უვესოდ ბიზკიტები მართლაც ვერაა ისეთი.. 2003 წლის ალბომი RMV განსხვავებული გამოუვიდათ და ლბ-ს დუხი ნახლებად იგრძნობა..
რას შეეხება ვესის პროექტს BlB ამაში ვერ დაგეთანხმები.. ვესი რამდენიმე წელი მუშაობდა ამ პროექტზე და პირველი ალბომი მართლაც გენიალური ალბომი გამოუვიდათ.. ინდუსტრიალის კუთხით.. რომელიც შეიძლება ყველამ ვერ გაიგოს და ვერ მოუსმინოს თუ ამ სტილის აზრზე არ ხარ..
ჰქონდათ წარმატებული ტურნე იმავე წელს, თუმცა ეს არ იყო მასაზე გათვლილი მუსიკა და კონცერტებიც ძირითადად მცირე დარბაზებში და მცირე აუდიტორიისათვის კეთდებოდა.. მეტალკორისგან დიდად განსხვავდება თუმცა ვესი ამ კუთხითაც ორიგინალური იყო, როგორც მთლიანად ალბომის ზვუკით ისე სასცენო ფორმით..
2009 წლის ბიზკიტებს რაც შეეხება, ამაშიც ცდები.. მათ უკვე ჰქონდა წარმატებული ტურნე და სერიოზული DVD გამოუშვეს..
მათი კვლავ გაერთიანება ნამდვილად მოულოდნელი იყო, თუმცა ეს სწორი ნაბიჯი იყო და დროულიც რადგან ნუ მეტალს დიდი ხანია წყალი შეუდგა და სერიოზული არაფერი გაკეთებულა ამ მუსიკალურ სტილში..
იმედი მაქვს ეს ხალხი გამოასწორებს სიტუაციას და კვლავ გამოაცოცხლებენ სიტუაციას..
მიმაგრებული სურათი