მოკლედ, ბევრი მოსმენის მერე უფრო დალაგებულად გამოვიტანე აზრი:
1. დავიწყოთ რუდესით, სულ მიჩმორებული არ არის, მაგრამ როგორც ჩანს, (ყოველ შემთხვევაში ამ სინგლიდან ეგეთი შთაბეჭდილება მრჩება) მიხვდნენ ჯგუფში, რომ რუდესია ჯგუფის წევრი და არა DT რუდესის ჯგუფი. რათქმაუნდა რუდესი ისმის, უკრავს, არ ისვენებს, მაგრამ ბოლო ალბომებისგან განსხვავებით, ზედმეტი არ არის. ეგაა ძაან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ მიუხედავად მისი უმაღლესი კლასისი მუსიკოსობისა და ინსტრუმენტალისტობისა, ის რასაც ეგ აკეთებდა (და რის უფლებასაც ჯგუფის წევრები აძლევდნენ) ბოლო ალბომებში, არ იყო სწორი. ამიტომ ამ ცვლილებას დადებითად ვაფასებ.
2. დრამი: ჟღერადობა სხვაა, როგორც უკვე დავწერე, უფრო "ტაშტივით" ჟღერადობაა, პარტნოის ჟღერადობასთან შედარებით უფრო "ბრტყელია", პარტნოისი უფრო სავსე, ხორციანი და მთლიანი იყო. რიტმ-სექციაც ცოტა სხვანაირია, უფრო ტრეშის რიტმები მომხვდა თვალში, ვიდრე პრატნოისგან შეჩვეული შეჭრილი ზომები და სიმღერის მანძილზე თვლის 27-ჯერ შეცვლა ისე, რო ბოლოს ტვინი აგტკივდებოდა

მეორეს მხრივ, პარტნოისთან შედარებით დრამი უფრო ყურადღებას იქცევს იმით, რომ არ ჩერდება, მუდმივად მუშაობს, ძირითადად იგივე ტრეშის რიტმებში, მაგრამ მუდმივად მუშაობს. პარტნოის უფრო აღმავალ/დაღმავალი სტილი სჩვეოდა, დაგღლიდა, მერე დაგასვენებდა, დაგღლიდა, მერე დაგასვენებდა. ჯერ-ჯერობით ვეჩვევი, სანამ ალბომი არ იქნება, საბოლოო შეფასებასაც ვერ ვიტყვი.
3. ბასი: ცოტა არ ჩანს, ყოველ შემთხვევაში ამ სიმღერაში, ცოოტა მეტი ბასი გაასწორებდა
4. ვოკალი: მე გამისწორდა, ლაბრის სტანდარტული "ეეეე-ე-ე-ეეეეეე" ნაკლებადააა და მისთვის არასტანდარტულ, ოდნავ დაბალ ტონალობაში მღერის მთელ სიმღერას. გემოვნების ამბავია საბოლოო ჯამში, მაგრამ მე მომეწონა.
5. ჯგუფის მთლიანი ჟღერადობა: აი ეს მომეწონა, მთლიანობაში ჟღერადობა ცოტა დამძიმებული და ენერგიულია, Train Of Thougth-ის მერე, სულ ველოდები კარგ, გემრიელ, მძიმე ალბომს და უშედეგოდ, ეს თუ ეგეთი იქნა, გაასწორებს.
6. პეტრუჩი - ეს კაცი არ თავდება, არ იწურება და ყოველ ჯერზე ახერხებს რო თავი თავიდან შემაყვაროს. ამ ერთი კომპოზიციით ვიტყვი რომ პეტრუჩი იმიტომ კი არ არის გენიოსი რომ კარგი რიფები აქვს, რომ მაგარ სოლოს უკრავს ან მაგარი ჟღერადობა აქვს, ამის გარდა, პეტრუჩის აქვს ის, რაც ბევრ მის დონის გიტარისტს შე@#ი და არ აქვს: ეს არის პატარა დეტალები, სადღაც რაღაც ნოტი, სადღაც გიტარის დაკივლება, სადღაც პატარა ეფექტი, სულ პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალები, რაც საბოლოოდ გემოს აძლევს მთელ კომპოზიციას.
საბოლოო ჯამში: სინგლი, რომელიც უნდა გაუშვა რადიოში, ვერ იქნება Glass Prison-ის ან As I Am-ის მსგავსი მძიმე და აგერსიული, შესაბამისად ჩემი სუბიექტური შეფასებით, ეს სინგლი არის ძალიან კარგი საფუძველი იმისთვის, რომ ველოდოთ ძალიან კარგ ალბომს. ძალიან კარგს. ამის საფუძველი კიდევ რამდენიმეა:
1. ახალი დრამერი და ჯგუფის მოტივაცია დაამტკიცოს რომ პარტონის გარეშეც შეუძლიათ იგივე სიძლიერის ალბომების დადება, მითუმეტეს იმ აშკარა ჩავარდნის მერე, რაც წინა ალბომს ქონდა
2. პეტრუჩის აშკარა დომინანტობა წინა ალბომებთან შედარებით კომპოზიციაში. იმდენად ავსებს და ყურს აძღობს პეტრუჩის გიტარა, რომ თუ მთელ ალბომში ასეთივე დოზითაა, მარტო ეგ ერთი საკითხია წინაპირობა მაგარი ალბომის.
3. ჯგუფის ახალი ჟღერადობა
4. ტრეკლისიტი და მოცულობა: ოღონდ ხუმრობის გარეშე, არ მახსენდება DT-ს არცერთი მსგავსი სტრუქტურის ალბომი (სამად გაყოფილი კომპოზიციებით, შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნა) რომელიც სუსტი იყო, პირიქით, ყველა, მსგავსი დიდი, დატვირთული, საერთო მელოდიური ხაზის და იდეის მქონე ალბომები ძალიან მაგარი გამოსდიოდათ.
5. და ბოლოს უბრალოდ ვიმსახურებთ კარგ ალბომს, მოგვენატრა, გვჭირდება და ველოდებით ისეთ ალბომს, ერთ მოსმენაზე რო თავს წაგაძრობს და ყოველ მოსმენაზე სიახლეებს რომ აღმოგაჩენინებს და 100 მოსმენის მერეც რო ვერ ძღები
მოკლედ On the backs of angels-ისგან განსხვავებით, ეს სინგლი ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს. ველოდებით უკიდურეს შემთხვევაში 24 სექტემბერს, კარგ შემთხვევაში ტორენტებზე ალბომის გაჟონვას