ხო, მეც ეგრე ვარ ზუსტად
* * *
Since You've Been Gone მართალია, მსუბუქ სტილშია, მაგრამ მელოდია იმდენად გენიალურია, რომ ამად ღირს.
სხვათაშორის, ორიგინალს ჯობია.
მაგრამ, მაინც, რუს ბალარდი ძალიან მიყვარს, იმიტომ, რომ მართლა უძლიერესი კომპოზიტორია.
აი იგივე შეიძლება ითქვას მის მეორე შედევრზე.
მაგრამ, აი მის მესამე შედევრთან დაკავშირებით კი პირიქითაა საქმე. ორიგინალი მირჩევნია ქისსის ნაცოდვილარს (ნუ, მთლად ნაცოდვილარი არაა, მაგრამ რა ვქნა, არ ვგიჟდები ამ ჯგუფზე).
ჯერ მარტო ბას გიტარა რად ღირს დასაწყისში.
* * *
ისე დიოს აყვანის ისტორია თუ იცით?
რაღაც ისეთი კონკრეტული არა, მაგრამ ის ვიცი, რომ ჯგუფ Elf-დან, რიჩიმ გააგდო გიტარისტი, დაიკავა მისი ადგილი და დაარქვა ახალ გამომცხვარ ჯგუფს Ritchie Blackmore's Rainbow. პირველი ალბომის შემდეგ, დიოს გარდა გაყარა Elf-ის დანარჩენი წევრებიც.
მოკლედ Elf-ს დედა უტირა. არადა ძალიან მაგარი ჯგუფი იყო და მე ხშირად ვუსმენ. ყველაზე მეტად ამ კომპოზიციას.
რაინბოუს პირველი ალბომიდან (და საერთოდ) კიდევ ამაზე ვაფანატებ.