აი ამ პატარა, ბავშვურ ენაზე დაწერილი ასე ვთქვათ მოთხრობა, მინდა თქვენც გადმოგცეთ. ბავშურ ენაზე მხოლოდ იმიტომ რომ კობეინი თაცის ცხოვრების ბოლომდე ბავშვი იყო.1994 წლის 1 მარტს როკ-ჯგუფმა ნირვანამ, გერმანიის ქალაქ მიუნჰენში თავისი უკანასკნელი კონცერტი გამართაევროპის სხვა დიდ ქალაქებში დაგეგმილი კონცერტები გაუქმდა.
ცოტა ხანში ჯგუფის სოლისტი კურტ კობეინი თვითმკვლელობის მცდელობის გამო რომის ერთ-ერთ ჰოსპიტალში მოხვდა შემდეგ ლოს ანჯელესის ნარკოლოგურ კლინიკაში გადაიყვანეს. 4 აპრილს კლინიკიდან გაიქცა და შინ, სიეტლში ჩაფრინდა. სურდა აუტანელი დეპრესიისა და მუცლის მრავალწლიანი გაუსაძლისი ტკივილისთვის ბოლო მოეღო...
" რასაც ახლა მოგწერ ვიცი გამიგებ.მუსიკას ვწერ,მუსიკას ვისმენ, ვერაფერს ვგრძნობ. განებს ვუყვარვარ, მათ შეძახილს ყურთასმენა მიაქვს. მე ეს უკვე აღარ მაღელვებს. ამის გამო თავს დამნაშავებ ვგრძნობ. ალბათ ერთ - ერთი იმ ნარცისთაგანი ვარ ვინც შვებას მარტოობაში პოულობს.... საკმაოდ გაუწონასწორებელი, საკუთარ განწყობაზე დამოკიდებული ადამიანი აღმოვჩნდი.
მშვიდობა, სიყვარული, და საუკეთესო სურვულები..." ეს წერილი კურტ კობეინმა თავის ცოლს კორტნის მისწერა. შემდეგ თავისი სახლის ორანჟერეაში შევიდა.ახალშეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი REMINGTON M -11 აიღო და მშვენიერი ორქიდეების გვერდით თავი მოიკლა.
ოთახში პოლიციელები შემოვარდნენ.კორტნიმაშინვე ყველაგერს მიხვდა და შეშინებულმა იკითხა
-- როგორ მოხდა?!
-თავი იარაღით მოიკლა
ორი დღე ღამის განმავლობაში კორტნი გონს ვერ მოეგო.ის მას მოსვლას სთხოვდა ლანძღავდა აგინებდა და ეხვეწებოდა.
კობეინს საკუთარი დეპრესია უყვარდა კიდეც მუსიკის წერა მსა მხოლოდ ამ მდგომარეობაში შეეძლო. და მან დაწერა კიდეც
" i hate myself, and i want to die" ამ სიმღერის შექმნის შემდეგ გარკვეული პერიოდი ბედნიერად ცხოვრობდა.არაფერი აწუხებდა. საყვარელ ქალიშვილთან ფრენსისთან ერთად სეირნობდა. გაზეთში დაბეჭდილი სტატიები თუ როგორ იხსნიდნენ ვენებს ნირვანას სიმღერებით შთაგონებული ახალგაზრდობა, ამას მომღერალი ხშირად კითხულობდა და საკუთარი თვალით ხედავდა როგორ იღუპებოდნენ მოზარდები რომლებიც კონცერტების დროს იქვე იღებდნენ ნარკოტიკს.
კობეინმა ჩათვალა რომ მის არსებობას აღარაფერი ამართლებდა.ცხოვრებამ აზრი დაკარგა.
ნირვანას ბიჭები პომპეზურ როკერებს არ გავდნენ. ტყავის მოტკეცილი შარვლების ნაცვლად, ჯინსი და უხეში ქსოვილისგან მოქსოვილი კუბოკრული პერანგები ეცვათ. ისინი საოცრად ბუნებრივები იყვნენ.
"მინდა ისეთ გოგონას შევხვდე, ვისთანაც იდილიაში არაერთ წელიწადს გავატარებ. სიმშვიდე და მყარი ურთიერთობები მენატრება. ინტრიგები და ერთთვიანი რომანები მომბეზრდა. ასეთი "მსუბუქი" კავშირები არ მხიბლავს. განაცხადა კობეინმა.
კობეინი ჰეროინს ხველების საწინააღმდეგო სიროფში ურევდა და ისე იღებდა. სიროფი ბრონჰიტის შემოტევას და მუცლის ტკივილს ხსნიდა. ხოლო ჰეროინი დეპრესიას შველოდა. გაუჩერებლად ეწეოდა სიგარეტს. ძალიან ფერმკრთალი იყო. წარმოუდგენლად მტანჯველი ერთთვიანი დიეტის მიუხედავად კორტნი კობეინზე ათი კილოგრამით მეტს იწონიდა.
წლინახევრის შემდეგ 1992 წლის 24 თებერვალს დაქორწინდნენ ეს ჰავაიზე მოხდა. კურტს მწვანე პიჟამა ეცვა, კორტნი კი სიეტლელი მსახიობი ქალის ფრენსის ფერმერის ძველ კაბაში გამოწყობილიყო. კურტს გრანდიოზული ცერემონიის ჩატარება არ სურდა. ამერიკაში დაბრუნებულმა ჟურნალისტებს უთხრა
"__
სიყვარულით მოცული ვარ, ზოგჯერ ისიც კი მავიწყდება რომ ჯგუფი მყავს. გაინტერესებთ, კორტნის გამო მუსიკას მივატოვებდი თუ არა? არც დავფიქრდებოდი " ! - კორტნი იქვე იდგა და მეუღლის სიტყვებს გაღიმებული უსმენდა.
მაგრამ ერთ დროს ყველასათვის შესაშური იდილია ისეც მწუხარებაში გადაიზარდა. კურტს და კორტნის ძალიან ეშინოდათ რომ მათი ბავშვი ჯამრთელი ვერ დაიბადებოდა.
ექიმებმა კორტნის არაერთი გამოკვლევა ჩაუტარეს და მშობლებს განუცხადეს - ბავშვი სრულიად ჯამრთელია. ახლა ყველაფერი თქვენზეა. კორტნიმ და კურტმა ცხოვრების რადიკალურად შეცვლა გადაწყვიტეს. კორტნი სამშობიაროში დაწვა. კურტი - ნარკოლოგიურ განყოფილებაში გადაწყვეტილება მტკიცე და ურყევი იყო: " ჰეროინზე დამოკიდებული აღარასდროს ვიქნები, ეს კოშმარი სამუდამოდ დასრულდება" კურტი მთელ სხეულში აუტანელ ტკივილს გრძნობდა. ითმენდა. ზოგჯერ თავს ძალას ატანდა და ცოლის პალატისკენ მილასლასებდა. მის სასთუმალთან ჯდებოდა და ტკივილისგან ტირილს იწყებდა

.
და როდესაც უკან თავის პალატაში მოდიოდა, გზაში გონი დაკარგა და დაეცა...
მეორე დღე მან პისტოლეტით თავის მოკვლა სცადა, იარაღი სასწრაფოდ ჩამოართვეს ის კი ნაბწირული ხმით ყვიროდა"
---
გაიგეთ, ამ ჯოჯოხეთს, ამ ტკივილს ვერ ვუძლებ, რაც მთავარია შვილი მყავს, სიცოცხლე გრძელდება, მე კი გამიშვით როდესაც ფრენსისი დაიბადა და როვა დარწმუნდნენ რომ გადარჩნენ მათ ახალი ცხოვრება დაიწყეს. სახლი იყიდეს, ორანჟერეაში ორქიდეები მოაშენეს. გოგონას არაფერს აკლებდნენ. მშობლები მისთვის სიმღერებს წერდნენ, ყველგან თან დაჰყავდათ. ცნობილი ჟურნალ - გაზეთების პირველ გვერდებზე ოჯახის ბედნიერი სურათები იბეჭდებოდა.
ერთ თვეში კობეინი ნარკოტიკებს დაუბრუნდა.
კორტნი მას ყველანაირი უსიამოვნებისგან იცავდა. ხშირად ფულის გარეშე ტოვებდა რომ ნარკოტიკი ვეღარ შეეძინა. ერთხელ თაყვანისმცემელთა წერილების მთელი დასტა გადასცა
ისინი უარს სთხოვდნენ უარი ეთქვა ნარკოტიკებზე. "
თქვენ თუ აღარ იქნებით, ჩვენ როგორღა ვიცოცხლოთ?. შემდეგ კორტნიმ ნირვანას დანარჩენი ირო წევრი მიიწვია. ახლა მეგობრები სთხოვდნენ დაბრუნებოდა ნორმალური ცხოვრების წესს. მოლაპარაკები საათობით გრძელდებოდა. ზოგჯერ კი მუქარაშიც გადადიოდა.
-----
ტუკი თავს ხელში არ აიყვან, ჯგუფიდან წასვლა მოგიწევს, დაგივიწყებთ და აღარასოდეს გნახავთ.
ყოველი მცდელობა ამაო იყო. კურტი ჩუმად იჯდა და გამუდმებით ტიროდა. იგი კვლავ ფიქრობდა თუ როდის ჩაიკეტებოდა აბაზანაში და მორიგ დოზას გაიკეთებდა. მთელი კვირა გადიოდა ისე რომ საწოლში არ წვებოდა. გამუდმებით ეწეოდა სიგარეტს, სწრაფი ნერვიული ნაბიჯით აწეთ იქით დადიოდა. გონება არეული ჰქონდა...
კორტნის იმედი გადაეწურა, მიხვდა ქმარს ვეღარ შველოდა.
ხანგძლივი თხოვნა მუდარის შემდეგ კობეინი ლოს - ანჯელესის
სპეციალიზებულ კლინიკაში დააწვინეს. კორტნიც ქმართან ერთად გაფრინდა. კლინიკასთან ახლომდებარე სასტუმროს ნომერი აიღო და დაბინავდა. რამდენიმე დღის შემდეგ კურტმა ცოლს დაურეკა და უთხრა: "
რაც არ უნდა მოხდეს იცოდე რომ მიყვარხარ. კორტნი მიხვდა რომ რაღაც ხდებოდა. ამასობაში კურტმა მომვლელ ქალ უთხრა: "
სიგარეტის მოსაწევად გავალ". საავადმყოფოდან გავიდა და სიეტლში გაფრინდა.
შეშინებულმა კორტნიმ კურტის ძებნაში მთელი ლოს - ანჯელესი გადაატრიალა. მისი საკრედიტო ანგარიშის ნომერი დაბლოკა. ნარკოტიკების შეძენის ყველა გზა გადაუკეტა. იგი ყველგან ეძებდა ხან ნარკოდილერებთან, ხანაც მეგობრებთან...
ამასობაში კურტი თავის ორანჟერეაში, შევიდა ჩახმახს გამოჰკრა
და, სამუდამო სიმშვიდე მოიპოვა.
კობეინის სიკვდილით მისი ორი უსაყვარლესი ქალის , ცოლისა და შვილის ცხოვრება დაინგრა. მიუხედავად იმისა რომ კორტნიმ ჯერ პრემია "გრემი" აიღო, შემდეგ მილიონტირაჟიანი დისკები გაყიდა, და ფილმში, "ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ" საუკეთესოდ შესრულებული როლისატვის არაერთი ჯილდო მოიპოვა. მაგრამ წარსულისგან მაინც ვერ განთავისუფლდა. მან სიეტლის სახლი გაყიდა და საცხოვრებლად ლოს - ანჯელესსი გადავარგდა.
ნარკოტიკმა კორტნის ცხოვრება მთლიანად წაიღო. პატარა ფრენსისი მშობლების გარეშე დარჩა.კორტნისთვის დედობის უფლების ჩამორთმევა არაერთხელ სცადეს. დღეს მისი გოგონა ბებიასთან ცხოვრობს. მშობლების ტრაგიკული სიყვარულის ისტორიის შესახებ დღემდე არ იცის. ზოგჯერ ტელეეკრანებზე მისი პოპულარული დედიკო გამოჩნდება. პოლიციელს მისთვის ხელკავი აქვს გამოდებული და განყოფილებაში მიჰყავს. ის კი რაღაცას ყვირის, იგინება ილანძღება...
გაჩეჩილი ქერა თმა აქვს, ხასხასა წითელი ფერის პმადა უსვია, და მოხდილი კაბა აცვია
საცოდავად გამოიყურება...
მიმაგრებული სურათი