თავი კი დამიბრუნდა მარა ეხლა ენერგიას ველოდები

12 სიმღერა დაუკრეს, 12-ივე ვიმღერე, ვიკივლე, ვიბღავლე, ვიყვირე, სხეულის არც ერთი ორგანო არ შევიცოდე და შესაბამისად 2 დღე კისერს და მხრებს ვერ ვგრძნობდი! ზურგი მაქვს კაი გემოზე დაბეგვილი, კოჭი გასიებული და ორივე ხელი გაჭრილი... და ხმა არ მაქვს საერთოდ

ჰო, ეხლა რაც შეეხება გამოსვლას: ეს იყო სლეიერის ერთ-ერთი რიგითი შოუ, უფრო სწორად შოუც არ ყოფილა, მათთვის უბრალო კონცერტი რა...
ანუ ამით რისი თქმა მინდა, თავი არ გაუგიჟებიათ და არ დაუდიათ ის ენერგია რასაც მარტო თავის კონცერტებზე აკეთებენ! წინ კიდევ ძალიან გრძელი ტურნე ელით და ძალებს ანაწილებენ...
ჩვენთვის კი, სლეიერის ფანებისთვის ეს იყო რაღაც ენით აუწერელი...
ჩემთვის ესოდენ ნაცნობი რიფები რო გავიგონე კინაღამ გავაფრინე! მერე როგორც გავიგე თურმე ნახევარი ტრუბუნა მიყურებდა ისეთ დღეში ვიყავი...

იყო ხალხი რომელიც უბრალოდ უყურებდა, იმიტომ რომ 70-75% მეტალიკის გამოსვლას ელოდებოდა! მაგრამ სლეიერმა დაანგრია... კაროჩე სასწაულია რა...
Dave Lombardo - უბრალოდ სიტყვები უძლურია! ღმერთი დრამერი რომელმაც სახე აახია ყველაფერს, რაღაც არაადამიანური, არაამქვეყნიური ჩაატარა! უბრალოდ პირველი დრამერი მსოფლიოში...
ერთ რამეს ვნანობ მხოლოდ, რომ არ უნდა დამელია! ფხიზელს უნდა მეყურებინა და აბსოლიტურად ყველა დეტალი უნდა ჩამებეჭდა : ((
მაგრამ ისეთ ეიფორიაში ვიყავი აზრი არ აქვს მაინც გამოვშტერდებოდი!

უახლოეს მომავალში კიდევ წავალ...
Fuckin Slayeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeer