რატომღაც 365 დღეში ვერ ვნახე ამ ჯგუფზე თემა. მოკლედ გადავწყვიტე გამეხსნა. ეს ჯგუფი არ იმსახურებს მივიწყებას თავისი ორი ლეგენდით. ბიძია რიჩი და დიო ბიძია.ვინც არ იცით გირჩევთ მოისმინოთ. ახალმა თაობამ არც თუ ისე იცის ეს ჯგუფი. ლინკებს სამწუხაროდ ვერ დავდებ, რადგან უცხოეთში ვარ, მაგრამ ავოეზე როგორც მახსოვს ბევრია.
RAINBOW
დაარსება 1975
დაშლა 1997
სტილი Hard Rock
წევრები:
Vocals Ronnie James Dio (bis 1978)
E-Bass Craig Gruber (1975)
Guitar Ritchie Blackmore
Drumms Gary Driscoll (1975)
Keyboard Mickey Lee Soule (1975)
Bოლო შემადგენლობა დაშლამდე
Guitar Ritchie Blackmore
Bass Greg Smith (seit 1994)
Vocals Doogie White (seit 1994)
Drumms John O'Reilly (seit 1994)
Keyboard Paul Morris (seit 1994)
ყოფილი წევრები
Keyboard Tony Carey (1975–1978)
Bass Jimmy Bain (1975–1977)
Drumms Cozy Powell (1975–1980)
Bass Mark Clarke (1977)
Bass Bob Daisley (1977–1978)
Keyboard David Stone (1977–1978)
Vocals Graham Bonnet (1978–1980)
Bass Roger Glover (1980–1983)
Keyboard Don Airey (1980–1981)
Vocals Joe Lynn Turner (1980–1983)
Drums Bobby Rondinelli (1980–1982)
Keyboard Dave Rosenthal (1982–1983)
Drumms Chuck Bürgi (1982–1983)
ჯგუფი, ჩამოყალიბდა ბრიტანეთში 1974 წელს დიფ ფარფლიდან წამოსულ გიტარისტ რიჩი ბლექმორის მიერ. მან 1974 წელს ჯგუფის წევრებს სიმღერის „Black Sheep Of The Family“ შექმნა შესთავაზა.რაზეც უარი მიიღო. ბლექმორი დაუკავშირდა ამერიკულ ჯგუფ ელფს, და შესთავაზა მათ ახალი ჯგუფის - რეინბოუს შექმნა.
თავიდან ჯგუფს Blackmore’s Rainbow ეწოდებოდა, ხოლო 1877 წლიდან კი მხოლოდ Rainbow.
ჯგუფის საწყისი შემადგენლობა შემდეგი იყო:
რიჩი ბლექმორი - გიტარა
რონი ჯეიმს დიო - ვოკალი
მიკი ლი სოული - კლავიშებიანი ინსტრუმენტები
კრეიგ კრაბერი - ბას გიტარა
გარი დრისკოლი - დასარტყამი ინსტრუმენტები
მათი სადებიუტო ალბომი Ritchie Blackmore’s Rainbow 1975 გამოვიდა და კრიტიკოსების მიერ საკმაოდ არაერთგვაროვნად იქნა შეფასებული. ერთმა ნაწილმა ისინი დიფ ფარფლის უარეს ვარიანტად მიიჩნია, მეორემ კი პირიქით საინტერესო და დიდი მომავლის მქონე ჯგუფად ჩათვალა. ცხადი იყო მხოლოდ ის რომ ახლად შექმნილი ჯგუფი ცდილობდა ახალი კურსით, წაეყვანა თავისი მოღვაწეობა, რაშიც მათ ხელს უწყობდა როგორც ჯგუფის ლიდერის მიერ გიტარის ვირტუოზული ფლობა ასევე ძლიერი ვოკალისტი რონი ჯეიმს დიო და ზოგადად მათი სიმღერების აგრესიული რითმული წყობა.
ბლექმორის სურვილი, რომ ჯგუფი გაეუმჯობესებინა ჯგუფის შემადგენლობის ხშირ ცვლილებას იწვევდა, რაც პირიქით უფრო ასუსტებდა მას. პირველი ალბომის დიდი წარმატების მიუხედავად ბლექმორი უკმაყოფილო დარჩა და სრულიად შეცვალა ყველა წევრი ვოკალისტის გარდა.
განახლებულ ჯგუფში რიჩი ბლექმორმა ბას გიტარისტად ჯიმმი ბეინი მიიწვია, დასარტყამ ინსტრუმენტემზე კოზი პაუელი, ხოლო კლავიშებიან ინსტრუმენტებზე ტონი ქერი. ამ შემედგენლობით ჩაწერილი იქნა მათი ასევე ერთ-ერთი უძლიერესი ალბომი Rainbow Rising, რიშ შემდეგაც ბეინი და კერი ბობ დეიზლიმ და დევიდ სტოუნმა შეცვალეს.
რეინბოუს შეერთებულ შტატებში გადასვლის შემდეგ, ბლექმორსა და დიოს შორის დიდი უთანხმოებები წარმოიშვა, რის შედეგადაც 1978 წელს ვოკალისტმა ჯგუფი დატოვა და ბლექ საბათში გააგრძელა მოღვაწეობა, მოგვიანებით კი შექმნა საკუთარი მძიმე მეტალის ჯგუფი დიო. მისი ადგილი გრემ ბონეტმა დაიკავა, მისი მონაწილეობით ჩაიწერა მხოლოდ ერთი ალბომი Down to Earth. ამ პერიოდში რეინბოუს შეუერეთდა დიფ ფარფლის ბას გიტარისტი როჯერ გლოვერი და კლავიშებიანი ინსტრუმენტების პროფესიონალი დენ ეირი.
მრავალის აზრით დიოს წასვლამ არა მხოლოდ დაასუსტა რეინბოუ, არამედე მოახდინა მისი სტილისტიკის შეცვლა, ჯგუფი რითმული მძიმე როკიდან, მელოდიურ და რბილ როკზე გადავიდა. რიჩის დაჟინებით იამტა სიყვარულის თემაზე დაწერილმა სიმღერებმა და ჯგუფი მრავალი მსმენელისათვის ნაკლებად მიმზიდველი გახდა. თუმცა სწორად მათ ბოლო ალბომში „დაბლა დედამიწისკენ“ იყო პირველი ჰიტ-სინგლი Since You've Been Gone, რომელმაც როგორც ბრიტანეთის ასევე აშშ-ში საკმაოდ მაღალი ადგილები დაიკავა და ჯგუფს დიდი წარმატება მოუტანა. სწორად ამ შემადგენლობით აღმოჩნდა რეინბოუ კომერციულად ყველაზე მომგებიანი და მათმა განახლებულმა სტილმა გზა გაუხსნა მელოდიური მძიმე როკის სხვა ჯრუფების მოღვაწეობას. თუმცა ამ რეორგანიზაციას ბონეტი და პაუელი შეეწირნენ, მათი ადგილები ვოკალისტმა ჯო ლინ ტერნერმა (ჯგუფ ფანდაგოს ვოკალისტმა) და ბობ რონდინელიმ დაიკავეს. ჩაწერილი იქნა კიდევ ერთი ხიტ-სინგლი I surender, რომელმაც ბრიტანეთში მე-3 ადგილი მოიპოვა.
წარმატებული იყო 1982 წლის ალბომიც Straight Between The Eyeს, თუმცა წინა ალბომს სიძლიერით გარკვეულად ჩამორჩებოდა. ამავე წელს რონდინელის ადგილი ახალმა დრამერმა ჩაკ ბერჯიმ დაიკავა და 1983 წელს მისი მონაწილეობით მოხდა დიდ დრიტანეთში გასტროლების მოწყობა, რომელთა დამთავრების შემდეგაც ბლექმორს რაინბოუსადმი ინტერესი დაეკარგა და დიფ ფარფლის ხელახლა შექმნის ინიციატივა წამოაყენა.
რეინბოუს შემოქმედების არაერთგვაროვანი შეფასების მიუხედავად, ამ ჯგუფმა წარმატებით დაიკავა ლეგედარული დიფ ფარფლის ადგილი და თითქმის 10 წლის მანძილზე იყო მისი შემცვლელი ფანებისათვის.
1995 წელს ბლექმორმა იგივე სახელით რიჩი ბლექმორის რეინბოუ სრულიად ახალი ჯგუფი შექმნა, რომელმაც მხოლოდ ერთი ალბომი ჩაწერა Stranger In Us All და იმის მიუხედავად რომ ალბომი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა, ბლექმორმა კვლავ დაშალა ჯგუფი და როკს ჩამოშორდა. ის 1997 წელს დაუბრუნდა მუსიკას სრულიად განსხვავებული სტილით, ჯგუფი Blackmore´s Night , რომელიც შუასაუკუნეების სტილის მუსიკაზეა ორიენირებული. ჯგუფის სოლისტი ბლექმორის მეუღლე კენდის ნაითია, რომელიც ჯერ კიდევ რეინბოუში ასრულებდა ბექ ვოკალისტის ფუნქციებს.
დისკოგრაფია
სტუდიურები
Ritchie Blackmore’s Rainbow (1975)
Rising (1976)
Long Live Rock'n'Roll (1978)
Down To Earth (1979)
Difficult To Cure (1981)
Straight Between The Eyes (1982)
Bent Out Of Shape (1983)
Stranger In Us All (1995)
Live
On Stage (1977)
The Best Of Rainbow (1981)
Finyl Vinyl (1986)
Live in Germany 1976 (1990)
The Very Best Of Rainbow (1997)
Catch The Rainbow: The Anthology (2003)
Live - Kölner Sporthalle 25. September 1976 (2006)
Live in Munich '77 (2006)
Live - Düsseldorf Philipshalle 27. September 1976 (2007)
Singles
Man On The Silver Mountain/Snake Charmer (1975)
Starstruck/Run With The Wolf (1976)
Stargazer (1976)
Kill The King/Man On The Silver Mountain/Mistreated (1977)
Long Live Rock'n'Roll/Sensitive To Light (1978)
L.A. Connection/Lady Of The Lake (1978)
Since You Been Gone/Bad Girl (1979)
All Night Long/Weiss Heim (1980)
I Surrender/Maybe Next Time (1981)
Can't Happen Here/Jealous Lover (1981)
Stone Cold/Rock Fever (1982)
Street Of Dreams/Is Anybody There (1983)
Can't Let You Go/All Night Long (live) (1983)
ნელ ნელა შევავსებთ რა

)))
This post has been edited by DARKSIDE OF ME on 19 Sep 2007, 03:15
მიმაგრებული სურათი