ტააკ თან საქმე....
კარკასის ინტერვიუ. ნაწილი2
- რამდენად განსაზღვრა პირველი ორი ალბომის პროდუსირების დონე გამოცდილების უქონლობამ და რამდენად იყო ეს ის საუნდი რომელიც თქვენ გინდოდათ? შენ შეიძლება არც იცოდე მაგრამ 'Reek of Putrefaction' ისა და 'Symphonies of Sickness' ის კომპრესირებული საუნდი უამრავი ჯგუფის შთაგონების წყაროა.- მთლიანად მაგან განსაზღვრა... ოღონდ არა მაინდამაინც ჩვენმა გამოუცდელობამ, არამედ 'Reek...' ის ხმის ოპერატორის... რომელმაც მთელი ალბომის საუნდი ნაგავს დაამსგავსა... ჩვენ სამჯერ ვცადეთ ალბომის თავიდან გადამიქსვა, ახლიდან ჩავწერეთ გიტარები.... პირველმა ხმის ოპერატორმა დედა უტირა ჩანაწერებს და მერე რაც გადავარჩინეთ სხვა ტიპთან გავაკეთეთ... მე მგონი ის რაც ალბომზეა მესამე მიქსი უნდა იყოს.... მაგრამ რაც იყო ვეღარ შეცვლი, დღეს კარგად ვხვდები რომ ეს საუნდი ამ ალბომის “შარმის” ნაწილია.
ფაქტია რომ ‘Symphonies...’ დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, რასაც რა თქმა უნდა კოლინ რიჩარდსონს (პროდიუსერი) უნდა ვუმადლოდეთ, რომელმაც გვაიძულა ფორმაში ჩავმდგარიყავით და ნორმალური საუნდი და ‘შესრულება’ შეგვეთავაზებინა...
- ლაივ შოუებისათვის ვისი იდეა იყო სლაიდ შოუ და რამდენად ადვილი იყო იმ გროტესკული გამოსახულებების შოვნა რომელიც ბენდის უკან ეკრანზე პროეცირდებოდა? ინტერნეტამდე ერაში მე მგონი უბრალოდ ვერ შეიყვანდი ძებნის ფანჯარაში სიტყვას “სისხლები” ... - ეს კენი ერთობოდა მამამისის ფოტოკამერით... სლაიდების მთელი ყუთი გააკეთა იმ წიგნებისა და ალბომების ყდებით რომლებსაც ვიყენებდით. მე მომეწონა და მეც დავიწყე მასალის მოძიება .. ასე რომ მალე მეორე ყუთიც გაივსო.. სურათები იყო სამედიცინო/კრიმინალისტური წიგნებიდან- პირდაპირ გასაოცარია რას არ იპოვი სტუდენტების წიგნის მაღაზიებსა და ბიბლიოთეკებში...!!
- მოდი უფრო დეტალურად ჩავუღრმავდეთ ლირიკულ კონცეფციას – რამდენად იყო ამაში ჩარეული იუმორი და რამდენად ეწყობოდა ეს უფრო სერიოზულ მესიჯებს რომლის მსმენელამდე მიტანასაც თქვენ ცდილობდით? და საერთოდ როგორ ახერხებდით ამ ენისგასატეხის ვოკალიზებას?- ნუ დავიწყოთ იმით რომ ის რასაც ჩვენ ვწერდით/ვმღეროდით სერიოზულად არ შეიძლება მიიღო ჰო? შენ აზვიადებ რაღაცას უკიდურესობამდე და ის უკვე სასაცილო ხდება, იმ ანეგდოტისა არ იყოს “რას მიიღებ თუ პატარა ბავშვს სამზარეულოს დანას ჩაარტყამ? რა თქმა უნდა ერექციას!” ეს იმდენად არანორმალურია რომ უკვე სასაცილოა! იმაში რასაც ჩვენ ვაკეთებდით არანაირი ‘მესიჯი’ არ იდო გარდა იმისა, რომ ამით ჩვენ საკუთარი ვეგეტარიანელობის ‘ინტელექტუალიზაციასა’ და თავის მოწონებას ვცდილობდით და ‘სიტყვის თავისუფლების’ გვწამდა...
რაც ვოკალიზებას შეეხება... ნუ ამას როგორმე უნდა გავმკლავებოდით...მახსოვს ‘Reek...’ ის ჩასაწერად რომ მივდიოდით მატარებლით გადავწყვიტეთ რომ ვოკალები გაგვეყო. ( მე მართალი რომ გითხრათ უკანა პლანზე მინდოდა დარჩენა რადგანაც ELECTRO HIPPIES ის გამოცდილების მერე ვთვლიდი რომ მაგარი ნაგავი ვოკალისტი ვიყავი, მაგრამ საბოლოოდ ვოკალის დაახლოებით მესამედი მე ჩავწერე (ჩემი ეგოს ბრალია ალბათ???). ასე იყო თუ ისე ალბომის ჩაწერის მერე უკვე ეს სიმღერები ლაივშიც უნდა გვემღერა – სასაცილოა მაგრამ ასი წელი არ ვიფიქრებდი რომ როდისმე რომელიმე ჯგუფში შევძლებდი ბასზე დაკვრას და სიმღერას ერთად.!!
- როგორ შეაფასებ ჯონ პილის როლს ჯგუფის ჩამოყალიბების წლებში?- მას თავიდან ‘Reek of Putrefaction' ჩაუვარდა ხელში და მთელი თვის განმავლობაში ატრიალა თავის შოუში ბიბისის Radio One ზე. მერე გაზეთ ობზერვერში ის თავის წლის საყვარელ ალბომად გამოაცხადა. მე მგონი მას სიმპათიები ამოძრავებადა რადგანაც ის იმავე ადგილებში გაიზარდა სადაც ბილი და კენი! მერ მან თავის შოუზე გამოსვლის ჩასაწერად მიგვიწვია...
- რა იყო სხვა ჯგუფების რეაქცია როკ სცენაზე? CARCASS ყოველთვის სერიოზულ ძალად აღიქმებოდა თუ რამით ამისი დამტკიცება მოგიწიათ? საინტერესოა ვინმემ თუ ჩაგთვალათ შოკ-ღირებულების მქონე ბენდად?- ყველა ის ჯგუფი ვისაც იმდროინდელი სცენიდან ვიცნობდით ჩვენი მეგობრები იყვნენ... NAPALM DEATH ,BOLT THROWER, ENTOMBED და ა.შ. ჩვენ ყველა სხვადასხვა მუსიკას ვაკეთებდით მაგრამ არასოდეს ‘შეგვშინებია’ ერთმანთის წარმატების ყველას თავისი ‘ეგო’ ჰქონდა...!! ამასთან ერთად ყველა საკმაოდ სხვადასხვანაირები ვიყავით რომ ერთად გვეარსება... მე არასოდეს მიგრძვნია რომ ჩვენ ვინმესთვის რამე უნდა დაგვემტკიცებინა.... ჩვენ გაგვიმართლა რომ რაღაც მიზეზთა გამო მეფის ახალი ტანსაცმლის არ იყოს (იხ. გ. ჰ. ანდერსენი, მთარგმნელის შენიშვნა

) ყველას გასულელება მოვახერხეთ!!! ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ ‘შოკ’ ჯგუფი, მეტიც, ალბათ ბევრი იმედგაცრუებული რჩებოდა როდესაც ცოცხლად გვხედავდა რადგანაც არასოდეს დაწოლას შოუზე არ ვაკეთებდით და სიმპატიური თუ არა ყოველ შემთხვევაში ყოველთვის გაწონასწორებული ნორმალური ხალხი ვიყავით.
tbc...
* * *
NecrobaterCarcass ის დისკოგრაფიაა
Reek of Putrefaction '88 პირველი ალბომი გორგრაინდის ერთ ერთი პიონერი. საზიზღარი ხარისხითაა ჩაწერილი
Symphonies of Sickness '89 აქ უკვე გრაინდ/დეს ნარევია საგრძნობლად გაუმჯობესებული ჩაწერისა და დაკვრის ხარისხით
Necroticism - Descanting the Insalubrious '91 ჩემი ყველაზე საყვარელი ალბომი. უაღრესად ტექნიკური დესია. აქ შედგა მაიკ ემოტის დებიუტი (დღეს Arch Enemy)
Tools of the Trade EP '91 ბოლო ალბომი ბრუტალური ლირიკით
Heartwork '93 ალბათ პირველი მელოდიკ დეს ალბომი სტილის ისტორიაში. ჯგუფის პოპულარობა ანდერგრაუნდს ცდება.
Heartwork EP '93ემოტის ბოლო ნამუშევარი. მაიკ ჰიკის ხანმოკლე მუშაობის მერე მოდის კარლო რეგადას.
Swansong '96 ჯგუფის გედის სიმღერა. კოლამბიას კონტრაქტი ჩაიშალა. სტირმა ჯგუფი დატოვა. მუსიკას... ზოგი მეგადესის დეს ვერსიას უწოდებს. მე მაინც მომწონს
Wake up and Smell the Carcass '97 აუთთეიქები, მინიონები ბონუსები. Must have ყველა ფანისთვის
Choice Cuts '04 ბესტ ოფი პილის მეორე სესიებით (პირველი ვეიქ აფში შევიდა)
ამას გარდა DVD ზეა გამოსული
Wake up and Smell the Carcass ის ვიდეო ვარიანტი ჯგუფის კლიპებით და ორი კონცერტით.
პრინციპში ესაა
თუ რამე გაინტერესებს მითხარი და mp3 ს სახით მოგაწვდი.
This post has been edited by nakash on 1 Sep 2005, 18:36
მიმაგრებული სურათი