიშნაკი განაგრძობდა მუსიკალურ მოღვაწეობას, თუმცა 1996 წლიდან ბლექს ვეღარ ვუწოდებ მის შემოქმედებას. მან თავადაც აღნიშნა, რომ ბურზუმი განვითარდა ბლექ მეტალიდან და სულ სხვაგვარ მუსიკალურ სივრცეში გადაინაცვლა. ბლექისთვის ბოლო ხარკის გაგზავნად შეიძლება ჩავთვალოთ ალბომი “Filosofem” (თუმცა იგი გრიშნაკის დაპატიმრებამდე ჩაიწერა) და Darkthrone-ის “Panzerfaust”-სა და “Transylvanian Hunger”-თვის დაწერილი რამდენიმე სიმღერის ტექსტი. გრიშნაკს ჰყავს შვილი – რებეკა. ბედნიერი მამიკოს სიტვებით, გოგონა ბიჭების სათამაშოებით იქცევს თავს და ნამდვილი ამორძალის თვისებებს ამჯღავნებს. 2003 წ გრიშნაკი გაიქცა, გაიტაცა მანქანა და... დაჭერილ იქნა. ადრე მისჟილ 21 წელიწადს დაემატა 14 თვე. დისკოგრაფია: Demo – 1991 Burzum – 1992 Et Hvytt Lys Over Skogen – 1992 (Bootleg) Aske – 1993 Det Som Engang Var – 1993 Burzum & Gorgoroth – 1993 (Split) Svarte Dauen – 1993 (Bootleg) Hvis Lyset Tar Oss – 1994 Filosofem – 1996 Daudi Baldrs – 1997 Blast from the Ancient Past – 1998 (Bootleg) Hlidskjalf – 1999 Ragnarek (A New Beginning) – 2000 …Was Einst War – 2001 (Bootleg) Once Emperor – 2002 (Bootleg) Beneath the Ruins of Christianity – 2004 (Bootleg)
ბეჭდვითი ნაშრომები: “Vargsmal” “Irminsul” “Germansk Mytologi Og Verdensanskuelse” “Civilization” “The Kingdom of the Sun” “Reasons for the Development of Burzum Away from Black Metal” “The Spirit of Burzum” “Analysis of “Lords of Chaos” “What Is Asatru?” “Reality Time” “Hur Vi Bor Forsta Balders Dod” “Valhall”
This post has been edited by Dungeons_Of_Darkness on 4 Nov 2004, 15:49
|