რაღაც ისეთი სიმღერაა რა \
აი დიდ აივნიანი სახლი რომ გაქვს
ან ეზოიანი
მერე სადმე სატრაიაში ძველ პპაპაშენისდროინდელ ხარახურებში რო ამოთითხნი ლეჟანკას
გაბერტყავ
დადგავ ეზოში
გაიჭიმები
სადღაც მამაშენის ჯიბეში ერთ ღერ ელემს იპოვი
ესევი და გკიდია საფერფლე-მაფერფლე
მამენტ ჭიპში ჩაიფერფლებ თუმოგინდა :\
ღამის ნიავი ფეხებში და იღლიებში გიბერავს
კისერშიც გაგივლის
ვარსკვლავები ბჟუტავენ
და შენც უსმენ ბოუვის
თან შეცურავ გალაქტიკაში