აბა ესენი გვაბოლებენ

''ზუსტად 15 წლის უკან ოზი ოზბორნმა დააარსა ფესტივალი რომელიც დღეისათვის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარულ და ავტორიტეტულ ფესტად ითვლება. თან თავისი ფორმატით ფესტივალი ძალიან განსხვავდება სხვა მსგავსი ღონისძიებებისგან, ეს არის ერთგვარი მოძრავი ფესტი რომელიც ამერიკის 6 ქალაქს დაატყდება თავს. წლევანდელი ფესტიც ისეთივე წარმომადგენლობითი იქნება როგორც მისი წინამორბედები, მაგალითად ფესტივალის ჰედლაინერია MÖTLEY CRÜE. ფესტივალში ტრადიციულად ოზიც მიიღებს მონაწილეობას.
პირველი კონცერტი გაიმართება 14 აგვისტოს სან–ბერნარდინოში, შემდეგ გაუმართლებს ჩიკაგოს, ჰარდფორდს, კემდენს, პიტსბურგს და ბოლოს კი დასკვნით კონცერტს უმასპინძლებს ბოსტონი.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 13 ჯგუფი, სცენა დაიყოფა 2 ნაწილად, ძირითადი და მეორე, ძირითად სცენას დაიკავენებ ყველაზე პოპულარული ჯგუფები. მონაწილეთა შემადგენლობა ასე გამოიყურება
ძირითადი სცენა:
OZZY OSBOURNE
MÖTLEY CRÜE
HALFORD
DEVILDRIVER
NONPOINT
მეორე სცენა:
BLACK LABEL SOCIETY
DROWNING POOL
KINGDOM OF SORROW
GOATWHORE
SKELETONWITCH
SAVIOURS
KATAKLYSM ''
------------------------
თუ მარტო ამერიკაში ექნება ოზზფესტ და აქ კი სოლო კონცერტი ექნება..
ეგრე გამოდის მაშინ ამერიკის 6 ქალაქში აქვს ალბათ ოზზფესტ და აქ სოლო კონცერტები აქ..
This post has been edited by ozzyozzy on 11 May 2010, 17:28