გუშინ ვნახე ახალი ალბომის პრომო-ვიდეო (ისე ეს მანჯინი მემგონი ლგტბ-ა

მარა კონცერტზე რო ვიყავი არ ეტყობოდა

) ძაან დიდი მოლოდინი მაქვს, წინა ალბომი იყო გამოუვალი სიტუაცია, პარტნოი წავიდა, ამათმა იხტიბარი არ გაიტეხეს, პეტრუჩიმ დრამ-მანქანაზე ააწყო პარტიები და მერე მანჯინიმ უბრალოდ დაუკრა. ამ ალბომში გამოჩნდება რამდენს ნიშნავდა პარტნოი ჯგუფში და რამდენად დიდი წილი მოდიოდა მასზე კომპოზიციის შექმნის თვალსაზრისით. ასევე გამოჩნდება რამდენად არის მანჯინი პარტნოის ჩამნაცვლებელი და ასევე გამოჩნდება, პარტნოი ხომ არ იყო ჯგუფის შემაფერხებელი...
მაგრამ რაც მთავარია გამოჩნდება არის თუ არა Dream Theater-ი განვითარების პოტენციალის მქონე, თუ ამოწურეს უკვე საკუთარი თავი და საკუთარი თავისვე კოპირებით შემოიფარგლებიან.
მოკლედ ასე მემგონი არცერთ ამათ ალბომს არ ველოდი, როგორც ამას ველოდები. ვნახოთ, წესით სექტემბრამდე გამოჟონავს ინტერნეტში უკვე ტორენტებზე
* * *
>SuperStar<ჩემი ფრაზა სიგნატურად გქონია, გული ამიჩუყდა
* * *
მოკლედ მიუხედავად იმისა, რომ შორეულ 2011-ში იყო ეგ ამბავი, ვინაიდან დეტალურად არ დამიწერია, ხასიათზე მოვედი რომ დავწერო და გაგიზიაროთ შთაბეჭდილებები ამ უსინდისო ხალხის კონცერტიდან.
ყველაფერი დაიწყო 2007 წელს, როცა სტამბულში, Dream Theater-ის კონცერტზე არ წავედი სხვადასხვა მიზეზების გამო. მაშინ ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ რადაც არ უნდა დამჯდომოდა, ადრე თუ გვიან, საყვარელი ჯგუფის კონცერტზე მაინც წავიდოდი. 2011-ის გაზაფხულზე, ჩემმა მეგობარმა, რომელმაც კიევში ცხოვრობს, სკაიპში ლინკი გამომიგზავნა და თან ღიმილი მოაყოლა. გადავედი ლინკზე და სუნთქვა შემეკრა: 13.07.2011 - Dream Theater, კიევში... ბევრი არ მიფიქრია, ვიყიდე ბილეთი სცენის წინ, ვიყიდე კიევის ბილეთი და მერე ვიყავი მუდმივი მოლოდინის და დღეების თვლის რეჟიმში. ვინაიდან ბილეთი ჩემმა მეგობარმა მიყიდა კიევში და ჩასვლამდე ხელს ვერ ვკიდებდი, სურათი გამომიგზავნა და დილა-საღამოს ამის ცქერით ვტკბებოდი

მოკლედ წასვლამდე ცოტა ხნით ადრე, გაირკვა რომ 13-ში კონცერტი არ ხერხდებოდა და გადაიტანეს 14-ში, ამის გამო სამსახურში მომიწია ღრიჭინი შვებულების დღეების გადაწევასთან დაკავშირებით + მომიწია თვითმფრინავის ბილეთზე ფულის დამატება და გადაცვლა, მაგრამ სულ რომ ქვეყანა დანგრეულიყო, კონცერტზე მაინც წავიდოდი და საბოლოოდ 14 ივლისიც მოვიდა და ბასტილიის აღების დღეს კიევში ამოვყავი თავი.
მაინდამაინც მაგ დღეს წავედი ლავრების დასათვალიერებლად და მოვედი სახლში დაღლილი, გაოფლილი, მშიერი, დარწმუნებული ვარ რო კონტერტი არის 8 საათზე, 6 საათია, ვჭამე, ვგეგმავ წყლის გადავლებას, მერე ცოტა დასვენებას და 7-სკენ გასვლას, მეთქი სანამ მივალ, სანამ ესა, სანამ ისა... და სრულიად შემთხვევით დავხედე ბილეთს და აღმოვაჩინე რომ 50 წუთში იწყება კონცერტი და მე დაახლოებით 40 წუთი მინდა სპორტის სასახლემდე მისასვლელად საცობების გარეშე, არადა გარეთ საცობებია ისეთი, ფეხით უფრო სწრაფად მიხვალ ვიდრე ტრანსპორტით

მოკლედ სინათლის სიჩქარით ვიბანავე, ჩემი მეგობრისგან მივიღე ინსტრუქციები რო ჯობია მეტროთი წავიდე, ვიდრე ტაქსით და გავვარდი. რომ მივედი მემგონი 7 ხდებოდა და დამხვდა უზარმაზარი რიგი + კულტურული შოკი: რიგი იყო 1 ხაზიანი, ტოესწ ველოდები ქართულ რიგს, ზედახორა, დედის ტრაკის გინება, ესა, ისა და ტიპები მოსული არიან და ინტელიგენტი სიფათებით დგანან 1 ზოლიან რიგში რომელიც რამდენადაა დაკლაკნილი ვერ მიხვდები და მორჩილად ელოდებიან როდის შევლენ. მეთქი დამენძრა, ეს რიგი რო შევა კონცერტი გავა ბოლოშითქო მარა რას ვიზამდი, დავდექი და მივიღე მეც მორჩილი სახე. დაახლოებით 15 წუთი დამჭირდა იმის მისახვედრად, რომ პირველი ფან-ზონის ბილეთის ხალხი ვაფშე სხვა შესასვლელით, ყველანაირი რიგის გარეშე შედის ჩემგან 10 მეტრში

გავვარდი გიჟივით, მივაჭერი შესასვლელთან, ზუსტად არ მახსოვს, მარა მაგათი "ომონი" მეკაჩავა რაღაცაზე, მეთქი თქვენღა მაკლიხართ, აქამდე მოვსულვარ, შიგნითაც შევალთქო. შევაღწიე, მერე კიდე შიგნით ვეძებე ჩემი შესასვლელი და როგორც იქნა შევედი კონცერტზე 25 წუთის დაგვიანებით და ეგრევე ამოვისუნთქე: კონცერტი ჯერ დაწყებული არ იყო.
დაახლოებით 40 წუთის დაგვიანებით დაიწყო კონცერტი, დაგვიანების გამო, სცენიდან მესამე რიგს ვერ გავცდი, წინ ისე მჭიდროდ და მყარად იდგნენ ტიპები, რო შანსი არ მქონდა. ხალხი ბევრი არ იყო, სკამები ნახევრად სავსე, ქვევითაც სადღაც ეგრე. ხმა საკმაოდ ცუდად იდგა, მაგრამ Dream Theater-ის ლაივში მოსმენა, შენგან 5-10 მეტრში, ამ ყველაფერს ისე ფარავდა, რო რაც დაუკრეს და რაც არ დაუკრეს, მიუხედავად ცუდი ხმისა, ყველაფერი გავიგე, რაც ვერ გავიგე და დავინახე

მოკლედ დაიწყო, მარა რა დაიწყო... რამდენიც არ უნდა ვწერო, როგორ დეტალებშიც არ უნდა ჩავიდე, ვინც არ ყოფილხართ და ვისაც გიყვართ ეს ჯგუფი, უბრალოდ გირჩევთ რო წახვიდეთ და ნახოთ. იმიტომ არა რო "ლაივში მაგარი მოაქ", არა იმიტო რო ენერგიაა, არა იმიტო რო მაგარი მუსიკაა. ეგ ყველაფერი გასაგებია და ნებისმიერ კარგ ჯგუფზე ვრცელდება. ამ ჯგუფის ლაივზე უნდა წახვიდეთ კიდევ ერთი დამატებითი მიზეზის გამო: ის, რასაც ამდენი წელია უსმენთ, ვიდეოებში ხედავთ, წარმოგიდგენიათ, გიფიქრიათ და ა.შ. ლაივში ჩანს თუ როგორ იქმნება და ეგაა მთავარი. რატოა მთავარი? რატო და იმიტო, ეს დედა ნატირები, რო დგეხარ, უსმენ მილიონჯერ მოსმენილ სიმღერას, მიდირ 5/8 რიტმი, ყველა რაღაც სასწაულს უკრავს, გიტარაზე არი რაღაც ფანტასტიკა თემა და ამ დროს უყურებ პეტრუჩის და გგონია რო ტიპი ვაფშე სხვა რამეს უკრავს და ვაფშე სხვა რამე გესმის. როგორ? როგორ და აი ეგრე: ტიპები ისე მსუბუქად, ისე მარტივად, ისე ძალდაუტანებლად და ჩვეულებრივად უკრავენ რაღაც ფანატობას, რო ჯერ გგონია რო რაღაც გეშლება, მერე გგონია რო "უი რა ადვილი ყოფილა" და მხოლოს სულ ბოლოში ხვდები, რომ შენს წინ დგანან არა უბრალოდ "მაგარი როკმენები", არა უბრალოდ "მაგარი ჯგუფი", არა უბრალოდ "მაგარი მუსიკოსები" არამედ შენს წინ დგანან პროფესიონალი მუსიკოსები და ის, რასაც ხედავ და უსმენ, არის ძალიან დიდი ნიჭის, უფრო დიდი შრომის, გამოცდილების და მონდომების შედეგი.
აი მაგ მომენტიდან იწყება კონცერტით რეალური სიამოვნების მიღება, ერთის მხრივ გესმის მუსიკა, რომელიც მოსვენების და ამოსუნთქვის საშუალებას არ გაძლევს და მეორეს მხრივ უყურებ ჯგუფს, რომელიც ამ ყველაფერს ისე მსუბუქად, ხალისიანად და თავისუფლად აკეთებს, რომ გინდა არ გინდა, ღიმილი გერევა და შენც მაგრა თავისუფლდები და სულ სხვა ყურით იწყებ მოსმენას... მოკლედ რამდენიც არ უნდა ვწერო, იმდენად განსხვავებული მოვლენაა ამათი ლაივი, რომ უნდა მოხვდეთ, სხვანაირად ვერ მიხვდებით რას ვგულისხმობ.
მაგრამ ჯგუფის გარდა, ცალკე სიამოვნება იყო ის ფანები, რომელთა გარემოცვაშიც ვიყავი. როგორც ვთქვი ხალხი ძალიან ბევრი არ იყო, მაგრამ ვინც იყო, ყველა სიმღერა იცოდნენ ტიპებმა ზეპირად, უკლებლივ ყველა! ლაბრისთან ერთად მღეროდა ყველა, ვინც სცენის წინ იდგა (თან საკმაოდ კარგად

) და მაგ მომენტში ვიგრძენი რო არსებობს რაღაც "ფანების ურთიერთპატივის" პონტში, ჯერ ხო მიუხედავად სივიწროვისა, არ იყო ჭყლეტვა და კაი ნაკაჩავები და გაბერილი ტიპები ისეთი სიფაქიზით იყურებოდნენ აქეთ და იმდენ ბოდიშებს იხდიდნენ რო დამღალეს, მარა ყველაზე მაგარი იყო ერთი მომენტი: ჩემს გვერდით ვიღაც გრძელთმიანი მასტი იდგა, რომელიც განსაკუთრებით კარგად მღეროდა ყველა სიმღერაზე და გამოირჩეოდა სხვებში. ჰოდა ის მომენტია, Fatal Tragedy-ს რო უკრავენ ბიჭები და ბოლოსკენ, კულმინაცია რომ არის, აი მანდ, 1 წამიანი პაუზაა, სადაც ნიუ-იორკის ლაივში პარტნოი ძაან საყვარლად უკაკუნებს 3-4-ჯერ ჩაშკაზე და მერე ისევ მთელი ჯგუფი გიჟივით შემოდის უკან, ჰოდა ეგ მომენტი რო მოვიდა, ჩემდაუნებურად იმ 1 წამიან პაუზაზე ხელები ავწიე და რაღაც წამოვიყვირე... და ეგრევე ვიფიქრე რო მაგარი მივქარე, ეს გრძელთმიანი ტიპი მომიბრუნდა და მეთქი დამენძრა

და უცებ ტიპს სახე გაუნათდა, მოვიდა, გადამეხვია, ხელი ჩამომართვა, რაღაც მითხრა მაგ 1 წამიან მომენტზე, ისევ გატრიალდა და გააგრძელა სიმღერა და თავის ქნევა. მოკლედ მაგარი მომენტი იყო "ფანური სოლიდარობა".
საბოლოო ჯამში, ნასიამოვნები, ემოციურად, ფიზიკურად და მუსიკალურად გამძღარი, დაღლილი მაგრამ ძალიან ბედრიერი, გამოვედი და 45 წუთი თუ უფრო მეტი ველოდი 2 ათეულ ფანთან ერთად, დისკებით და ფოტოაპარატით შეიარაღებული ჯგუფს უკანა გასასვლელთან. ვინაიდან მაგ ამბები დეტალურად ადრეც დავწერე, მარტო მთავარს ვიტყვი: ლაბრი არი ნაბიჭვარი თავში ავარდნილი სნობი

ამდენი ვიწვალე, უკრაინელი ფანები იმენა ნიანგის ცრემლებით ვატირე, მეთქი ასე, ასე, ბილეთი გადავცვალე, იმსიშორიდან ჩამოვედი, ესა, ისა და ეს გამოვიდა და სურათის გადაღებაზე მეუბნება მეჩქარებაო ბლიად! მარა რას ვიზამთ, ჩვენი გაფუჭებულია, არ ყოფილიყვნენ ესენი, იკნავლებდა სადმე კანადაში, რამე უცნობ ჯგუფში, ეხლა კიდე ეჩქარება ჯიგარს!

მოკლედ ასე იყო თუ ისე იყო, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, არ დამავიწყდება ის საღამო და ის კონცერტი და აუცილებლად, აუცილებლად წავალ კიდევ იმდენჯერ, რამდენჯერაც მომეცემა შანსი ამათ კონცერტზე და დავიტოვებ იმედს, რომ ოდესმე, პარტნოი მაინც დაბრუნდება ჯგუფში და პარტონისთან ერთადაც ვნახავ ამ კონცერტს.
ბოლოს კი კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ვისაც არ გინახავთ ეს ჯგუფი ლაივში, ნახეთ, ეს არის ჯგუფი, რომელიც უნდა ნახო და მოისმინო ლაივში, ვაფშე სხვა რაღაცაა, ვაფშე

P.S. ესეც ნიუ-იორკის ლაივიდან ვიდეო, 12:12-ზეა ის 1 წამიანი პაუზა-ორგაზმი ზევით რომ ვიწერებოდი. ჰო მართლა, ეგ 3 ჩაკაკუნება ჩაშკაზე, მანჯინიმ გადაყლაპა და ჩააჯვა კამპოტში
This post has been edited by Gode on 11 Jun 2013, 13:21