იმიტომ რომ პიჩფორკიც ადამიანები არიან და თავის ბანდა ყავთ იქ, ჩამოყალიბებული სტერეოტიპებით. ბონი პრინს ბილი ეხლა, მაგათი აზრით, 90იანების საუკეთესო ალბომს უშვებდა და რადიოჰედის, მაი ბლადი ველენტაინის და ოაზისისნაირი გავლენა მოახდინა, რაშიც არა მგონია ყველა მუსიკის კრიტიკოსი ეთანხმებოდეს. ოაზისს, საერთოდ არ ახსენებენ, იმ ცნობილი არგუმენტით, რომ ვითომ მხოლოდ სრულიად ახლებურ მუსიკას ვაშუქებთ და ა.შ. და ა.შ. რა მნიშვნელობა აქვს.
მარს ვოლტას რაც შეეხება, ბოლოსკენ ჩემი აზრით მაგრა გააჯაზეს მაგათმა

შეიძლება ახალი წუილები დაამატეს და სინთეზატორები ჩასვეს ყველგან, რადგანაც ყველა ამას შვება, მაგრამ მე მგონი მაგ ჯგუფმა თავისი სათქმელი უკვე თქვა და თავის დროზე, როცა თქვა, თქვა ძალიან კარგად. de loused in the comatorium უძლიერესი ალბომია და ოცდამეერთე საუკუნის პროგის ერთერთი უდიდესი ნიმუში. at the drive-inიც სასწაული იყო. ძალიან მნიშვნელოვანი ხალხია ომარა და სედრაქა, მაგრამ ახლა ეგენი უკვე კრუგზე არიან. როგორც სტროუკსი. აღარაა 2001 წელი. ათიანები დაიწყო