erttetriani samepo chai
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 984
წევრი No.: 19939
რეგისტრ.: 25-May 06
|
#3135818 · 26 May 2006, 22:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
es tqven NIRVANA - SOUND OF SEATTLE 90 იანი წლების ბრიტანული პრესა მოცული იყო ისეთი ჯგუფებით როგორებიც იყვნენ Soundgarden, Pearl Jam, REM , MudHoneY , Sonic Youth. ეს უკანასკნელი ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა, და იყვნენ კიდევ რამოდენიმე "იატაკქვეშა" ჯგუფები, მაგალითად Walkabouts , Swallow , Nirvana... მაგრამ ამ წინადადებამ აზრი დაკარგა 1991 წელს, როდესაც გამოვიდა ალბომი NEVERMIND- ეს იყო იმ დროის უდიდესი გადატრიალება. ეს იყო ნამდვილი სასწაული. ახალგაზრდებისათვის ზედგამოჭრილი ალბომის პირველი სიმღერა Smells Like Teen SpiriT ბილბორდების ჩარტებში 17 კვირის მანძილზე პირველ ადგილას იყო, სიეტლის ქუჩებში კი რაღაც საოცრება ხდებოდა, ყველას პირზე ეკერა - NIRVANA , NIRVANA, NIRVANA..... მაგრამ ხალხი უფრო გაოცდა მაშინ, როცა ამ ჯგუფის წევრებს გაეცნო. უბრალო ბიჭები, რომლებიც სულაც არ ჰგავდნენ სხვა ლეგენდარულ როკერებს, მათ ტყავის შარვლებისა და წითელი მოტკეცილი პიჯაკების მაგივრად უხეში ქსოვილისაგან შეკერილი ტანსაცმელი ეცვათ. ერთი სიტყვით თვალის დახამხამებაში დაიმსხვრა როკის კულტურა და ახალი ტენდენცია წამოვიდა. ეს იყო რაღაც საოცარი, უფრო უბრალო და ამავე დროს ყველაზე დიადი... ნირვანას მუსიკითა და უბრალოებით აღფრთოვანებული ახალგაზრდებისათვის ეს იმ დროისათვის ზედგამოჭრილი იყო, და მალე ამ პატარა ჯგუფმა მთელი მსოფლიო დაიპყრო. ხალხი ფიქრობდა რომ ჯგუფის ვოკალისტმა კურტ კობეინმა სპეციალურად აირჩია ასეთი უბრალო , სევდიანი და ამავე დროს პანკური სტილი, რომ დიდი პოპულარობა მოეპოვებინა როკისტ მოზარდებში, მაგრამ შემდეგ ნირვანას კონცერტებიც მომრავლდა და უმეტესობა, ვინც ასე ფიქრობდა , ყველამ საკუთარი თავი დაინახა ამ უბრალო ქერათმიან ბიჭუნაში. იმ დროისათვის ყველაზე პოპულარული ჯგუფი Guns'N'Roses უცებ დაიჩრდილა და აღარავის ახსოვდა, ნირვანას კონცერტებზე კი გაოგნებული ფანები პირდაპირ კონცერტზე იხსნიდნენ ვენებს. კობეინს ამის გამო გაუთავებელი დეპრესია სჩირდა. ყველა ხვდებოდა რომ ამ სუსტი აღნაგობისა და ულამაზესი გამოხედვის მქონე ბიჭუნას შიგნით ძალიან მგრძნობიარე ადამიანი იმალებოდა. და მან ასეთი წარმატება სწორედ გულწრფელობითა და უბრალოებით მოიპოვა, განსხვავებით AXL ROSES-ი, რომელიც სცენაზე დადგმული შოუებითა და დაყენებული მანერებით აჯადოვებდა მსმენელს. ამის გამო აქსელმა დიდი კონკურენტი დაინახა კობეინში, და ცდილობდა ყველა ტურნეზე გამოსულიყო, სადაც ნირვანა ღებულობდა მონაწილეობას. მიუხედავად ამისა ნირვანა სულ უფრო და უფრო დიდი ხდებოდა. მალე კურტ კობეინმა ცოლად მოიყვანა სკანდალური გოგონა, კორტნი ლავი, რომელიც გრანჯ ჯგუფის HOLE-s ვოკალისტი იყო... ჟურნალისტებმა ის მაშინვე ურჩხულად შერაცხეს, წყვილს კი ბინძური ხმები დაუყარეს. ისინი ირონიული ღიმილით პასუხობდნენ პრესის ბინძურ ჭორებს. მერე კი მიხვდნენ რომ ნაცრისფერ მასასთან ვერაფერს გააწყობდნენ და კურტ კობეინმა და კორტნი ლავმა რამოდენიმე თვე კარჩაკეტილად გაატარეს სოფლის ფერმაში. თავიდან წყვილი ძალიან ნერვიულობდა, რადგან იყო იმის საშიშროება კორტნის ავადმყოფი ბავშვი გაეჩინა. პრესა კი ყველანაირად ცდილობდა შეურაცყოფა მიეყენებინათ მათთვის. სიეტლში კურტს და კორტნის "ნარჩენებს" ეძახდნენ, ლანძრავდნენ და აგინებდნენ. "ღმერთო ჩემო, ეს ბიჭუნა სახლში ქალის კაბითაც კი დადის!!!" პირზე ეკერათ ქალაქის მაცხოვრებლებს. მაგრამ სხვა ჯგუფებისაგან განსხვავებით კობეინი თითქმის ერთადერთი იყო, ვინც აგრესიას სექსუალურ ნიადაგზე არ გამოხატავდა. მოვუსმინოთ მაგალითად სიმღერა "Polly"-ს. "სიმღერა გოგონაზეა, რომელსაც იტაცებენ, ამცირებენ, აუპატიურებენ, შეურაწყოფას აყენებენ, მიწასთან ასწორებენ მაგრამ ქალის ბუნება ისეთი ძლიერია რომ ის უკან არ იხევს და პირდება იმას ვინც მოიტაცა რომ ყველაფერს შეუსრულებს, ოღონდ ხელები გაუხსნას... შემდეგ კი გარბის" თქვა კობეინმა, როდესაც სთხოვეს მას მოეყოლა თუ რაზეა ეს სიმღერა. მაგრამ ზოგმა ეს არასწორად გაიგო და კურტში დიდი ზიზღი გამოიწვია როდესაც გაიგო რომ ორმა ფანმა ეს სიმღერა გამოიყენა ქალის გაუპატიურების დროს. როდესაც კურტმა გადაწყვიტა სოფლის ფერმაში კარჩაკეტილად გაეტარებინა კორტნისთან ერთად რამოდენიმე თვე, აქსელ როუზმა ეს თავის წარმატებად ჩათვალა,რადგან ნირვანამ იმ პერიოდში ზედიზედ რამოდენიმე საკონცერტო ტურნე გამოტოვა. კურტი შემჯდარი იყო ჰეროინზე და ვერ ძლებდა მის გარეშე. კურტს ქონდა კუჭის წყლული, და ისეთი საშინელი ტკივილები ქონდა, რომ ჰეროინში ხველების სიროფს ურევდა და ისე იღებდა, რომ ტკივილი გაეყუჩებინა, ჰეროინი კი ალერგიას უხსნიდა. კორტნი ისე უვლიდა მეუღლეს როგორც პატარა ბავშვს. ცდილობდა არც ერთი წამიტ არ დაეტოვებინა უყურადრებოდ. ამიტომ როცა სამშობიაროში დაწვა, კურტიც გვერდით კლინიკაში დააწვინა, რომ არ გაეკეთებინა.კურტი ყველანაირად ცდილობდა თავი დაენებებინა ჰეროინისათვის დაჟურნალისტებს ეუბნებოდა: გაიგეთ მე მალე შვილი მეყოლება, იმედია გადავლახავ და მშვიდად ვიცხოვრებ. მაგრამ მას ისეთი გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა, ფორთხვით მიდიოდა ცოლის კარებთან და ტიროდა. * * * კურტ კობეინი დაიბადა 1967 წლის 20 თებერვალს ქალაქ აბერდინაში, ხოკიემთან ახლოს. წარმოიდგინეთ ისეთი ქალაქის მცხოვრებლად თავი, როგორიც აბერდინაა, რომელიც საერთოდ მოწყვეტილია გარესამყაროს და არანაირი კავშირი არ აქვს ცივილიზაციასთან. წარმოიდგინეთ და თქვენთვის საოცნებო გახდება დიდი ქალაქი. კურტი ამ ქალაქს ასე ეძახდა: " ჩრდილოეთის მკვდარი ქალაქი. იგი 100 მილითაა დაშორებული ნიუ იორკიდან თუ ლოს-ანჯელესიდან. აქ მცხოვრები ხალხის 90%მა არ იცის რა არის მუსიკა.. აქ მხოლოდ ალკოჰოლიზმი და გაუტავებელი დეპრესია სჩირთ. აი მათი დღის რეჟიმი: ხის ჭრა და ლოთობა, სექსი და ლოთობა. ლაპარაკი სექსზე და ისევ ლოთობა. მე კი არ შემეძლო გაძლება ამ ცხოველურ ადამიანებთან... ყველა შტატს თავისი აბერდინა აქვს" " მე მქონდა ძალიან ბედნიერი ბავშვობა, სანამ გავხდებოდი რვა წლის. რვა წლის შემდეგ ჩემი ცხოვრება ნაგვის ბუნკერს დაემსგავსა, მე გავხდი ძალიან მარტოსული და უცნაური." იხსენებს კურტი. როცა კურტი რვა წლის იყო მისი მშობლები დაშორდნენ და ბიჭუნა გასაზრდელად დაუტოვეს მოხუცებს. შემდეგ კურტი ხელიდან ხელში გადადიოდა და სამადლოდ იზრდებოდა ხან ერთ ნათესავთან, ხან მეორესთან. ამის გამო მას გაუთავებელი დეპრესია დაეწყო... იჯდა ხოლმე ოთახის კუთხეში და ტიროდა. რომ ვიგრძნოთ რას განიცდიდა პატარა კურტი, მოვუსმინოთ ნირვანას ერთ ერთ პოპლულარულ სინლს- "Sliver". " ეს სიმღერა ბავშვზეა, რომელიც კუთხეშია მიყუჟული და ვერ ხვდება რა ხდება, მისი დედ-მამა სადღაც წავიდნენ უკვე რამოდენიმე დღეა და ბავშვი გასაზრდელად მიუგდეს მოხუცებს. მას ძალიან ეშინია, ბებიას სთხოვს დედასთან წაყვანას მაგრამ ამაოდ.... " ამბობს კობეინი. დედა, უენდი ო ქონორი იხსენებს: "იგი იყო ძალიან უცნაური და ამავე დროს სიცოცხლით სავსე ბავშვი.როცა იყო 3 წლის, ყოველ დილით, სიხარულით წამოხტებოდა ხოლმე ლოგინიდან, ბედნიერი იმით რომ კიდევ ერთი საცხოვრებელი დღე იყო წინ. შემდეგ მე ის მიმყავდა საყიდლებზე, სადაც ხმამაღლა მღეროდა, შემდეგ კი ხარობდა გარშემორტყმული ხალხით. მაგრამ როდესაც ჩვენ ის მოვატოვეთ და დავშორდით , იგი დამხვდა მთლიანად შეცვლილი... ის აღარ ლაპარაკობდა და მთელი დღე ოთახში იყო ჩაკეტეილი, უსმენდა მუსიკას. ის ძალიან შეიცვალა" სკოლაში კობეინი ითვლებოდა ძალიან უცნაურ და სხვანაირ ბავშვად. იგი სკოლის ფორმას ხევდა ხოლმე და ასე დადიოდა სკოლაში.არასოდეს ურთიერთობდა გოგონებთან, რადგან როგორც თვითონ ამბობდა ყველა მისი სკოლელი გოგონა ერთნაირი იყო, ყველას ერთნაირი "დურაკული" ვარცხნილობა ქონდა და არავინ უსმენდა მუსიკას. ამის გამო, სკოლაში თვლიდნენ რომ კობეინი იყო ცისფერი. მას კი გამოგონილი ჰყავდა მეგობარი გოგონა "BODY" რომელსაც ფანტაზიებში ელაპარაკებოდა და წერილებს სწერდა. უმღეროდა სიმღერებს. " აბერდინაში მე მეგობრები ვერ ვიპოვე, არავინ იყო ჩემნაირი. აქ არავის მოსწონს ის მუკისა, რასაც მე ვუსმენ. აქ მხოლოდ უაზრო ხის ჭრით ერთობიან. მე ვერასოდეს ვხვდებოდი, რატომ არ მინდოდა ვმდგარიყავი სკოლელ ბიჭებთან ერთად და მათთან "მებლატავა". შემდეგ მივხვდი, მე არ შემეძლო გამომენახა მათთან რაიმე საერთო... მათთვის არ არსებობს არც მუსიკა, არც კულტურა" იხსენებს კურტი. იყო პერიოდი, როცა კურტი მამასთან ერთად ვაგონში ცხოვრობდა, როდესაც გამოექცა მოხუცებს. ორი წელი მან ფურონში იცხოვრა, მამამისი იყო ავტომექანიკოსი, მანქანებს აკეთებდა და თავს ამით ირჩენდა. იმ პერიოდში კურტი სულ უფრო და უფრო მეტად უსმენდა Beatles და ჯგუფის ჩამოყალიბებაზე ოცნებობდა. შემდეგ კურტი გაიტაცა პანკ მიმართულებამ. " იმ დროისათვის ეს ისეთი ახალი რამ იყო, და იდეოლოგიურად საინტერესო, მე მაშინვე დავინტერესდი ამით. აბერდინაში პანკზე წარმოდგენა არ ჰქონდათ. მე ერთ ერთ ჟურნალში მივაგენი ინფორმაციას ამ მიმდინარეობაზე და მაშინვე დავიწყე ძებნა. შემდეგ აბერდინაში გამოჩნდნენ "The melvins" რომლებიც არავის არ მოსწონდა. ისინი გამოდიოდნენ თავისუფლად, მიუხედავად იმისა მოსწონდა თუ არა ხალხს მათი სტილი. აბერდინაში ხალხმა მაშინვე კრიტიკა დაუწყო ამ ჯგუფს, რადგან ეს იყო რაღაც ახალი, განსხვავებული და პროტესტული. მე მაშინვე მომეწონა ისინი, მე დავსდევდი მათ,დავდიოდი მატ რეპეტიციებზე, დავყვებოდი და ყველანაირად ვცდილობდი მიმებაძა მათთვის ყველაფერში, სექსუალური ცხოვრების გარდა. " Melvins-ების ვოკალისტმა, buzz ozbourne-მა მაშინვე შეამჩნია კურტი და მალე თავის მოსწავლედაც აქცია. melvins-ები გრანჯ ჯგუფს წარმოადგენდნენ. როცა შეიკრიბნენ ჯგუფის წევრები და დაიწყეს მსჯელობა თუ რა დაერქვათ ჯგუფისათვის, ვერავინ ვერაფერი მოიფიქრა. უცებ ტელევიზორში გამოაცხადეს რომ ვირაც კაცი, სახელად მელვინი შეპარულა უნივემაღში და რაღაცეები მოუპარავს. ბაზ ოზბორნმა მაშინვე ეს სახელი დაარქვა ჯგუფს. "მელვინები" ბაზმა კურტს უშოვა ფირფიტა, სადაც იყო ჩაწერილი პანკი. ეს ერთადერთი ფირფიტა იყო აბერდინაში და ისიც ისეთი უხარისხო, რომ კურტს მაშინვე წაუხდა აზრი პანკ მიმართულებაზე. პირველი გიტარა კურტმა Halowwen-party-ზე გაანადგურა. დაკვრასაც სწავლობდა. ბაზმა კურტს გააცნო ქალაქში ახლად ჩამოსული შავგრემანი ბიჭუნა- კრის ნოვოსელიჩი. იგი წარმოშობით იყო ხორვატი , დედამისს თავისი საპარიკმახერო ჰქონდა გახსნილი, სახელწოდებით "- ვარცხნილობები მარიასაგან" . კრისს კურტთან შედარებით უბედნიერესი ბავშვობა ჰქონდა, მაგრამ ისიც გამოირჩეოდა სკოლაში. უსმენდა led zeppelin, beatles, KISS... იყო ორი წლით დიდი კობეინზე და მთელი 25 სანტიმეტრით მაღალი. კურტმა და კრისმა ერთმანეთი იპოვეს. "ის იყო პირველი, ვისთანაც მეგობრობა გამომივიდა, პირველად აღმოვაჩინე ადამიანში ჩემი თვისებები, მაგრამ ჩემგან განსხვავებით ის უფრო ოპტიმისტურად იყო განწყობილი." ბაზმა ბავშვებს ჯგუფის ჩამოყალიბება შესთავაზა, კრისი ხომ ბასზე უკრავდა... კურტმაც მაშინვე გადაწყვიტა თავი დაენებებინა სკოლისათვის და დიდი ხნის ნაოცნებარ ჯგუფზე გადართულიყო. სკოლის დამთავრებამდე ორი კვირით ადრე კურტმა დედამისს უთხრა რომ სწავლას ტავს ანებებდა. უენდიმ იგი სახლიდან გამოაგდო... კურტს წასასვლელი არსად ჰქონდა. მდინარის ნაპირზე ეძინა ხოლმე... შემდეგ კრისს მიაკითხა, მაგრამ კრისსაც დიდი პრობლეემბი ჰქონა ოჯახში და ისიც წამოვიდა სახლიდან. კრისი დღისით ხიდებს ღებავდა რომ ფული ეშოვა, კურტს კი ღამით ეძინა იმ ხიდების ქვეშ. შემდეგ კურტმა დილაობით ქუჩების გვა დაიწყო, რომ ფული ეშოვა... მალე დაწინაურდა და კბილის ექიმის დამლაგებელი გახდა. "თითქმის მთელი დღე ვერაფერს ვჭამდი. დავბოდიალობდით ქუჩებში უსაქმურად... კუჭის წყლული გამიჩნდა" ამბობს კობეინი.
----------------------------- მერე გავაგრძელებ.....
|