99% მცდარი აზრი წავიკითხე ეხლა მე აქ! აქ დაფოსტილიდანაც ჩანს ერთ-ერთი უმთავრესი მინუსი - პესიმიზმი და უცოდინრობა! ყველაფერში წარმატების მისახწევად საჭიროა რწმენა!
არ ვეთანხმები იმ აზრს რომ ვინმეს როკ მუსიკა სისხლში აქვს. უამრავი სკანდინავიური ბენდია რომლებიც უბერავენ მსოვლიო დონეზე და უდიდესი ცარმატება და მთელი არმია ფანატები ყავთ.
არც იმ აზრს ვეთანხმები რომ სიდუხჭირეა და "რასკრუტკას" ვერ ვჩალიჩობთ. უამრავი საზღვარგარეთული ჯგუფები მშიერ-მწყურვალები და მათხოვრები იყვნენ. ალბათ ვიღაცა იტყვის, რომ იქ, ევროპაში და ამერიკაში ჭკვიანი პროდუსერები და პრომოუტერები არიან, რომლებიც ნიჭს აფასებენ და გვერდში უდგანან დამწყებ მუსიკოსებს - ხოდა რატო არავინ არ ვიქრობს, რომ ის პროდუსერები ჩვენთვისაც არიან კაცო! მუსიკა არ არის რაღაც ეროვნული მცნება! მითუმეტეს როკ მუსიკა. ეგ კი არა როკ მუსიკა და საერტოდ როკენროლი არის ერთადერთი, მსოფლიოსთან სალაპარაკო ენა! ( მეორე ადგილზეა სპორტი ) მე რათქმაუნდა თანამედროვე მსოფლიოს ვგულისხმობ და ახალგაზრდობას. ინგლისის ხსენებაზე რა გახსენდებათ პირველი? ალბათ ლენონი, მაკარტნი, ქვინი ხო? ზოგს შეილება შექსპირიც
ბრაზილიის ხსენებაზე? რონალდო და კარნავალი არა?
თუ ვინმეს წარმატების მიხწევა უნდა - უნდა იმუშაოს მთელს მსოფლიოზე. ანუ თავისი მუსიკით უნდა ელაპარაკოს მთელს მსოფლიოს. მუსიკა არ არის მარტო 7 ნოტი და ჯღარუნი გიტარაზე, მუსიკა არის ცხოვრების წესი და როკ მუსიკა არის საერთოდ ცხოვრების სტილი! უთხარით მსოფლიოს ის რაც ეხლა ამ წუთას აინტერესებს, ელაპარაკეთ იმაზე რაც მას ეხლა აწუხებს და რაც მას ტკივა. მუსიკა ხო მსმენელის სულიერი მეგობარია! ალბათ დამეთანხმებით რომ ბევრ რამეში დაგხმარებიათ მუსიკა ხო? ამაზე ხომ ორი აზრი არ არსებობს! აბა რისთვის ვუსმენთ მაშინ???
მოკლედ გზა ხსნილია! ვიყოთ ნიჭიერები, ვიაზროვნოთ! ვიყოთ დღეს და აქ! მუსიკას ეროვნება და გვარი არ ჭირდება! ყველა მიგიღებს და ყველა დააფასებს ნიჭს!
თუ ვინმეს მარტო საქართველოში პირველობა აგმაყოფილებს, ჩემი აზრით ის თავიდანვე განწირულია. იმიტომ, რომ აქ გინდ პირველი იყავი და გინდ უკანასკნელი, დიდი განსხვავება არ არის. მაქსიმუმ შიმშილით არ მოკვდები მეტი არაფერი. და ეხლავე ავხსნი რატომ.
ავიღოთ საქართველოს მოსახლეობა. პირობიტად 3 მილიონი. აქედან მილიონი საერთოდ არაფერს არ უსმენს და ყრუ სოფელში ცხოვრობს. ( ნუ ეგ მისი ბრალი არაა ) კიდევ ერთი მილიონი უსმენს ჰარი ჰარალეს რესტორანში. 500 ათასი ჩვენს მარაზმატიკულ ესტრადას და იმდენად მოწამლული აქვს სმენა და გემოვნება რო მისი გამოსწორება არ იქნება. ალათ დარჩენილი 500 ათასიდან ნახევარი უსმენს კლასიკას და ჯაზს. მოკლედ პირობითად დაგვრჩა 250 ათასი როკ მუსიკის მსმენელი ( არის ნეტა ამდენი საერთოდ???

) აქედან რამდენი იქნება ნამდვილი ფანატი? ფანატი რომელიც იყიდის შენს ყველა ალბომს, ღამეებს გაათენებს რომ შენი კონცერტის ბილეთი დაითრიოს, იყიდის შენს პოსტერებს, პლაკატებს,ვიდეო კლიპებს და ასე შემდეგ. ( არადა ამით არსებობს მუსიკოსი ). ძაან ცოტა ხო? ნუ ძაან ცოტა. პლუს ამას დავამატოთ ის რომ შოუბიზნესის კულტურა ჩვენთან 50 წლით ჩამორჩა.
მე პირადად ვიცნობ ბევრ ნიჭიერ ახალგარდას რომელიც ბევრად ჯობია 50% შემსრულებლებს, რომლებიც ეხლა ემტივიზე ტრიალებს. მაგრამ რა ხდება, იქედან გამომდინარე რომ ამერიკა - ევროპა მეგაპოლისებია, მათ თავისი მსმენელი ყავთ! შეიძელბა ეს სულ მოსახლეობის 2 პროცენტი იყოს, მაგრამ ეს ორი პროცენტი იმხელა ციფრი გამოდოს, რომ კაი 100 ათასიან კონცერტებს მართავენ და მათთვის ეს სავსებით საკმარისია. პლუს განვითარებული შოუბიზნესის კულტურა, კონტრაკტი რეკორდ ლეიბლთან რომელიც ალბომებს მსოფლიოს მაშტაბით ასუხარებს.
მოკლედ მსოფლიო დონის პროდუქტი ჯერ არავის არ შეუქმნია ჩვენთან და რა პრეტენზიები უნდა ქონდეს? ნაგავი იქაც თავისი ყოფნით ყელამდე.
კაროჩე ან უმაღლესი დონის შესრულება მუსიკის, ან აქტუალური იდეა! ნუ.. ან ორივე ერთად და ზედახარ.
მაგრამ ეს ყველაფერი ციდან არ მოდის და ღამე არ დაგესიზმრება! ამას თავგანწირვა, დაუღალავი შრომა, მონდომება და რათქმაუნდა ნიჭი უნდა.
დავიღალე...