OK.
ოდესღაც (one time) ადრიან ბელიუს ოფიციალურ საიტზე იყო ასეთი რამ " WHO IS ADRIAN BELEW" (ეს განყოფილება უკვე აღარაა) და კრიმჰედებს და ბელიუჰედებს შეეძლოთ დაეწერათ ბელიუზე რასაც ფიქრობდნენ. იყო უამრავი ნაწერი და მათ შორის ერთხელ მეც ჩავწერე ჩემი, რაც შემდეგნაირად ჟღერდა: "ადრიან ბელიუ უნიკუმია. მეცნიერებმა სიკვდილის შემდეგ ადრიანის ტვინი უნდა შეინახონ რეზერვუარში წარწერით თქო: ეს ადრიან ბელიუს ტვინია". ცოტა ხნის შემდეგ მოვინახულე საიტი და ვხედავ, რომ ჩემი ეს ციტატა გამოტანილი იყო საიტის პირველ გვერდზე (რასაც არ ველოდი). და იდო რამოდენიმე ხნის განმავლობაში (ასეთი რამ მანამდე არ გაკეთებულა). იასნია, რომ ბელიუს ეს წანაკითხი ჰქონდა, ჰოდა

როდესაც გადავფრინდი მოსკოვში კრიმსოს კონცერტზე დიდი ჩანთით მივედი ავტოგრაფ სესიაზე და გადმოვალაგე ჩემი დისკები (იქ ყველა ათვალიერებდა ერთმანეთის დისკებს და კაიფობდნენ, იწონებდნენ თავს თავიანთი ალბომებით).მაგრად ასწორებდა. თან ფოტოაპარატი (OLYMPUS) მქონდა წაღებული გადავიღე, რამოდენიმე სურათი. ბოლოს და ბოლოს მოვიდა ბელიუ, მასტელოტო და განი. ბელიუს მივუახლოვდი მაგიდასთან ისე, რომ იმათკენ (ტრეის და პეტისკენ) არც კი გამიხედია (მის გარდა არავინ მიჩანდა თვალებში) და ბელიუს ხმამაღლა ვუთხარი ზუსტად ის სიტყვები რაც დავწერე მის შესახებ (პათეთიკურად შიზო ელემენტებით)..... ბელიუ მოულოდნელობისგან გაშრა... შეიქმნა რაღაცნაირად პიკანტური და თან უხერხული სიტუაცია (იქ ძალიან ბევრი ხალხი ირეოდა და სექიურითი აკონტროლებდა სიტუაციას)... არაფერი უთქვამს, უბრალოდ მიყურებდა გაოგნებული სახით... მან გამომიწოდა ხელი... This guy, I Know You... თქვა მან. ის ანათებდა, დიდ ადამიანებს აქვთ ასეთი თვისება... უაზროდ პოზიტიური იყო.. მაგარი ადამიანია,,, ვერ ვიჯერებდი ყოველივე ამას, ჩვენ ჩამოვართვით ხელი ერთმანეთს და მე დიდი მადლობა გადავუხადე მას ყველაფრისთვის, იმ მუსუიკისთვის, რომელსაც ის ქმნის... ედრიანმა დამითმო რამოდენიმე წუთი, (მითხრა რომ მოხარულია ყოველივე ამის და მე ისიც ვუთხარი, რომ საქართველოდან ვარ!) შეიძლება ითქვას ყველაზე მეტი სხვებისგან განსხვავებით. შემდეგ გადავეცი დისკები და მან სიამოვნებით მოაწერა ხელი რამოდენიმეს, თან ისეთი ჩანაწერები დავუდევი დაევასა, მოაწერეს პეტმა და ტრეიმაც (იქ მყოფებს ვინც ალაგებდა დისკებს ყველა Power To Believe-ზე, TCOL- ზე ან Thrak-ზე აწერინებდა ხელს, ჩემი ნება რომ ყოფილიყო 80-იანების ტრილოგიასაც დავუდებდი წინ... მაგრამ უვი... სამზე მეტი დისკი არ შეიძლებოდა)... ეს იყო და ეს.... ბელიუსთან ერთად გადავიღე რამოდენიმე სურათი (ჩემი ფოტოაპარატით ვთხოვე ერთს გადაეღო), მაგრამ გამოვაქვეყნებ მხოლოდ ერთს!
ქრიმჰედებო და ბელიუჰედებო. ჩემი გადაღებული ბელიუ/კრიმსო სურათები კი აგერაა....
ისიამოვნეთ...... დიდი მადლობა
პატივისცემით Darshana
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)