rati nwtსადღაც იყო უცხოეთში სწავლობდა როგორც ვიცი
რაღაცა სიმღერები ქონდა ინგლისურად ჩაწერილი 1 ვიცოდი და მომწონდა
ახლა არ ვიცი სად არის
ერთხელ ჯეოსტარშიც მივიდა მგონი და მარინამ არ გადაიყვანა შემდეგ ტურში
http://www.radio.ge/index.php?page=album&a...=10572&startl=0მეცხრე ვიცი მე და მომწონს

აი ვიპოვე
EMKAY, იგივე მიხეილ კახიანი დაიბადა თბილისში 1986 წლის 7 ოქტომბერს. მუსიკის სწავლა დაიწყო 6 წლის ასაკში. დაამთავრა თბილისის ზ. ანჯაფარიძის სახ. სამუსიკო ათწლედი, საფორტეპიანო ფაკულტეტი, ასევე კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სამუსიკო სკოლა ვოკალის სპეციალობით.
ბავშვობიდანვე იღებდა მონაწილეობას ადგილობრივ და საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსებში, ბევრ მათგანში გაიმარჯვა კიდევაც, მათ შორის პინოს სახელობის საერთაშორისო კონკურსში, ნიუ-იორკში (აშშ), ამ კონკურსის შემდეგ 2000 წელს მიიწვიეს სოლო კონცერტის გასამართად ცნობილ "სტეინვეი ჰოლში".
ამერიკაში მოგზაურობამ დიდი გავლენა იქონია მასზე რომ ჩართულიყო თანამედროვე (პოპულარულ) მუსიკაში. ამ პერიოდში მან დაიწყო სიმღერების შექმნა და შოუ-ბიზნესშიც ჩაერთო. მოირგო სასცენო ფსევდონიმი "Emkay" რომელიც მისი ინიციალებისგან M (ემ) და K (ქეი) შედგება.
ის მოღვაწეობდა კლასიკურ და პოპულარულ მუსიკაში ერთდროულად. 2003-ში ჩააბარა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რომელიც წარმატებულად დაამთავრა 2007 წელს. ასევე შექმნა საკუთარი, სახლის ხმის-ჩამწერი სტუდია.
2005 წელს გამოვიდა მისი პირველი ალბომი "მოუსმინეთ ხმას". მისი რამოდენიმე სიმღერა დატრიალდა რადიოებში და ჰიტ-აღლუმებში პირველ პოზიციებზეც იმყოფებოდა.
ასევე ტელეკომპანია "მაესტროზე" გამოჩნდა მისი ანიმაციური კლიპები, რომლებიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
2006 წელს მიიღო მონაწილეობა მასშტაბურ პროექტში "როკ-კანტატა თაობა XXI", რომელიც სიმფონიურ ორკესტრთან, კაპელასთან და სოლო შემსრულებლებთან ერთად თბილისის ოპერის თეატრში დაიდგა.
2007 წელს მისმა სიმღერამ "Passion" საპატიო პრიზი მიიღო ამერიკულ კონკურსში "Song of the Year". Emkay-ს ასევე შექმნილი აქვს კომპოზიციები ფილმისა და თეატრისთვის.
2008 წელს სწავლობდა კომპოზიციას მსოფლიოში სახელგანთქმულ "ბერკლის სამუსიკო კოლეჯში" (Berklee College of Music) რომელიც ამერიკის ქალაქ ბოსტონში მდებარეობს. გაიარა მასტერკლასები მრავალი გრემის მფლობელ მუსიკოსთან ჯონ მეიერთან.
2009 წელს თბილისში დაბრუნებულმა გამოუშვა მეორე ალბომი სახელწოდებით "Dream", ის აქტიურად ატარებს კონცერტებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
This post has been edited by marimari11 on 17 Aug 2013, 17:25