მოკლედ, ბევრი ვუსმინე, ცოტა ვუსმინე, ასე ვუყურე, ისე ვუყურე, არაა ეს ის Dream Theater-ი, რომელიც იყო და მომკალით თუ გინდათ...

On the back of angels-ი რო გამოვიდა სინგლად, ვიფიქრე რო "ალბათ არც ისეთი ძლიერი სიმღერაა და სხვები ბევრად უფრო ძლიერი იქნება ალბომშითქო" სამწუხაროდ შევცდი

რაც მეტს ვუსმენ ახალ ალბომს, მით უფრო ვრწმუნდები რომ ამ ალბომში ყველაზე მაგარი გაფორმება გამოუვიდათ, აი მუსიკას რაც შეეხება, აშკარად რაღაც აკლია (არ ვიტყვი პირდაპირ რო ეს პარტნოია, მარა რაც დო გადის მივდივარ დასკვნამდე რო ეგრეა)
რეალურად, თუ მუსიკას განვიხილავთ, პირადად მე ყურში მხვდება, მაკლია, მეზედმეტება შემდეგი რაღაცეები:
1. არ მყოფნის გიტარა. აშკარად არ მყოფნის, აკლია მძიმე რიფები, აკლია დამახასიათებელი პასაჟები, პატარ-პატარა დეტალები, რომლებიც ბლომადაა ძველ კომპოზიციებში და უფრო სავსეს ხდის მთლიანობაში მუსიკას.
2. მეზედმეტება რუდესი მომენტებში. საერთოდ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რო რუდესი ნელ-ნელა ჯგუფის მუსიკალურ/იდეოლოგიურ ლიდერად ყალიბდება და ეგ ძაან ცუდი ტენდენციაა. რუდესი რო უდიდესი მუსიკოსია თავის ჟანრში მაგაზე არ ვდაობ, მაგრამ ცალ-ცალკე აღებული ყველა ძალიან ძლიერია ჯგუფში და არამგონია რუდესის ზედმეტად წინ წამოწევამ რამე ხეირი მოიტანოს (მითუმეტეს რომ არც აქამდე აკლდა რუდესს აქცენტი)
3. ყველაზე მთავარი, მაკლია, ძალიან მაკლია პარტნოის "მოუსვენრობა". მაკლია შეჭრილი ზომები, მაკლია თეფშებზე სირბილი, მაკლია არასტანდარტული რიტმები და თვლები, რო ვერ გაყვებოდი და ვერ დაითვლიდი ყურით, მაკლია პარტნოისთვის ჩვეული მცირედი დეტალები (პატარა პაუზაში რამე მოციცქნილ თეფშზე ჩაკაკუნებები თუნდაც)
4. ძალიან ბევრი ნაცნობი თემა შემომესმა ამ ალბომში რომლებიც სხვადასხვა წლებიდანაა აღებული. მსგავსი რამე ადრეც სჩვეოდათ ბიჭებს, მაგრამ ამ ალბომში ჩემი აზრით ნამეტანი მოუვიდათ, პრაქტიკულად ნახევარი ტრეკების, რომელიმე ძველი ალბომის თემაა განვითარებული. ზოგგან მეტად იგრძნობა, ზოგგან ნაკლებად.
5. პრინციპში საკმაოდ "მსუბუქი" ალბომია წინა ალბომებთან შედარებით. ის სიმღერებიც კი, რომლებიც ერთი შეხედვით მძიმედ იწყება და გგონია რო "აი, ძველი Dream Theater-ი" (მაგალითად Build me up, break me down, Bridges in the Sky ) შემდეგში რაღაც ისეთ განვითარებას პოულობს, რაც პირადად ჩემთვის უკმარისობის შეგრძნებას ტოვებს.
6. ცხადია არის ძალიან ბევრი მელოდიური ნაწილი, ჯგუფისთვის დამახასიათებელი მუსიკალური ფრაგმენტი და ა.შ. მაგრამ სამწუხაროდ მე ვერ ვიპოვე ამ ალბომში ვერცერთი ემლსასიმღერა, რომელსაც გამოვყოფ და ვიტყვი რო ნახევარი ალბომის ფასია. როგორც უკვე ვთქვი, იმედი მქონდა რო On the back of angels-ი ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ტრეკი იქნებოდა და პირიქით აღმოჩნდა. არადა მინიმუმ 1 სიმღერას დავასახელებ წინა ალბომებიდან (ზოგი მთლიანად ალბომია ეგეთი) რომელიც თავისუფლად შეილება რო ცალკე აღებული ძალიან მაგარ მუსიკალურ ნამუშევრად ჩაითვალოს. მოკლედ ე.წ. "Epic Song"-ი მე ამ ალბომში ჩემთვის ვერ ვიპოვე
საბოლოო ჯამში, ჩემი სუბიექტური შეფასება ასეთია: მოყოლებული 1999 წლიდან, ტოესწ მეტროპოლის 2-დან, ეს არის ჯგუფის ყველაზე სუსტი ალბომი. ცხადია ეს ჩემი სუბიექტური აზრია, მაგრამ მე ვფიქრობ რო მეტროპოლისიდან მოყოლებული ყველა ალბომი მეტ-ნაკლებად ძლიერი იყო, შეილება 2003 ჯობდა 2005-ს, და ა.შ. მაგრამ სუსტი ალბომი ამ ბოლო ალბომამდე არ ყოფილა არცერთი.
რაც შეეხება მიზეზებს, ბევრი ვიფიქრე, კიდე ერთხელ ვნახე ვიდეოები სერიიდან "Making of..." ბევრი ვუსმინე ძველ ტრეკებს, ბევრი ინტერვიუები წავიკითხე და დავრწმუნდი რომ კაცი რომელიც არის ჯგუფის თანადამფუძნებელი, 25 წლის მანძილზე ერთ-ერთი მთავარი ავტორი სიმღერების, უმრავლესი ალბომების პროდუსერი, რომელსაც სახლში ჯგუფის მუზეუმი აქვს, კაცი რომელიც უზარმაზარ სამუშაოს ასრულებს ალბომის ჩაწერისას (რაც ძაან კარგად დავინახე Making of ტიპის ვიდეოებში და რასაც ადრე არ ვაკვირდებოდი) რომელიც როგორც აღმოჩნდა მეტწილად განსაზღვრავდა კომპოზიციებში რიტმებს (რომლების დაკვრაზეც მერე თითონ ბუზღუნებდა, თავი მტკივა, რა აბრაკადაბრა რიტმიაო) რომელიც დაჟე სიმღერისას ვოკალისტს ეუბნებოდა (თურმე, როგორც ვიდეობში ვნახე) ეგრე არა, ესე იმღერე აბაო, ისე ვერ წავიდოდა ჯგუფიდან, რო ჯგუფს რამე არ დაკლებოდა. პირადად მე ეხლა მივხვდი და დავაფასე ის სამუშაო, რასაც პარტნოი ამ ჯგუფში ასრულებდა, მას მერე, რაც წავიდა. კარგად დააკვირდით ალბომის ჩაწერის ვიდეოებს, რამხელა სამუშაოს ასრულებდა თურმე ეს კაცი: პრაქტიკულად ყველას იდეებს აწვდის, ყველას რაღაცეებს სთავაზობს, მუდმივად ფიქრობს და რაღაცას აუმჯობესებს. ადრე არ ვაკვირდებდი ვიდეოებში, ეხლა დავაკვირდი და მივედი დასკვნამდე რო მიქარეს პარტნოი რო გაუშვეს. ნუ პირადად ჩემთვის მიქარეს, სხვა თუ არაფერი, წელს მანჯინის სოლო ვნახე ლაივში და ჩამომეძინა ერთი და იგივე 2/4 რიტმზე, გარდა სისწრაფისა, საინტერესო იმ სოლოში ბევრი არაფერი იყო.
საბოლოო ჯამში ჩემი აზრი ასეთია: პარტნოი ძალიან დიდი ნაწილი იყო ჯგუფის, პირადად მე ამას ახლა მივხვდი, როცა პარტნოის გარეშე ჩაწერილ ახალ ალბომს მოვუსმინე, შესაბამისად პარტნოის წასვლა ბევრად უფრო დაემჩნევა ჯგუფს, ვიდრე ვთქვათ შერენიანის დაემჩნა თავის დროზე. ეჭვი მეპარება, მანჯინიმ შეძლოს პარტნოის ჩანაცვლება გინდ როგორც დრამერმა, გინდ როგორც ჯგუფის ლიდერმა. ყველაფერი იქეთ მიდის, რო ამ ლიდერობას რუდესი და პეტრუჩი გაინაწილებენ და უფრო მეტად რუდესი იქნება დომინანტი. ასეთ შემთხვევაში ჯგუფი ნელ-ნელა რუდესის სოლო პროექტს უფრო დაემსგავსება, ვიდრე თავის თავს. შეილება ვცდები, მაგრამ ჯერ-ჯერობით მე ეგეთი შთაბეჭდილება მრჩება. შესაბამისად ჯგუფს წინ ძალიან დიდი გამოცდა ელის, დაიწყებს უკანსვლას, თუ იპოვის ახალ სიცოცხლეს ახალ დრამერთან ერთად. ამ ალბომში ჩემთვის უკან უფრო წავიდნენ, ვიდრე წინ. იმედია შემდეგ ალბომში (რომელიც ალბათ 2 წელიწადში იქნება და რომელსაც უკვე ველოდები) სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება და რუდესის სოლნიკს და ლაბრის ტირილს არ მივიღებთ ნაცვლად ასე საყვარელი ჯგუფის ნაცვლად.

P.S. როგორ მიყვარს ეს სიმღერაც, ეს კლიპიც და რაღაც სულ სევდიან ნოტაზე მაყენებდა, პარტნოის გამოსამშვიდობებელი კლიპივით იყო სულ, თუნდაც ის მომენტი, ჯოხები რო აწყვია უპატრონოდ, ენამ უყივლათ ეტყობა
This post has been edited by Gode on 21 Sep 2011, 01:59