მოკლედ რადაგანაც ეს ჩემი ყველაზე საყვარელი მეტალ ბანდაა პატარ პატარა მასალებს დავდებ.
ის რასაც ქვევით მოვიყვან არის კარკასის ბასისიტ/ვოკალისტ ჯეფ უოკერის ინტერვიუ კომპანია EARACHE სათვის სადაც ეს ჯგუფი იწერებოდა წლების მანძილზე. ინტერვიუ საკმაოდ ახალია და ნელ ნელა გადავთარგმნი... ვინც ვერ ითმენს იერეიქის საიტზე ნახოს ორიგინალი
CARCASS: პირველი ინტერვიუ 5 წლის განმავლობაში“კარკასს” წარდგენა არ სჭირდება- მარტივად რომ ვთქვათ, მათი თაყვანისმცემლების ლეგიონისათვის მთელს მსოფლიოში, ბენდმა შექმნა ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ექსტრემალური მუსიკა რომელიც კი ოდესმე ჩაწერილა, და შვა არა მხოლოდ გორ/გრაინდ სცენა, არამედ დრამატული ბიძგი მისცა მელოდიკ დეს მეტალ სცენის ჩამოყალიბებას მათი ბოლო ორი ალბომით.
პირველად მას შემდეგ რაც ჯგუფი დაიშალა 1996/97 წებს საზღვარზე, ბასისტ/ვოკალისტი ჯეფ უოკერი ცდილობს რეტროსპექტიულად ახსნას როგორ და რატომ დატოვა კარკასმა ის კვალი რომელიც დასტოვა .
- თქვენი ახლადშეძენილი ფანებისა და თაყვანისმცემლებისათვის იქნებ გაიხსენო როგორ გაჩნდა ჯგუფი კარკასი- როგორ შეხვდით ბილი კენი და შენ ერთმანეთს და სად ტარდებოდა პირველი რეპეტიციები და სეშენები.- დასახელება კარკასი ბილმა (ბილ სტირ, გიტ, ვოკ), კენმა (კენ ოუენ, დრამ, ვოკ) და მათმა რამოდენიმე მეგობარმა მოიგონეს ერთად, ჩემი აზრით ეს რაღაც “საწოლი ოთახის ტიპის” ბენდი იყო, უბრალოდ სალაპარაკოდ, ხომ იცით მაშინ ყველა ადრეულ ტრეშ დეს მეტალზე აფანატებდა და ა.შ.. მე მთხოვეს შევსულიყავი ჯგუფში სახელად “DISATTACK” ( სადაც ბილი უკრავდა) როგორც სახელიდან ჩანს ეს “DISCHARGE” ს კლონი იყო. მათმა მაშინდელმა მომღერალმა მთხოვა ბასზე დამეკრა, სწორედ მაშინ ცვლიდენ სახელს კარკასზე რადგანაც ეს სახელი მოსწონდათ და ბილს ქონდა ეს ლოგო რომელიც ვიღაც შოტლანდიელმა ბიჭმა დაუხატა (ჩემი აზრით ის საეჭვოდ წააგავდა MARILLION ის ლოგოს!) და ისინი ცვლიდენ ‘ტაქტს’ სწორხაზოვანი ჰარდკორიდან უფრო მეტალისტურ ჟღერადობაზე . ჩემი აზრით ამავე დროს ბილმა დაიწყო ბრძოლა იმისათვის რომ ჯგუფზე კონტროლი/გავლენა დანარჩენი წევრებისათვის გამოეგლიჯა. პირველი რაც გავაკეთე იყო ის რომ ახალი ლოგო დავხატე რომელსაც მერე ჯგუფი იყენებდა. ჩვენი პირველი რეპეტიციები ბილის მშობლების სახლში ტარდებოდა – ბოლო სართულზე – ოთხკაციანი შემადგენლობით მარტო რამდენიმე რეპეტიცია ჩავატარეთ – დრამერმა თითქოს ინტერესი დაკარგა, რაც მისაღები იყო იმიტომ რომ ჩვენ პარალელურად ინტერესი დავკარგეთ მისი “პეშეხოდნი” დაკვრის სტილისადმი (განა თქმა უნდა რომ მე და ბილს უფრო სწრაფი დრამერი გვინდოდა?). ასე რომ ბოლოს ბილმა თავისი მეგობარი კენი გვირჩია რომელსაც ზუსტად მაგ პერიოდში ეყიდა რაღაც იაფიანი დრამკიტი და დაკვრასაც იწყებდა, ასე რომ საბოლოოდ კენთან ერთად დავიწყეთ რეპეტიციები. მერე ვოკალისტმაც გადაწყვიტა წასულიყო და ბოლო რაც მან გააკეთა ის იყო რომ Sanijv(კარკასის პირველი ვიკალისტი) ის აყვანა გვირჩია რომელსაც ჩვენ ყველა ვიცნობდით როგორც ვოკალისტს......
- შენ პირადად რა გზით მიხვედი ექსტრემალურ მუსიკაში – მაგალითად მანამდე შენ ELECTRO HIPPIES ში უკრავდი ხომ?- ხო მე ცოტა ხანი ვუკარი ამ ბენდში და მე და საიმონი (ჯგუფის დრამერი) მეგობრები ვიყავით და თან ახლოს ვცხოვრობდით. მე რამდენიმე კონცერტი ჩავატარე მათთან როგორც ვოკალისტმა და პირველ საკუთარი ხარჯებით დაფინანსებულ 12 დიუიმიან სპლიტზეც ვიმღერე სადაც მეორე მხარეზე GENERIC უკრავდა. საიმონმა ბენდიდან გამომაგდო იმ მიზეზით რომ მისი სიტყვებით რომ ვთქვათ “ჩემი წვლილი არ შემქონდა ჯგუფში (ფინანსურად)”. ამავე დროს ბასისტიც წავიდა და სწორედ მისგან ვიყიდე ბასგიტარა. ჰოდა რადგანაც ამ დროს არსად არ ვუკრავდი ბილის ჯგუფის ვოკალისტმა მთხოვა დავხმარებოდი... იქნებ არასწორად ვპასუხობ? გზა ჩემთვის იყო ჯერ პანკ როკი, მერე ჰარდკორ პანკი და მერე მეტალი რადგანაც ამ დროს ამათ შორის დიდი გადაკვეთა ხდებოდა და ჰარდკორი და მეტალი ერთნაირად იწყებდა ჟღერას...
- ალბათ ბილი უკვე საკმაოდ ცნობილი იყო არა თავისი ფანზინისა და NAPALM DEATH ის წყალობით? ვისი იდეა იყო სახელი CARCASS და თუ იყო რამე სხვა დასახელების ვარიანტები?- როგორც ვთქვი ბილს ეს სახელი ბავშობიდან ჰქონდა მოფიქრებული. არა სხვა ვარიანტები არ იყო, მაგრამ მახსოვს რომ ვცდილობდი დამერწმუნებინა ბილი და კენი რომ ჟგუფისთვის MUCOPURULENCE EXTRACTOR დაგვერქმია, რადგანაც ჩემი აზრით კარკასი ძაან პიდარასტულად და რბილად ჟღერდა! მაგრამ შანსი არ იყო.
- შენ ასევე ავტორი ხარ რაღაც რაღაც ალბომების ყდების , ყველაზე ცნობილი ნაპალმების პირველი დისკი SCUM ია, კიდე რა გაქვს დახატული?- მე დავხატე ნაპალმ დესის ლოგო, EARACHE ს ლოგო, ადრეული CARCASS ის ლოგო, ჯგუფ AXEGRINDER ის ლოგო.... მეტი არაფერი მახსენდება....
- ექსტრემალური ვიზუალური და ლირიკული თემატიკა თავიდანვე იდო კარკასის შექმნის იდეაში?- შეიძლება ეს ბილი და კენისგან მოდიოდა მაგრამ კარკასის პირველი ალბომის Reek Of Putrefaction ის ყდა დიგის (EARACHE ს შეფი დიგბი პირსონ ) წაქეზების შედეგია.. როცა ალბომს ვწერდით მან სადღაციდან გააძრო სასამართლო მედიცინის წიგნი და გვირჩია იქიდან აგვეღო რამე ილუსტრაცია – მას უნდოდა რომ BIG BLACK ის "Headache” ზე უფრო ექსტრემალური ყდა გაგვეკეთებინა... ჰოდა მეც ავდექი და იმ იდეით შეგულიანებულმა რომ მისი სიტყვებით ლიდია ლანჩს კოლაჟი ჰქონდა ალბომის ყდაზე, Reek ის ყდაც გავაკეთე... ლირიკა კენის გაუკუღმართებული წარმოსახვის ნაყოფია ( პლუს DEATH ისა და REPULSION ის გავლენა), მეც დავამატე ტერმინები სამედიცინო ლექსიკონიდან რომელიც ჩემს დას ავახიე (ის მედდაზე სწავლობდა)! ჰო აქვე უნდა დავამატო რომ პირველი ალბომის ლირიკის მესამედი ბილის დაწერილი იყო... ასე რომ ეს ნამდვილი თანაშემოქმედება იყო....
more to come.....
This post has been edited by nakash on 31 Aug 2005, 20:02
მიმაგრებული სურათი