მოკლედ ბევრი ვუსმინე თუ ცოტა ვუსმინე, ასე შევეცადე თუ ისე შევეცადე, როგორ არ მოვინდომე, მაგრამ ჩემი დასკვნა ეგეთია: სამწუხაროდ, პირადად ჩემთვის, ეს ალბომი არ აღმოჩნდა "ბომბი" ალბომი, როგორიც არის მეტროპოლისი, TOT და ა.შ. საბოლოო ჯამში შევაფასებდი როგორც კიდევ ერთი ნორმალური (და არა კარგი) ალბომი Dream Theater-ისგან. სამწუხაროდ გულდაწყვეტილი ვარ, აშკარად ბევრად მეტს ველოდი.
ეხლა გარჩევა
დავიწყოთ იმით, რა არ მომეწონა:დრამის ჟღერადობა: სიმსუყე და სიღრმე აკლია, ძალიან "ბრტყელია". გარდა ამისა, მიქსინგის ბრალია, შეგნებულადაა გაკეთებული, თუ ვინაიდან სტრიმად იდო ხარისხია სხვანაირი არ ვიცი, მაგრამ ძაან წინა პლანზეა გადმოტანილი თეფშების, ჩაშკების და სხვა მათი ნათესავების ხმა. მანქანაში მაღლების მეტი არაფერი ისმოდა სანამ კარგად არ დავარეგულირე ეკვალაიზერი, არადა ძველი ალბომები ეგრე არ ისმინება. იგივეა პრინციპში ყურსასმენებში. მოკლედ კონკრეტულად დრამის ჟღერადობა არ მომეწონა.
დრამის დატვირთვა და იდეური ხაზი: ერთია რას უკრავ, მეორეა როგორ. ეს უკანასკნელი კომპონენტი რო უმაღლეს დონეზეა, მაგაზე არ ვკამათობ, მაგრამ პარტნოის მერე, ეს ერთფეროვანი, სწორხაზოვანი რიტმები სიკვდილია რა

ძირითადად wanna be trash სტილში, თავი-ბოლო ერთია, შუაში ცოტა გადარბენა/გადმორბენებით და ისევ თეფშებზე და ჩაშკებზე აქტიური მოქმედებებით. შეიძლება სხვა ჯგუფში, სხვა მუსიკაში ასწორებს, მაგრამ არა Dream Theater-ში და არა პარტნოის მერე. მე უკვე ყური და ტვინი მაქ მოწყობილი ისე, რო ყოველ რამდენიმე ტაქტში რიტმის ცვლილებას ველოდები, სადღაც შეჭრილ ზომებს, სადღაც რაღაც არაორდინალურს. სადღაც პაუზას, სადღაც ისეთ მომენტს რო მესამე მეოთხე ცდაზე რო დათვლი. ჩემი პირადი აზრით, ასეთი დრამი ამ ჯგუფისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია და არა წინ. ამიტო ვფიქრობდი რო დონატი ან მინემანი იქნებოდა ამათთვის მისწრება და არა მანჯინი. დაჟე უფრო მინემანი ალბათ ვიდრე დონატი, დონატი მაინც როჟაა რაღაცნაირი და დაბერდა თან მაგრად. მარა გვყავს მანჯინი და როგორც ჩანს მოგვიწევს ერთფეროვანი დრამის სმენა (სანამ პარტნოი არ დაბრუნდება

)
ჯგუფის ლიდერების ცვლილება: იმ ნათელ დროს, როცა პარტნოი იჯდა დრამთან, ჯგუფს ყავდა რეალურად ორი ლიდერი, პეტრუჩი და პარტნოი. პარტნოის წასვლის შემდეგ, ეს ადგილი ვიღაცამ უნდა შეავსოს და მიუხედავად იმისა, რო მაგრა არ მიხარია, ეს "ვიღაც" როგორც ჩანს ლაბრია

ამის საფუძველს 2 რამე იძლევა, ერთი მისი "ნაკარნახევი" ვოკალური პარტიები, ბალადები და სიმღერები, მისი სიმღერის სტილის სახეცვლა, მეორე ყველა Q&A სესიაზე, ვიდეოსა და სტატიაში პეტრუჩისთან ერთად მაგის გამოჩენა. მოკლედ პირადად ჩემი აზრით, ეგ არი ძალიან ცუდი იდეა, აი ძალიან. ეს კაცი, უბრალოდ უნდა დააყენო და ამღერო, მაგის იქეთ, ვაფშე აზრი არ უნდა კითხო. მარა მე არ ვკიდივარ ყველას?
ბევრი მობალადო/მო-დც-დც-დც-ო/მოპაპსაო სიმღერა ერთ ალბომში: WTF Dream Theater? 1 პაპსა ბალადა ლაბრისთვის გამიგია, ჯანდაბას ორი, მარა ეს რა კვერცხობაა ყოველი მეორე სიმღერა ამის კნავილი და დისკო-დისკო ზახოდები? ბარემ სტილი შეიცვალეთ და პროგრესივ პოპი დაირქვით ბლია

რაღაცნაირი, დახლეჩილი და შეუკრავი ალბომი: შეილება მეჩვენება, მაგრამ რამდენჯერ მოვუსმინე, მრჩება შთაბეჭდილება, რო ერთიანი ხაზი არ აქვს ალბომს. ძველებს ქონდა, თავიდან იწყებდი და ერთი ამოსუნთქვით ბოლოში გადიოდი, ეს არაა ეგრე, თითქოს ამოგლეჯილიაო სიმღერები, თითქოს რაღაც ნიტოა. შეილება განწყობის და საუნდის ბრალია, მარა მე ეგეთი შთაბეჭდილება დამრჩა.
დისკის გაფორმება: ამაზე მხოლოდ ერთს ვიტყვი: ###ობაა
რა მომეწონა:პეტრუჩი, პეტრუჩი, პეტრუჩი, პეტრუჩი, პეტრუჩი

ეს კაცი არი ფენომენი, არანორმალური და ამოუწურავი. აი პროსტა უშრეტი იდეების წყარო. ჯერ ერთი ჟღერადობა არი გიტარის ისეთი, მოგინდება რო გულში ჩაიკრა და ჩახუტებული გყავდეს, მეორეც იდეები ბლიად, ყველა პატარა დეტალი, სადღაც ეფექტი, სადღაც კივილი, სადღაც ვიბრატო კაროჩე ეგ კაცი არი ნათელი წერტილი, ჩვენი გამარჯვება, იმედი და გადარჩენა. სანამ პეტრუჩი ცოცხალია, დედამიწა არ გაჩერდება.

ძიების პროცესი: პროგრესივს იმიტომაც ქვია პროგრესივი, რო სიახლეების ძიება უნდა მოხდეს და ჯგუფი განვითარდეს, რასაც როგორც ყოველთვის, არ გვზარდება რუდესი. შემდეგ ალბომში მემგონი დიჯეის პულტით გაიჩითება და გასკრეჩავს ან დირიჟორის ჯოხით და ორკესტრს გამოიყვანს

საერთო ჯამში ცოტა ტვინს ღერძავს და მომენტებში ზედმეტია, მარა ძირითადად მაინც ქარგავს და ხატავს ყველაფერს. პროსტა Illumination Theory-ში, რო მეგონა რო დამთავრდა სიმღერა, ნახევარ წუთიანი პაუზის მერე რუდესი და პეტრუჩი რო მოვიდენ, რაღაც დადგეს და წავიდენ, ეგ რა იყო, ან პაუზა ყოფილიყო ცოტა პატარა, ან ცალკე კომპოზიციად დაედოთ.
მიანგი: კარგად ისმის

ალბათ იმიტო რო რიტმ-სექციაში პარტნოის მრავალფეროვნებისას უფრო იჩრდილებოდა და ეხლა ფრთები გაშალა
კომპოზიციები:1. False Awakening Suite - ასწორებს, "epic" ვეშია, კარგად ისმინება, კარგ განწყობას ქმნის, გემრიელი პასაჟებიცაა, მრავალფეროვანიცაა, მოკლედ კარგი უვერტიურაა ალბომისთვის
2. The Enemy Inside - მიუხედავად იმისა, რო იმედი მქონდა რო რადგან სინგლი იყო, შედარებით სუსტი იქნებოდა, გამოვიდა პირიქით, ერთ-ერთი ძლიერი სიმღერაა ალბომში. რაც ბევრჯერ მოვისმინე, მით უფრო მომეწონა. საბოლოო ჯამში კარგი ენერგიული, საკმაოდ მძიმე და ხასიათიანი სიმღერაა მთელი თავის Dream Theater-ული ნავაროტებით
3. The Looking Glass - იმენა სტანადრტული, ლაბრისთვის დაწერილ/დაკრული დც-დც სიმღერა, "ნათელი და ბედნიერი" მისამღერით. მოკლედ არაფერი განსაკუთრებული, ყველა ალბომშია ერთი ესეთი.
4. Enigma Machine - ჰოოოოო, ინსტრუმენტალი, ასე მონატრებული, მაგრამ... მაგრამ მე პირადად არ აღვფრთოვანდი. თავიდან კარგია, მარა აი რაღაც აკლიასავით, შეილება რაღაც ვერაა ისეთი რო შემყვარებოდა და გავგიჟებულიყავი, თუმცა თავიდან იმედისმომცემად კი იწყება. ალბათ ძირითადი თემა არ მომეწონა დიდად და მაგიტო ვერ შევიყვარე. ყოველ შემთხვევაში ძველები 10 თავით მაღლა დგანან ჩემთვის. შეილება დრამის ბრალიცაა.
5. The Bigger Picture - აი ეს სიმღერა მომწონს, ჩემი აზრით გემრიელი სიმღერაა, არც ძაან მძიმე, არც ძაან მსუბუქი, არც ძაან მეტალი, არც ძაან პაპსა. რაღაცნაირი სავსე და მსუყე სიმღერაა, თემაც მომწონს, ტექსტიც, მისამღერიც, ზოგადად ჯგუფიც და მელოდიურობაც. თუმცა ერთზე მეტი ასეთი სიმღერა ალბომში არაა საჭირო.
6. Behind the Veil - ბლეჰჰჰ, ვერ გავიგე რა სიმღერაა, უნდა მომწონდეს თუ არა, რა არის კარგი და რა ბანძი, თითქოს დამაინტრიგებლად იწყება, მერე ჯგუფიც რო შემოდის კარგად შემოდის, კარგი თემა მიდის, მარა მერე პაპსავდება ისევ, შემოვა ლაბრი და პაპსავდება რა. თუმცა მერე ინსტრუმენტალური ჩანართები სიტუაციას აუმჯობესებს საგრძნობლად მარა აი როგორც მთლიანი სიმღერა, ვერ ვიკაიფე მთლიანად. ინსტრუმენტალი რო ყოფილიყო მარტო, მგონი მაგრა გაასწორებდა
7. Surrender to Reason - დაახლოებით იგივე შეხედულება მაქ რაც წინა სიმღერაზე, ნაწილ-ნაწილ კარგია, არი პარალელები ძველ ალბომებთან, ინსტრუმენტული ნაწილი ძალიან მაგარია, მაგრამ ვოკალი აბანძებს, მისამღერებიც სიმძიმეს და სერიოზულობას უკარგავს, საბოლოო ჯამში ვერც იქეთაა და ვერც აქეთ.
8. Along for the Ride - ამ სიმღერაზე ვაფშე არაფერს არ ვიტყვი, როგორც მკვდარზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს
9. Illumination Theory - და აი ბოლოს, ალბომის ინტრიგა და მოლოდინი. გაამართლა თუ არ გაამართლა? გაამართლა. მაგრამ ისევე როგორც მთელი ალბომი, მაინც მაქვს შეგრძნება რო რაღაც აკლია, რაღაც ცეცხლი და მარილი აკლიაო თითქოს. შედარება რო მოვიყვანო: Octavarium-ის ლაივს რო ვუსმენ, კომპოზიცია რო თავდება, ისეთი შეგრძნება მაქვს, როგორც კარგი სექსის მერე, ძალაგამოცლილი, ნასიამოვნები და კიდე 10-ჯერ რო გაიმეორებდი ეგეთი. ამის მერე ეგეთი შეგრძნება არ მაქვს. არადა შესავალიც კარგია, ინსტრუმენტული ნაწილიც სავსეა, ვოკალიც მშვენიერია (თუმცა ერთი-ორ ადგილას მაინც აჯვამს ლაბრი), მძიმე მომენტებიც ბლომადაა, იდეური პასაჟებიც, მელოდიური ხაზიც გაგაძღობს. მოკლედ ყველაფერია რაც გვიყვარს და რასაც ველოდებით ამ ჯგუფისგან, მაგრამ სახეს არ გაძრობს კომპოზიცია, ძალას არ გაცლის და იმენა ყვირილი არ გინდება (როგორც ოქტავარიუმის ბოლოში). ბოლოში მიდგმული ფორტეპიანო კიდე არ ვიცი, შეილება პროგრესივ იდეების განვითარებაა, შეილება პროსტა გაიღადავეს, შეილება რუდესმა დაიგინა, მარა ეს კომპოზიცია ვაფშე ცალკეა და ის ცალკე და ერთიანად ვერ აღვიქვამ.
მოკლედ საბოლოო ვერდიქტი: ნახევარი ალბომი არი პაპსა, დც-დც, ის, რაც არაა პაპსა, მაგარია, მაგრამ ეს პაპსა ისე მგრუზავს, რო მეორე ნახევარს გემო ეკარგება. მთლიანობაში ალბომს აკლია შეკვრა, ძალიან აკლია სიმძიმე და აგრესია (აი ინგლისურად რასაც attack ქვია და რაც enemy inside-ს აქვს და სხვას არცერთ სიმღერას არა) და როგორც არ უნდა დავემსგავსო ფანატიკოს ტიპს, რომელმაც უკვე ტვინი წაიღო: დრამთან არასწორი კაცი ზის და რამდენიც არ უნდა ვატრაკოთ, ეგ ეგრეა. შეიძლება ეს არ იყოს პარტნოი, მაგრამ ეს რომ არ უნდა იყოს მანჯინი, ეგ ჩემთვის ცხადია.
და კიდევ, არ ვიცი რამდენად მართალი იყო პარტნოი, მაგრამ მემგონი 2010-ში, მართლა უნდა დაესვენათ ცოტა ხანი და ეს ალბომი იქნებოდა მომდევნო ეპოქალური ალბომი, რომელიც კვალს დატოვებდა და რომელიც ერთ-ერთ ათვლის წერტილად იქცეოდა.
P.S. ჰო, კიდე ერთი დამავიწყდა: Dramatic turn of events სახეს ახევს, ბევრად მაგარი ალბომია, ასე რო თუ წინა ალბომს შევადარებთ, პროგრესი სახეზეა
This post has been edited by Gode on 24 Sep 2013, 14:47