ამ ალბომზე ცოტა ვრცლად დავწერ,აქამდეც მინდოდა დამეწერა, იმდენად ძლიერი ნამუშევარია რომ იმსახურებს
რეინბოუს და საერთოდ ბლეკმორის ბოლო აკორდი როკ მუსიკაში, თანაც როგორი- უმაღლესი დონე ყველანაირად, ნაღდი ჰარდ როკის ნიმუშია, სამაგალითო
ახლა კონკრეტულად სიმღერები:
Wolf to the Moon - ისეთი ინტრო აქვს მანდედანვე ჩანს რა მკვლელი ვეში უნდა იყოს, ვოკალიც თავისთავად უაითი აქაც და მთლიანად ალბომში თითქმის ყველგან უმაღლეს დონეზე ასრულებს, ნუ რიჩის გიტარის სოლოები ისედაც გასაგებია...
Cold Hearted Woman - მეორე უძლიერესი ინტრო და მთლიანად სიმღერა, დანარჩენი დახასიათება იგივე რაც წინაზე, მხეცი სიმღერა
Hunting Humans - ეს განსაკუთრებული არაფერი, ასეთების დაწერა ბლეკმორისთვის 20-30 წუთის ამბავი უნდა იყოს , ნორმალურია
Stand and Fight - დაახლოებით როკ ენ როლის სტილში მშვენიერი მუსიკა,
Ariel - ერთიც როკ ბალადა ალბომში, ძალიან მაგარი მელოდია, რომ არ იცოდე ვისია პირველივე მოსმენისას შეამჩნევ ბლექმორის ხელწერას რიფზე და მთლიანად მუსიკაზეც, ულამაზესია
Too Late for Tears - რაღაცით წააგავს stand and fight-ს, ორივე საკმაოდ მსუბუქი მუსიკაა, ერთი ამოსუნთქვით ისმინებიან
Black Masquerade - ერთ-ერთი საუკეთესო არამარტო ამ ალბომში, შუაში რომ აკუსტიკური გიტარა შემოდის ეგ ხო პიკია საერთოდ...
Silence - მთავარი რიფი+ვოკალი+სოლო -- სამივე ერთმანეთზე უძლიერესი
Hall of the Mountain King - ძალიან ცნობილი კლასიკური მელოდია,
Still I'm Sad - თავიდან რა შესავალი აქვს დაახლოებით 1 წუთი, შუაში როგორი სოლო და რავიცი, შედევრია რა
მოკლედ, ერთ-ერთი საუკეთესო ალბომია მთლიანად როკ მუსიკის ისტორიაში, ვერცერთ სიმღერას ვერ გამოვყოფ რომელია გამორჩეული, ყველა ერთმანეთზე გიჟია, მარტო Hunting Humans დავაყენებდი ცალკე, არაა დანარჩენების დონის....
როდისმე დიოს პერიოდის ალბომებზეც დავწერ 1-2 სიტყვას თუ წინააღმდეგი არ იქნებით