ლიმპ ბიზკიტი
ლიმპ ბიზკიტი (ინგლ. Limp Bizkit) — ამერიკული ნიუ მეტალ ჯგუფი ჯეკსონვილიდან.ლიმპ ბიზკიტი
ლიმპ ბიზკიტიკონცერტის დროს
ბიო
წარმოშობის ადგილი ჯექსონვილი, ფლორიდა აშშ
ჟანრი/ები ალტერნატიული მეტალი,ნიუ მეტალი, რეპკორი
აქტიური 1994 — დღემდე
ლეიბლი/ები Flip, Interscope, Geffen
ვებგვერდი
http://www.limpbizkit.comწევრები
ფრედ დარსტი
სემ რივერსი
ჯონ ოტო
დიჯეი ლეთალი
ყოფილი წევრები
ვეზ ბორლანდი
მაიკ სმიტი
ახლანდელი ჯგუფის წევრები არიან:ვოკალისტი ფრედ დარსტი, (Fred Durst) ბასისტი სემ რივერსი, (Sam Rivers) დრამერი ჯონ ოტო, (John Otto რივერსის ბიძაშვილი) და დიჯეი ლეთალი (DJ Lethal ჯგუფის house of pain ყოფილი დიჯეი) ბენდის ერთ-ერთი ყველაზე არაორიდინალური და უცნაური წევრი იყო ვეზ ბორლანდი (Wes Borland) რომელმაც ფგუფი დატოვა 2001 წელს კვლავ დაბრუნდა 2004 ში და 2006 წელს კიდევ ერთხელ დატოვა ლიმპ ბიზკიტი. მან ჩამოაყალიბა ჯგუფი Black Light Burns რომელშიც ახლა გიტარისტი და სოლისტია. Rob Waters ი გახლდათ ბიზკ(ვ)იტების პირველი გიტარისტი მაგრამ მან მალევე დატოვა ჯგუფი. მაიკ სმიტი 2003 ში შეუერთდა ლიმპ ბიზკიტს და მონაწილეობა მიიღო Results May Vary ს ჩაწერაში მაგრამ მალევე 2004 წელს წავიდა.სექციების სია [დამალვა]
1 ისტორია
1.1 ადრეული წლები
1.2 Three Dollar Bill Y'All$ (1997 - 1999)
1.3 Significant Other (1999 - 2000)
1.4 Woodstock '99
1.5 Chocolate Starfish and the Hot Dog Flavored Water (2000 - 2001)
1.5.1 ვეზ ბორლანდის პირველი წასვლა
1.6 Results May Vary (2002 - 2004)
1.7 The Unquestionable Truth (Part 1) და Greatest Hitz (2004-2006)
1.7.1 The Unquestionable Truth (Part 1)
1.7.2 Greatest Hitz
1.8 ვეზ ბორლანდის მეორედ წასვლა
ისტორია [რედაქტირება]
ადრეული წლები [რედაქტირება]
1994 წელს ფრედ დარსტი სწრაფი კვების ობიექტში შეხვდა სემ რივერსს. ისინი დამეგობრდნენ და მუსიკალური ჯგუფი შექმნეს. რივერსმა ჯგუფში მისი ბიძაშვილი ჯონ ოტო მოიყვანა(ჯონ ოტო უკრავდა დრამებზე ჯაზ ბენდში). მალე მათ რობ ვოტერსი შეუერთდათ (გიტარისტი),მაგრამ მას დიდი დრო ბენდთან არ გაუტარებია. მხოლოდ პირველი ოთხი დემო სიმღერის ჩაწერაში მიიღო მონაწილეობა. ლიმპ ბიზკიტის პირველი დემო ალბომი გახლავთ "Mental Aquaducts." ამ ალბომის ჩაწერისას ჯგუფს "Limp Biscut" ერქვა. ლიმპ ბიზკიტმა დემო "Mental Aquaducts" გაუგზავნა koRn-ს .1995 წელს ჯგუფი koRn-ი ჯექსონვილში კონცერტის ჩასატარებლად იყო ჩასული. ფრედ დარსტი ამ დროს შეხვდა მის წევრებს და ბასისტ Reginald Arvizu ს სვირინგი გაუკეთა. "Mental Aquaducts"-ს koRn-ზე დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია. და პირველმა დემომ დიდ წარმატებას ვერ მიაღწია. 1995 წელს რობ ვოტერსი ვეზ ბორლანდმა ჩაანაცვლა და ჯგუფმა ჩაიწერა მეორე დემო Three Dollar Bill, Yall$. ეს დემო ფრედმა კვლავ კორნს გაუგზავნა. ამჯერად კორნის წევრები აღაფრთოვანა მოსმენილმა.ახალმა დემომ კორნის პროდიუსერი ც მოხიბლა. დარსტი Garbage ის კონცერტზე შეხვდა Jordan Schur ს და მანქანაში მისი ჯგუფის სიმღერები მოასმენინა. Flip Records იყო ჯორდან შურის ლეიბლი და მან შესთავაზა ლიმპებს ფლიპ რეკორდში გაწევრიანება,რადგან მასაც მოეწონა დემო. ამ დროის განმავლობაში ლიმპ ბიზკიტი Deftones და House of Pain თან ერთად წავიდა ტურში.1996 წელს საბოლოოდ დაიშალა ჯგუფი House of Pain და მისი "დიჯეი ლეთალი" ლიმპ ბიზკიტს შეუერთდა.
Three Dollar Bill Y'All$ (1997 - 1999) [რედაქტირება]
Three Dollar Bill Y'All$ ლიმპ ბიზკიტის პირველი სრული ჩანაწერია. ალბომი 1997 წელს იქნა გამოშვებული,მაგრამ თავდაპირველად მას ჯგუფისთვის დიდი წარმატება არ მოუტანია,(200 ადგილი ჩარტებში) მაგრამ ბენდმა ჯექსონვილიდან KoRn-ის დახმარებით მიიღო მონაწილეობა Family Values Tour, MTV, Warped Tour და Trail of Tears.Ozzfest ის დროს ფრედ დარსტმა თქვა: We're coming straight to you from the sewer" და "I am a piece of shit, and my band is a piece of shit". MTV Driven ის დროს სემ რივერსმა თქვა:"Our music is fueled by negativity, so by saying these things you're only fueling the fire".ვეზ ბორლანდსაც ჰქონდა ამდაგვარი ფრაზები. მიუხედავად ასეთი თვითკრიტიკულობისა ტურების შემდეგ ალბომმა 28 ადგილზე გადაინაცვლა. ალბომის სინგლებია:Counterfeit, Sour, Faith. სიმღერა Faith არის George Michael's ის ქოვერი (ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს რომ ლიმპების ქოვერი ჯობია ორიგინალს) ეს სინგლი გახდა Peter Berg ის 1998 წლის ფილმის Very Bad Things ის საუნდტრეკი. ამ ფილმში მონაწილეობას იღებდა Cameron Diaz ი. მოგვიანებით იმავე წელს ფრედმა დუეტი ჩაწერა კორნთან სიმღერას ერქვა: All in the Family. ჯგუფის ერთ-ერთი წარმატებული ტურია:Ladies Night in Cambodia. ფრედმა შენიშნა რომ ლიმპ ბიზკიტის კონცერტებზე ჭარბობდნენ ახალგაზრდა ბიჭები და რომ მათი შოუები გოგოების ნაკლებობას განიცდიდა. ფრედს უნდოდა რომ უფრო მეტი გოგო მისულიყო ბიზკიტის სანახავად. ამიტომ ჯგუფმა მოაწყო ტური სახელად: Ladies Night in Cambodia. ამ ტურის განსაკუთრებულობა ის იყო რომ ყველა მდედრობითი სქესის წარმომადგენელს შეეძლო კონცერტზე უფასოდ დასწრება. ამ ქმედებამ დიდი შედეგი გამოიღო. ჯერ ერთი რომ Ladies Night in Cambodia-მ ანშლანგით ჩაიარა. გარდა ამისა ლიმპ ბიზკიტის კონცერტებზე ტურის შემდეგაც არ იყო სუსტი სქესის ნაკლებობა.
Significant Other (1999 - 2000) [რედაქტირება]
ნამდვილ წარმატებას ლიმპ ბიზკიტმა 1999 წელს მიაღწია მეორე ალბომის გამოშვების შემდეგ. ალბომს დაერქვა Significant Other და მან Billboard 200 ში პირველი ადგილის დაკავებით დაიწყო. გამოშვების პირველ კვირას ლიმპ ბიზკიტის მეორე ალბომის 834 ათასი ეგზემპლარი გასაღდა. მთელი მსოფლიოს მაშტაბით კი 16 მილიონი გაყიდვა დაფიქსირდა. ალბომის სინგლებია: Nookie, Re-Arranged, N 2 Gether Now, Break Stuff. პირველი სინგლი ფრედ დარსტმა მის ყოფილ შეყვარებულს დაუწერა. ზემოთ ხსენებულს ფრედი არ უყვარდა და მასთან მხოლოდ ფულისთვის იყო ზურგს უკან (მეგობრებში) კი დასცინოდა. მიუხედავად ამისა ფრედი კვლავ აგრძელებდა ურთიერთობას. სიმღერის მისამღერში ნათქვამია "I did it all for the nookie" (ქართულად: მე ამ ყველაფერს სექსისთვის ვაკეთებდი) მეორე სინგლიმა Re-Arranged პირველი ადგილი დაიკავა Modern Rock ის ჩარტში და გამოირჩევა იმით რომ ყველაზე გრძელია ლიმპების სიმღერებს შორის ესაა ვეზ ბორლანდის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სიმღერა (ასეთები ბევრი არ არის) . N 2 Gether Now ს ბენდი Method Man თან ერთად მღერის. ბოლო სინგლი არის Break Stuff. Break Stuff-ზე თამამად შეიძლება ითქვას რომ არის დეპრესიული თინების სიმღერა. ამონარიდები: Its just one of those days When you don't wanna wake up Everything is fucked Everybody sux და Its all about the he says she says bullshit. ადასტურებს ამას. სიმღერა გამოირჩევა ვეზ ბორლანდის ოსტატური შესრულებით.
Woodstock '99 [რედაქტირება]
1999 წლის ზაფხულზე ლიმპ ბიზკიტმა მიიღო მონაწილეობა: Woodstock '99 ში აქ ფრედ დარსტს უსიამოვნება მოუვიდა Break Stuff ის შესრულების დროს. ეს ვიდეო ხელმისაწვდომია იუტუბში და მისი ყურება აქ შეიძლება
Chocolate Starfish and the Hot Dog Flavored Water (2000 - 2001) [რედაქტირება]
Chocolate Starfish and the Hot Dog Flavored Water გამოშვებულ იქნა 2000 წლის ჩვიდმეტ ოქტომბერს. მსოფლიო მასშტაბით ალბომის 25 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. ეს არის ლიმპ ბიზკიტის ყველაზე წარმატებული ალბომი. ალბომის სინგლებმა: My Generation, Rollin' (Air Raid Vehicle), Take a Look Around, Boiler, My Way დიდი პოპულარობა მოიპოვეს. ამ სინგლებს შორის განსაკუთრებით გამოირჩევა Rollin. ის VH1's -მა 50 საუკეთესო ცუდ სიმღერაში შეიყვანა და ჟურნალ Blenderის 50 ყველაზე ცუდი სიმღერის რაც ოდესმე ვინმეს შეუქმნია ჩამონათვალში მეოთხე ადგილი მიიღო, მაგრამ ეს ყველაფერი როლინს ხელს არ უშლიდა კვირების განმავლობაში პირველი ადგილი შეენარჩუნებინა დიდი ბრიტანეთის ჩარტებში. ეს იყო ლიმპების ყველაზე წარმატებული სიმღერა. ალბომში აგრეთვე გამოირჩევა სიმღერა Hot dog. მიუხედავად იმისა რომ ის სინგლად არ გამოშვებულა მაინც დიდი პოპულარობით სარგებლობს. სიმღერის თავისებურება არის უცნაური ტექსტი. მასში ზუსტად 45 ჯერ არის ნახსენები სიტყვა " fuck".
ვეზ ბორლანდის პირველი წასვლა [რედაქტირება]
2001 წელს ფრედ დარსტს უთანხმოება მოუვიდა ვეზ ბორლანდთან და ვეზმა დატოვა ლიმპ ბიზკიტი. ამას ნეგატიურად შეხვდა ხალხი. ვეზ ბორლანდი ყოველთვის გამოირჩეოდა ორიგინალურობით და შემოქმედებითაბით. აღსანიშნია ისიც რომ ვეს ბორლანდის ჯგუფში მოსვლამდე გამოშვებული ალბომი წარუმატებელი იყო ხოლო მისი მოსვლის შემდეგ "ელ ბი" პოპულარული გახდა. ვიზის წასვლის შემდეგ ჯგუფმა ისეთ წარმატებას ვეღარ მიაღწია როგორიც2001 წელს ჰქონდა და მისმა რეიტინგმა ნელ-ნელა დაცემა იწყო.
Results May Vary (2002 - 2004) [რედაქტირება]
2002 წელს ლიმპ ბიზკიტი გიტარისტის გარეშე დარჩა და დაიწყო კამპანია ახალი წევრის მოსაძებნად სახელად "Put Your Guitar Where Your Mouth Is" ფრედმა თქვა რომ ჯგუფს შეიძლება ქალი ან რამოდენიმე წევრი შემატებოდა. სანამ ბენდი ახალი წევრების ძიებაში იყო სიმღერების წერა არ შეუწყვეტია. მათ დაწერეს და შემდგომ WrestleMania XIX ში ცოცხლად შეასრულეს სიმღერა "Crack Addict". ამ დროისთვის ბიზკიტებს გიტარისტი არ ყავდათ ამიტომ Brian Welchმა (koRn იდან) და ფრედ დარსტმა დაწერეს გიტარა სიმღერისთვის. სიმღერა არასდროს არ გამოსულა გასაყიდად, მაგრამ მისი გადმოწერა შესაძლებელია myspace-ზე. მიზეზების გამო "lb" ს "Put Your Guitar Where Your Mouth Is" რომელიც ახალი წევრების დასამატებლად იყო განკუთვნილი ჩაიშალა. ამის მიუხედავად ჯგუფი Snot ის გიტარისტი,Mike Smith-ი რომელიც WrestleMania XIX ზე გამოდიოდა ბიზკიტებთან ერთად შეუერთდა ლიმპ ბიზკიტს. ამის შემდეგ ჯგუფმა სტილი შეიცვალა. ამის აღსანიშნავად ჯგუფმა სახელიც შეიცვალა. limp bizkit-ის ნაცვლად limpbizkit-ი დაირქვეს.ახალი ალბომი ლიმპ ბიზკიტმა 2003 წლის 23 სექტემბერს გამოუშვა. Results May Vary, გახდა ელბის ბოლო ალბომი რომელიც ტოპ 10 ში მოხვდა. ამ ალბომის ნახევარში გიტარა სემ რივერსმა ჩაწერა ნახევარი მაიკ სმიტმა ხოლო სიმღერა "Build a Bridge" ველშმა. ეს ალბომი არ გამოდგა ისე წარმატებული როგორც Chocolate Starfish and the Hot Dog Flavored Water. Chocolate Starfish and the Hot Dog Flavored Water პირველ კვირას მილიონჯერ გაიყიდა მართალია ასეთი წარმატება Results May Vary-ს არ ჰქონია , მაგრამ The Billboard 200-ში მესამე ადგილი დაიკავა. ალბომის სინგლებია:Eat You Alive და Behind Blue Eyes. გარდა ამისა სინგლებად შეიძლება ჩაითვალოს Build a Bridge და Almost Over. ზემოთ ხსენებულები უნდა გამოსულიყვნენ სინგლებად Behind Blue Eyes ის შემდეგ მაგრამ მაიკ სმიტის წასვლის შემდეგ აღარ გამოუშვიათ. 2003 წელს ლიმპ ბიზკიტი წავიდა Summer Sanitarium Tour 2003 ში სადაც აგრეთვეMetallica, Linkin Park, Deftones და Mudvayne მონაწილეობდნენ. ( ჩიკაგო-ში კონცერტის დროს ვიღაც გადარეული ავარდა სცენაზე და ფრედ დარსტს შეაგინა. 6 სიმღერის შემდეგ ფრედმა დატოვა სცენა)
The Unquestionable Truth (Part 1) და Greatest Hitz (2004-2006) [რედაქტირება]
2004 წლის ივლისში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ ვეზ ბორლანდი (ბიზკიტის ყოფილი წევრი 2001 წლამდე ) ჯგუფში დაბრუნდა. ლიმპ ბიზკიტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა სურათები სადაც ვეზი და ჯგუფთან ერთად იყო. მათ საიტზე აგრეთვე გამოქვეყნდა ვიდეო ცოცხალი შესრულებით. სადაც ბიზკიტი ახალი შემადგენლობით(ბორლანდთან ერთად) ასრულებდა სიმღერას The Truth. დარსტმა ბორლანდის დაბრუნების შესახებ თქვა:"We are very content with Mike being gone. We are the type of people that stay true to our family and our instincts and at any moment will act on intuition as a whole. Mike wasn't the guy. We had fun playing with him, but always knew, in the back of our minds, that he wasn't where we needed him to be mentally." ვეზ ბორლანდის დაბრუნების შემდეგ ჯგუფი თავდაპირველ ლოგოს დაუბრუნდა. გარდა ამისა ლმპებმა დააბრუნეს Ross Robinson, რომელიც ბიზკიტის პროდიუსერი იყო პირველი ალბომის Three Dollar Bill Y'All$ ის დროს.და ფრედი ხალხს შეპირდა რომ ახალი ალბომი იქნებოდა Three Dollar Bill Y'All$-ს სტილში.
The Unquestionable Truth (Part 1) [რედაქტირება]
The Unquestionable Truth (Part 1) გამოშვებულ იქნა,2005 წლის 3 მაისს, როგორც მინი ალბომი და Billboard 200-ში 24 ადგილი დაიკავა. რაც შეეხება გაყიდვებს პირველ კვირას ალბომის 37 000 ასლი გაიყიდა. სულ მთელი მსოფლიოს მასშტაბით კი მილიონზე მეტი. კრიტიკოსები ამბობენ რომ ფრედ დარსტი ამ ალბომში ცდილობდა Rage Against the Machine ის ვოკალისტის Zack de la Rochaს მიბაძვას.
Greatest Hitz [რედაქტირება]
ესაა ლიმპ ბიზკიტის პირველი ალბომი რომელიც მის საუკეთესო ჰიტებს შეიცავს. ის 2005 წლის 8 ნოემბერს გამოუშვეს.
ვეზ ბორლანდის მეორედ წასვლა [რედაქტირება][დამალვა]
ხ • გ • რ
ლიმპ ბიზკიტი
წევრები ფრედ დარსტი ● სემ რივერსი ● დიჯეი ლეთალი ● ჯონ ოტო ● ვეზ ბორლანდი
პოპულარული ალბომები Three Dollar Bill, Yall$ ● Significant Other ● Chocolate Starfish and the Hot Dog Flavored Water ● Results May Vary
ნაკლებად პოპულალური ალბომები Mental Aquaducts ● New Old Songs ● The Unquestionable Truth (Part 1) ● Greatest Hitz ● Less is more
სინგლები "Counterfeit" ● " Sour" ● "Faith" ● "Nookie" ● " Re-Arranged" ● " N 2 Gether Now" ● "Break Stuff" ● "My Generation" ● "Rollin' (Air Raid Vehicle)" ● " Take a Look Around" ● "Boiler" ● "My Way" ● "Eat You Alive" ● " Behind Blue Eyes" ● " Home Sweet Home-Bittersweet Symphony