ჰელლოუ.
მართალია ეს თემა სულ მიგდებულია და არ ვიცი ვის ვუზიარებ, მაგრამ რა ვიცი, იქნებ გამოჩნდნენ მოყვარულები.
მოკლედ, დიდი ხანია ვფიქრობ, რა კარგი იქნება ვინმემ ყველა ჩემი საყვარელი რეგსონგები გამიმიქსოს-თქო და სრულიად შემთხვევით ვიპოვე ვინმე DJ Vadim,
რომელიც მიქსავს როგორც ძველ, ასევე თანამედროვე რეგის შვილიკოებს რეგის ყველა ქვეჟანრში. პირადად ჩემთვის, ხარისხიანად, კარგი გემოვნებით შერჩეულ სიმღერებს.
ან უბრალოდ, მისი და ჩემი გემოვნება სრულად ემთხვევა და ამის გამო მომწონს ასე ძალიან. ეს დიჯეი, ჩემდა გასაოცრად, სლავური წარმოშობისაა და შეუერთდა იმ
არაიამაიკელი არტისტების სიას, რომლებიც ანგრევენ ჩემს სტერეოტიპს, რომ იამაკის მიწის რითმის შეგრძნება მარტო სისხლით იამაიკელებს შეუძლიათ.
ესეც ძიჯეივაძიმის საიტი ----->
http://www.djvadim.com/ (გეგმაში და სურვილში მაქვს, ერთხელ მაინც დავესწრო მის ლაივს.)
თვითონ ვაძიმიც საკმაოდ კეთილი, სიმპათიური, დადებითი, განათლებული, გემოვნებიანი და საინტერესო ადამიანი ჩანს. ვისაც სურვილი აქვს, საიტზევეა მასზე ინფორმაცია.
არ ვიცოდი აქ რომელი მიქსი დამედო, რადგან ყვეელა ერთმანეთზე მეტად მომწონს, საბოლოოდ Dancehall-ზე ჩამოვყალიბდი, რადგან ამ ბოლო დროს მასზე ვარ გადასული.
თან მთელი 50წთ. ნონ-სტოპ რეჟიმში გთხოვს რომ იცეკვო და უსმინო, უსიმონო და იცეკვო, გაიხსენო ყველა ძველი საყვარელი მელოდია.
პ.ს.
ჩაციკლვებს ისევ ვციკლავ ანუ ეს ორი მუსიკოსი ისევ გაისმის ჩემს ყურებში და სულ. ვერავინ ვნახე, ვისაც ისე ესმის, როგორც მე.
აი, შემიძლია წლები 25/7-ზე ვუსმინო და 26/7-ზე ვიცეკვო, ცეკვას თავის თავად მოიცავს ეს ჟანრი და რითმი. არადა, ხალხს რეაქცია არ აქვს რომ უსმენს.
ან მეუბნებიან, რომ ვერ უსმენენ, კერძოდ eek-a-mouse. ჩემთვის კი, იმდენად საყავრელია, რომ არ დაბადებულიყო, მე გამოვიგონებდი მის სტილს,
ვოკალს, ორიგინალურობას, ენერგეტიკას და ქარიზმას.

და ვარ ასე აუტსაიდ :?
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
This post has been edited by Estrella on 3 Jun 2017, 08:55