მაშ ასე,
6 დღის და ალბათ 8 მოსმენის შემდეგ, მზად ვარ რომ ჩემი შეფასება დავდო. თავიდანვე უნდა ვთქვა, რომ შეფასებები იცვლებოდა მოსმენებთან ერთად, უარყოფითიდან დადებითისკენ

მოკლედ რომ ვთქვათ, ჩემი სუბიექტური აზრით, The Astonishing არის ძალიან მაგარი როკ-ოპერა, არაჩვეულებრივი მუსიკალური ნამუშევარი, გაჯერებული ძალიან დიდი მუსიკალური მასალით, ოღონდ, არა DT-ს ფანებისთვის

არის რამდენიმე ასპექტი, რომელიც აუცილებლად უნდა განვიხილოთ როცა ამ ალბომზე ვსაუბრობთ: ჯგუფი არის 30(!!!!) წლის და თავისი არსებობის 30-ე წელს, დებენ ესეთ ნამუშევარს. გამახსენეთ 1 მაინც ჯგუფი, რომელიც ამდენი ხნის არსებობის განმავლობაში, 30 წლის თავზე, ჯერ ბედავს რომ ამხელა ავანტურაზე წავიდეს და მერე ეს ავანტურა გამოსდის. არ მგონია, რომ ამ ალბომმა რომელიმე ცნობილ და ისტორიულ როკ-ოპერას გაუწიოს კონკურენცია და ის The Wall-ის ან Jesus Christ Superstar-ის გვერდით მოიხსენიონ და არც ვფიქრობ, რომ ეს სწორი იქნება.
ვინაიდან თავიდან მეც იგივე რეაქცია მქონდა, რაც DT-ს მოყვარულების უმრავლესობას, ვიფიქრე რომ რაღაც ნიტო იყო და უფრო სიღრმისეულად დავფიქრდი რაშია საქმე. საქმე კი იმაშია, რომ DT-ს მსმენელები "გაზულუქებულები" ვართ

ჩვენ გვიყვარს ჯგუფი, რომელმაც ჩაწერა ისეთი ალბომები, როგორებიცაა: Metropolis Pt. 2: Scenes from a Memory, Six Degrees of Inner Turbulence, Train of Thought, Octavarium. მარტო ეს 4 ალბომი, რომელიც გადატენილია ყველაფრით, რაც შეიძლება პროგრესივ მეტალის მსმენელმა ინატრო, საკმარისია იმისთვის, რომ ყოველი შემდეგი ალბომისადმი მოლოდინი უფრო და უფრო მეტი გქონდეს. თითოეული ამ ალბომებიდან გავს რავი, მაგარ სექსს, რომლის მერეც მიგდებული ფიქრობ "რა იყო ეს ა?" და ყოველ ჯერზე ასეა.
არცერთ ჯგუფს, ისტორიაში არ მოუხერხებია, რომ 20-30 წლის განმავლობაში ერთი და იგივე ხარისხის მუსიკა შეექმნა, ვერც მოახერხებს, ვინაიდან ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი, კულმინაცია და დასასრული. მე მაინც ვფიქრობ რომ 2000იანი წლების პირველი ნახევარი იყო DT-ს კარიერის კულმინაცია, მაგრამ ფანები გაუმაძღრები ვართ და მეტი და მეტი გვინდა, ამიტომ ყველა ალბომს სახეს ვაძრობთ და არ მოგვწონს

მეორე ფაქტორიცაა, ეხლა რომ პირველად მოვისმინოთ Images & Words, ისევე მოგვეწონება? პირველად ვგულისხმობ ყველა სხვა ალბომი რო მოსმენილი გვქონდეს და ეხლა რო გამოეშვათ Images & Words, რა რეაქცია გვექნებოდა? ეჭვი მაქვს ბევრი რამე არ მოგვეწონებოდა, ბევრ რამეს გავაკრიტიკებდით, მაგრამ ეს ალბომის მუსიკალურ ღირებულებას არ შეცვლიდა. რათქმაუნდა Octavarium-ის მერე გამოშვებული ალბომები, დღემდე (The Astonishing-ის გამოკლებით), ყველა ერთად აღებული არაა მარტო Images & Words-ის ღირებულების და იმ ალბომების მიმართ კრიტიკა სრულიად მართებულია, მაგრამ ისევ და ისევ: ძალიან გაგვაზულუქეს და შედეგად მიიღეს ის, რომ სულ მეტს და მეტს ვითხოვთ.
დავუბრუნდეთ Astonishing-ს. ეს არ არის სტანდარტული ალბომი, სადაც ბუნებრივად ველოდებით რამდენიმე სინგლს, ასაკვიატებელ სიმღერას და ა.შ. ეს არის 2 საათზე მეტი ხანგრძლივობის მქონე მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც ბევრად სცდება სტანდარტული ალბომის ჩარჩოებს, ამიტომ არასწორია მისი და მაგალითად Train of Thought-ის ერთნაირად შეფასება. როგორც ჯგუფის თავგადაკლული მოყვარული, ვიტყვი რომ ბევრად უფრო გამისწორდებოდა, კაი გემრიელი, მძიმე და მელოდიური ალბომი რო დაედოთ, Train of Thought-ის სტილში (რომელიც რჩება ჩემს ფავორიტ ალბომად), მაგრამ ჯგუფმა გადაწყვიტა რაღაც ახალი ეცადა (პროგრესივის მთავარი აზრიც ეს არ არის?) და ვთვლი, რომ ძალიან კარგად გაართვეს თავი ამ ამოცანას, დადეს ახალი, საინტერესო, ხარისხიანი და მელოდიური მუსიკა, სადაც ჩადეს ყველაფერი, რაც იციან და რაც გამოსდით.
ეგრევე თვალშისაცემია, რომ მთელი ალბომი ლაბრის გარშემოა აწყობილი. ეს ბუნებრივიცაა, როკ-ოპერას ვერ ააწყობ ბას-გიტარის ან პეტრუჩის გარშემო, ვოკალია მთვარი, ხოლო სხვა ყველაფერი აკომპანიმენტი. ისიც თვალში საცემია რომ ჩვეულზე უფრო მსუბუქია ალბომი. აქაც იმ აზრზე ვარ, რომ 2 საათი This Dying Soul-ის სტილში რომ დაუკრა, თავიდანვე განწირულია ალბომი წარუმატებლობისთვის. სამაგიეროდ სუპერ მელოდიური მუსიკაა, ჯაზის და ჯაზ-როკის ელემენტები ყურსაც ახარებს და გულსაც. ლაბრისაც არ უნდა დავუკარგოთ თავისი: მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აზრით ლაბრი ჯგუფის ყველაზე შეუფერებელი წევრია და მიუხედავად იმისა, რომ ბევრს მისი ხმის ტემბრი არ მოგვწონს, ამ ალბომში თავის საქმეს 10-იანზე ასრულებს და ძალიან კარგად მღერის (კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, შეიძლება არ მოგვწონდეს ჟღერადობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ხარისხი ცუდია). საინტერესოა ლაივში როგორ გაქაჩავს 2 საათიან წარმოდგენებს. ერთ-ერთ ფორუმზე წერდა ერთი ტიპი, საინტერესო იქნება ლაბრის მაგივრად რამდენიმე ადამიანმა რო იმღეროს, მოქმედი პირების მიხედვით (ცხადია ლაბრიც დატოვონო), რა გამოვაო. ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი იქნება ამ მუსიკის რამდენიმე ვოკალზე გადანაწილება, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ რომ არ იზამენ, მაქსიმუმ ის ფუმფულა ზანგი ქალი რო ყავთ, იმას მოიყვანენ ბექებში

აღსანიშნავია ისიც, რომ მთელი ეს 2 საათი, არის ერთი მთლიანი ამბავი, სამეფოსი, აჯანყების, მუსიკის გადარჩენის და ა.შ. და ა.შ. განყენებულად მოსმენა, მანდაც არაეფექტურია, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის ტექსტთან ერთად მოსმენა და დამუშავება. თუ საერთოდ ამაზე რამეს გადაიღებენ/დადგამენ, ჩემი აზრით 10-ჯერ გაიზრდება ამ როკ-ოპერის ღირებულება და სიამოვნებასაც მეტს მივიღებთ. ოღონდ აი მანდ მართლა უჭირთ ხოლმე, იმდენად იდიოტურ კლიპებს და ანიმაციებს დებენ, რომ თითქმის დარწმუნებული ვარ რომ ჩააჯვამენ

სიახლეების თემას რო დავუბრუნდეთ: 30 წლის მერე, ვეღარც პეტრუჩი, ვეღაც რუდესი და ვეღარც სხვა წევრი, ჩემი აზრით განსაკუთრებულ სიახლეებს ვერ შემოგვთავაზებენ, იმიტომ არა რომ არ უნდათ, იმიტომ რომ შეუძლებელია. 30 წელი რომ უკრავ ამ მუსიკას, უკვე გამჯდარი გაქვს, შენი სავიზიტო ბარათია რაღაც ტიპის მელოდიები, პასაჟები, რიტმები და ვინაიდან ჩვენც გამჯდარი გვაქვს ყურში, ვთვლით რომ "არაფერი ახალი". სინამდვილეში, ჩემი აზრით, ჯგუფმა ყველაზე სწორი არჩევანი გააკეთა: ნაცნობი ელემენტებით, ახალი მუსიკალური ფორმა შემოგვთავაზეს. ესაა სიახლე და არა პეტრუჩის ახალი აკორდები.
მთლიანობაში, რაც მომწონს ალბომში არის მისი მელოდიურობა, მთლიანობა, გამბედაობა, მუსიკალური სიმდიდრე და DT-ს ყველა თვისება და შესაძლებლობა თავმოყრილი ერთიანობაში, შინაარსობრივი ნაწილი. რაც არ მომწონს, არის ის რომ მომენტებში ცოტა გაწელილი მეჩვენება, მომენტებში ლაბრი ყურს ჭრის და ყველაზე მეტად რაც არ მომწონს, არის მანჯინი. არ მინდა პარტნოის მადიდებლად და "პარტნოი დააბრუნეთ ფარჩაკებო" ტიპად გამოვჩნდე, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: პარტნოის ჟღერადობასთან ახლოსაც ვერ მიდის მანჯინი (დავანებოთ თავი მუსიკალურ აზროვნებას, მარტო ჟღერადობა ავიღოთ), ბგერის სიმსუყე და სისავსე, რაც პარტნოის ახასიათებს, მაკლია პირველიდან ბოლო წუთამდე. დავუმატოთ ამას ის, რომ პარტნო ასევე ძალიან დიდ მონაწილეობას იღებდა შემდგომ დამუშავებაში და ალბომის საბოლოო "შეკვრაში" ჟღერადობის თვალსაზრისით და აშკარად აკლია მთლაიანდ ჯგუფს ის სისავსე და "ხავერდი" რაც ადრე იყო.
მიუხედავად ამისა, ვთვლი რომ ბოლო წლებში, ჯგუფს ასეთი კარგი არაფერი დაუწერია და ასევე ვთვლი, რომ მთლიანობაში The Astonishing-ი მათ დისკოგრაფიაში ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს დაიკავებს, თუმცა DT-ს სტაჟანი მოყვარულებისთვის ალბათ ვერასოდეს გადაფარავს ძველი ალბომების დიდებას, გვინდა არ გვინდა, ჩვენი ყური და გული სუბიექტურია და სუბიექტურად დარჩება

წავედი მეცხრედ მოვუსმინო <3
P.S. გაორკესტრებაც ძალიან მომეწონა, ჩემი სუბიექტური შეფასებით ძალიან კარგი ნამუშევარია
P.P.S.
>SuperStar< ამდენი წლის მერეც შენს ხელმოწერაში რომ ვიპოვე ჩემი თავი, გული ამიჩუყდა
This post has been edited by Gode on 2 Feb 2016, 13:19