კურტ კობეინის ბიოგრაპია
შესავალი აბერდინი პატარა ქალაქია. სულ რაღაც 16 ათასი მოსახლით. ასი მილი აშორებს სიეტლიდან. უხ, რაღაცნაირი პირქუში, წვიმიანი ადგილია. აქ ფაქტიურად არაფერი ხდება. მხოლოდ ღამის სიჩუმეს თუ გაჰკვეთს ხოლმე იარაღის სისხლისგამყინავი ხმა. ტყვია კი, როგორ წესი, მისი მსროლელის საფეთქლისკენაა მიმართული. დეპრესია. ნიჰილიზმი. სუციდები - მოწყენილი ქალაქია რა.
რაღაცნაირად წააგავს ეს ყველაფერი დღევანდელ ქარიანი შემოდგომის საღამოს.
მოკლედ, ასეთი იყო დასახლება, სადაც 1967 წლის 20 თებერვალს დედამიწას მოევლინა ლამაზი, ქერა, ტრაგიკული ქუდბედის მქონე ბიჭუნა. ვენდი კობეინს და მის მეუღლე დონალდს შეეძინათ შვილი, რომელსაც ესოდენ ლაკონურად და უცერემონიოდ უწოდეს კურტი. ვენდი წარმოშობით გერმანელი იყო, დონალდი - ირლანდიელი. აი, რას ამბობს თავად კურტი: “დედაჩემი ყოველთვის ძალიან ნაზად მექცეოდა, მკოცნიდა ხოლმე, როცა სადმე მიდიოდა. აუ, მართლა მაგარი იყო... მერე ძაან გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ ბევრ ოჯახში სულაც არ არის მიღებული ასეთი ქცევა. შესანიშნავი დრო იყო...” ჩვენთვის კი არ წარმოადგენს საიდუმლოს, რა კოშმრად შემოტრიალდა მალე ეს “ღვთიური ხანა”.
ბავშვობაკურტის ოჯახი არც ისე შეძლებული იყო, მაგრამ მის ბავშვობას ბედნიერიც კი შეგვიძლია ვუწოდოთ. იგი განსაკუთრებით მიწებებული იყო დედიკოზე და ეს იდილია ვერც კიმმა დაარღვია - კურტის სამი წლით უმცროსმა დაიკომ. ჰე ჰე, რა ცინიზმია! სწორედ ეს ძვირფასი დედიკო გაწირავს მომავალში მას ხიდის ქვეშ ძილისთვის. პრინციპში, იქნებ არც არსებობდა სხვა გამოსავალი... ნუ, ამაზე შემდგომში. ახლა კი ჩვენი ისტორიის ძირითად ხაზს დავუბრუნდეთ.
კურტმა ორი წლის ასაკიდან დაიწყო მუსიკალური მონაცემების გამოვლენა. აღარ მოვყვები ბევრ ლაპარაკს მის დეიდებზე, ბიძებზე და მუსიკალურ სამყაროში ასე თუ ისე ჩართულ ადამიანებზე. ეს ისედაც ყველა მეტ-ნაკლებად საქმეში ჩახედულმა კაცმა იცის. მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ შვიდი წლის ასაკში კურტი უსმენდა დეიდამისის მიერ ნაჩუქარ ფირფიტებს: ტჰე ბეატლეს და ტჰე მონკეეს.
კურტი ზედმეტად აქტიური ბავშვი გახლდათ. იმდენად, რომ ექიმებთანაც კი დაყავდათ. “ჰიპერაქტიურობა” - ასე შეაფასეს მედიკებმა, მაგრამ ეშმაკმა იცის, ეს რას ნიშნავს, ასე, რომ დაიკიდეთ. ისე კი, ხშირად ცემდნენ სხვები, რადგან ზომა არ იცოდა და თამაშებსაც ზედმეტად სერიოზულად ეკიდებოდა. ცემა ცემად, თვითონ კი თვლიდა, რომ “ძალიან ბედნიერი ბავშვი იყო”. პრინციპში, ოჯახში პირველი შვილი გახლდათ და შვიდი დეიდა-ბიძის გარემოცვაში მუდამ ყურადღების ცენტრში იმყოფებოდა. თქვენ წარმოიდგინეთ, წარმოდგენებსაც კი მართავდა ხოლმე მათთვის. შვიდი წლის რომ იყო, მერი დეიდამ დიდი ბარაბანი აჩუქა, კურტმაც სწრაფად მიიმაგრა და დაიწყო ახლომახლო ქუჩების შემოვლა დოლის ბრახუნით და ბითლზის სიმღერების კივილით. “ჰიპერაქტიულობის” გარდა ჯანმრთელობის მხრივ სხვა პრობლემებიც ქონდა. მაგალითად, პატარაობიდან ქრონიკული ბრონქიტი სტანჯავდა...
კურტს დისკომფორტს უქმნიდა, მამაკაცები რომ ინტერესით უცერდნენ მის ლამაზ ქერა და ცისფერთვალება დედიკოს. ამის გამო ერთხელ პოლიციელსაც კი ეჩხუბა. საერთოდ, აღსანიშნავია, რომ ბავშვობიდანვე არ უყვარდა პოლიციელები. სულ რაღაც სამი წლის ასაკში მათი დანახვისას არც თუ ისე სასიამოვნო ტექსტის მქონე სიმღერას იწყებდა, მოგვიანებით კი უკვე კოკა-კოლის დაჭეჭყილ ქილებს ესროდა წესრიგის დამცველთა მანქანებს. ამავე ასაკში კურტმა ოპერატიულად შეითვისა ესოდენ აუცილებელი ჟესტი - შუა თითის წინ წამოწევა. სულ მეღიმება, როცა წარმოვიდგენ, როგორ აჩვენებდა შუა თითს ქუჩაში გამვლელებს მანქანის უკანა სავარძელზე მჯდარი პაწია კურტი - ჭეშმარიტად ბედნიერი იყო მისი ღრმა ბავშვობის ხანა.
მეორე კლასში იყო კურტი, როცა ნათელი გახდა - საკაიფოდ ხატავდა. თუმცა თვითონ ვერაფერს ხედავდა თავის ნახატებში მოსაწონს. ერთხელ ჰელუინის ზეიმიდან დაბრუნებულმა სკოლის გაზეთის ეგზემპლარი მოიტანა, სადაც პირველ გვერდზე მისი “შედევრი” იყო გამოჭიმული. ეს პატივი კი, როგორც წესი, ჰა-ჰა მეხუთეკლასელებს თუ ხვდებოდათ ხოლმე წილად. ანუ ეს იყო კურტის მიერ დატრიალებული პირველი მინირევოლუცია - მაგრამ თვითონ საშინლად უკმაყოფილო გახლდათ, ეჩვენებოდა, რომ ნახატში რაღაც რიგზე ვერ იყო. ვენდი იხსენებს: “მისი დამოკიდებულება უფროსებთან სწორედ ამის გამო შეიცვალა. ყველა ეუბნებოდა, რომ მოსწონდა მისი ნამუშევარი, ის კი მუდამ უკმაყოფილო იყო”
უცნაური ბავშვი გახლდათ, მე მაგალითად, პირიქით მემართებოდა ხოლმე
მესამე კლასელ კურტს უკვე სურდა, რომ როკ-ვარსკვლავი გამხდარიყო. ყველგან და ყოველთვის თავის პატარა პლასტმასის გიტარაზე უკრავდა - ბითლზების მუსიკის ფონზე. მაგრამ, ცოტა ხნის შემდეგ, იგი გაიტაცა დიადმა ოცნებამ კასკადიორობაზე... ერთხელ ეზოში დაახვავა უამრავი ლეიბი და ბალიში და სახლის სახურავიდან გადმოხტომას აპირებდა (რამ შეაჩერა, ისტორიისთვის უცნობია. იქნებ გადმოხტა კიდეც და რაიმე ტრამვაც გაიჩალიჩა).
ხანდახან პატარა კურტი ბიძია ჩაკსაც შეუვლიდა ხოლმე. მას თავისი როკ-ჯგუფი ჰყავდა და სარდაფშიც მთელი სტუდია ქონდა მოწყობილი. ჩაკი დააჭერინებდა დიშვილს მიკროფონს და რაიმე ჩანაწერს ჩაურთავდა. ვენდის შემორჩა კასეტა, რომელზეც ოთხი წლის კურტის ხმაა ჩაწერილი. ჩანაწერში იგი მღერის, ხოლო როცა გონია, რომ არავინ უსმენს, მიკროფონში ჩუმად ამბობს “ნიპრილიჩნი” სიტყვებს, რომელთა დაკონკრეტებისგან, თქვენის ნებართვით, თავს შევიკავებ.
ერთხელ მშობლებმა კურტს პატარა დასარტყამი მოწყობილობა აჩუქეს, სახელად - მიკი მაუსი. იგი მაშინათვე “ჩაუჯდა” თავის ახალ საკუთრებას და სკოლის შემდეგ, მანამ ურახუნებდა ჯოხებს საბრალო “მიკის”, სანამ საბოლოოდ არ გატეხა.
ვენდი კარგად ფლობდა ხელოვნებას წარმოეჩინა რამე უკეთ, ვიდრე სინამდვილეში გახლდათ. ამიტომ, არც თუ ისე დიდი ფინანსური შესაძლებლობების მიუხედავად, მისი შვილები საუკეთესოდ იყვნენ ჩაცმულები მთელ ქალაქში. კურტს ყოველ დილით გულდასმით ვარცხნიდა და იმ სვიტერსაც კი არაფრის დიდებით არ ახდევინებდა, რომელზეც ბავშვს ალერგია ჰქონდა, მაგრამ, სამაგიეროდ, “კარგად ეჯდა ტანზე”. საბრალო პატარა კურტი. როგორ არ შეეფერებოდა მის ხასიათს მთელი ეს ვიზუალურობისადმი ყურადღებები. ვენდი არც იმის უფლებას აძლევდა შვილებს, რომ საეჭვო ოჯახის მქონე თანატოლებთან ემეგობრათ. ძალიან მომწონს კურტის სიტყვები ამასთან დაკავშირებით, რომ როგორც შემდეგ მიხვდა, ეს ხალხი იყო “გაცილებით უფრო მაგარი ტიპები - ვიდრე მაღალი კლასის წარმომადგენელი ბავშვები - უფრო მიწიურები, უფრო ჭუჭყიანები”.
მესამე კლაში რომ გადავიდა, დასარტყამი ინსტრუმენტების გაკვეთილებზე დაიწყო სიარული. “მინდოდა, რინგო სტარი ვყოფილიყავი. ისე ლენონი უფრო მომწონდა - ოღონდ ლენონი “უდარნიკებზე”-იხსენებს მოგვიანებით კურტი. ერთი პერიოდი სკოლის გუნდშიც უკრავდა, მაგრამ ნოტებს ვერაფრით ვერ სწავლობდა. ელოდებოდა, სანამ მის წინ მჯდომი ბიჭი მთელ სიმღერას შეისწავლიდა და მერე მისი მიბაძვით მოქმედებდა.
1974 წელს შვიდიოდე წლის კურტმა დედას სთხოვა, მისთვის საშობაოდ ხუთ დოლარად ღირებული სათამაშო პისტოლეტი ეჩუქებინა და გააფრთხილა, რომ სხვა საჩუქარს კატეგორიულად არ მიიღებდა. ეგებ მაშინ იგრძნო პირველად ვენდიმ, რამდენად პრობლემური შვილი ეზრდებოდა...
უღრუბლო ბავშვობის ხანა 1975 წელს დასრულდა, როდესაც კურტის მშობლები განქორწინდნენ. ვენდის და დონალდს პრობლემები ქონდათ: ქმარი ძირითადად დროს ბეისბოლსა და კალათბურთს უთმობდა, ცოლი კი დარწმუნებული არ იყო, ოდესმე მაინც თუ უყვარდა ეს კაცი.
ახლა ორივე აღიარებს, რომ ერთმანეთთან ბრძოლაში ხშირად ბავშვებსაც იყენებდნენ. როგორც არ უნდა ყოფილიყო, ფაქტია, რომ ამ მოვლენის შემდეგ კურტი რადიკალურად შეიცვალა - მოღუშული, ბოროტი და დამცინავი გახდა. თავისი ოთახის კედლები შემდეგი წარწერით მორთო: “მე მეზიზღება დედა, მეზიზღება მამა, მამას ეზიზღება დედა, დედას ეზიზღება მამა. არის ამაში რაღაც სადარდებელი”. წარწერის ქვევით კი ტვინი მიახატა - უზარმაზარი კითხვის ნიშნით. ეს ნახატი დღემდე შემორჩა, ისევე, როგორც ლედ ზეპპელინ-ის და ირონ მაიდენ-ის ლოგოტიპები. კურტი ამბობს, რომ ამ პერიოდში მისი ცხოვრებიდან თითქოს ნათელი გაქრა, რომელიც შემდგომში ვეღარაფრით დაიბრუნა: “მახსოვს, უეცრად სულ სხვა ადამიანად ვიქეცი. ვგრძნობდი, რომ აღარ შემეძლო სხვა ბავშვებთან ურთიერთობა, რადგან მათ მშობლები ყავდათ, მე კი - არა. ძალიან ვბრაზობდი მშობლებზე, რომ ვერ შეძლეს, თავიანთ პრობლემებს გამკლავებოდნენ. მთელი ბავშვობა მათი გაყრის შემდეგ საკუთარი დედ-მამის მრცხვენოდა...”
ისიც უნდა ითქვას, რომ კურტს არც მანამდე ქონდა მამასთან ძალზედ ახლო ურთიერთობა. პირიქით, ნერვებს უშლიდა მისი სიყვარული სპორტისადმი და სრული სიუცხოვე ხელოვნებასთან. მათ ინტერესებს შორის იმხელა სხვაობა იყო, რომ ხანდახახან კურტს ისიც კი ეჩვენებოდა, თითქოს ნაშვილები იყო.
ხატვის ნიჭი და განვითარებული ინტელექტი კიდევ უფრო ართულებდა პრობლემას. როგორც თვითონ ამბობს, ათ წლამდე არ გრძნობდა თავს სხვა ბავშვებისგან განსხვავებულად, მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა აღმოაჩინა, რომ ხატვით გატაცება და მუსიკისადმი დაუოკებელი ინტერესი მის გაუცხოებას იწვევდა. 12 წლის ასაკში მთლიანად მოიცვა ამ განცდამ და დარწმუნებულმა, რომ ვერასდროს ვერავინ გაუგებდა, მეგობრების ძებნასაც კი თავი ანება.
მშობლების გაყრის სემდეგ გარკველი პერიოდი დედასთან ცხოვრობდა, მაგრამ ვერაფრით ვერ შეეგუა ვენდის ახალ “მეგობარს”, რომელიც მართლაც პარანოიდული შიზოფრენიით იყო დაავადებული. გართულებების თავიდან აცილების მიზნით დედამ მამასთან გაგზავნა საცხოვრებლად. დონალდსაც ახალი ოჯახი ყავდა - ცოლი და ორი გერი, რომელთაც კურტი პირდაპირ ვერ იტანდა.
აქვე მოვყვები ერთ პატარა ისტორიას კურტის ბავშვობიდან: მამამისს პირდაპირ იდეაფიქსი ქონდა, რომ მისი შვილი სპორტსმენი უნდა გამხდარიყო. ამიტომ, სანამ ჯერ კიდევ ქონდა გავლენა ბავშვზე, ბრძოლების სასწავლებლად შეიყვანა. კურტს თავიდან მოწონდა კიდეც ეს, რადგან საბრძოლო ხალიჩაზე საშუალება ეძლეოდა, თავისუფლება მიენიჭებინა მთელი თავისი აგრესიისათვის. მაგრამ ერთხელ,გადამწყვეტი შეჯიბრის დღეს რაღაც ბუნტისმაგვარი ჩაიფიქრა. დონალდი ტრიბუნებზე იჯდა და ამაყად ელოდა შვილის გამოჩენას. “მე ვიდექი, მამას ვუყურებდი და სასტვენის მოლოდინში ვიღიმოდი - იხსენებს კურტი - პირდაპირ მას ვუყურებდი. სასტვენის ხმა რომ გაისმა, უცებ ფარ-ხმალი დავყარე, გულზე ხელი დავიკრიფე და მოწინააღმდეგეს საშუალება მივეცი, უბრძოლველად დავეწვინე და მუხლი დაეჭირა ჩემთვის. როცა ზედიზედ ოთხჯერ მოვიქეცი ასე, მამამ დარბაზი დატოვა...”
ერთხელ დონმა შვილი სანადიროდ წაიყვანა. მაგრამ როგორც კი ტყეში აღმოჩნდნენ, კურტმა მანქანაში დარჩენა ამჯობინა და მთელი დღე იქ გაატარა მონადირეების ლოდინში. როგორც მოგვიანებით იხსენებს, სწორედ მაშინ იგრძნო, რომ “ცხოველების ხოცვა არ შეიძლება, მითუმეტეს გართობის მიზნით” “ეს გაცნობიერებული არ მქონდა და ზუსტად არც ვიცოდი, უბრალოდ ვგრძნობდი, რომ არ მსურდა იქ ყოფნა, სადაც ცხოველებს კლავდნენ”.
ამავე პერიოდში კურტს საშუალება მიეცა, ტჰე ბეატლეს-ა და ტჰე მონკეეს-გან განსხვავებული მუსიკა მოესმინა. კერძოდ, ისეთი როკ-ჯგუფების ალბომები დაითრია, როგორიც გახლავთ ლედ ზეპპელინ, აეროსმიტჰ, ბლაცკ საბატჰ და კისს.
მალე დონს მოთმინების ფიალა აევსო და კურტმაც წანწალი დაიწყო აბერდინსა და მონტესანოს შორის - ცხოვრობდა ხან დეიდა-ბიძიებთან, ხან მამამისის მშობლებთან.
მოზარდობის ხანა “ყოველთვის ვმერყეობდი ორ სურვილს შორის. ერთის მხრივ, მინდოდა, ყველასთვის მეჩვენებინა, თუ რა შესაძლებლობების პატრონი ვიყავი, მეორე მხრივ, ეს საერთოდ არ მსურდა. არის ამაში რაღაც დამაბნეველი. მიხარია, რომ სწორედ ამ დროს მივედი პანკ-როკამდე, რადგან იგი დამეხმარა, განმესაზღვრა ჩემი ღირებულებები და საბოლოოდ გამერკვია, რა ტიპის ადამიანი ვიყავი.” - კურტ კობეინი
როდესაც თოთხმეტი წელი შეუსრულდა, ბიძია ჩაკმა ელექტრო გიტარა აჩუქა, ათ ვატიანი პატარა გამაძლიერებლით. კურტმა მაშინათვე მიატოვა დასარტყამი ინსტრუმენტები და მთლიანად გიტარაზე გადაერთო. ერთ კვირაში უკვე უკრავდა გარკვეულ კომპოზიციებს აც/ცდ-ს რეპერტუარიდან. მისი პირველი მასწავლებელი გახდა ჩაკის ჯგუფის მუსიკოსი - უორენ მეისონი.
დაახლოებით ამ პერიოდში კურტმა ჟურნალიდან შეიტყო ისეთი ჯგუფის არსებობის შესახებ, როგორიცაა სეხ პისტოლს. იგი პანკ-როკის იდეამ შეიპყრო. სამწუხაროდ, აბერდინის მუსიკალურ მაღაზიებში არცერთი მსგავსი მიმდინარეობის დისკი არ მოიძებნებოდა, ამიტომ კურტმა თავის ოთახში თვითნებურად დაიწყო ისეთი კომპოზიციების შეთხზვა, რომელიც, მისი აზრით, პანკ-როკს უნდა მგვანებოდა, თავისივე თქმით “სამი აკორდი, ბევრი ყვირილი”. სხვათაშორის, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს აზრი არც ისე შორს იყო ჭეშმარიტებისაგან. რამოდენიმე წლის შემდეგ, როცა კურტმა, როგორც იქნა, მოისმინა ცლასჰ-ის ალბომი, ცოტა არ იყოს, იმედგაცრუებული დარჩა, რადგან სრულიად სხვაგვარად წარმოედგინა პანკ-როკი. როგორც შემდეგ იხსენებს, მისი პირველი მუსიკა “ლედ ზეპპელინს წააგავდა, ოღონდ უფრო უხეში იყო. ყველანაირად ვცდილობი, მეტად აგრესიული, მეტად ბოროტი გამეხადა.”
პ.ს ჩემი ნათარგმნი არ არის This post has been edited by Kupra on 9 Jan 2008, 16:50