ეხლა მაქვს დრიმ სეათერის ეიფორია

ახლახანს გავეცანი მაგ ჯგუფს, მაგრამ რომ გითხრათ რომ მთელი შემოქმედება მომეწონათქო, ძალიან წავუპინოკიოებ

ნუ სცენამ მართლაც რომ ჭკუიდან გადამიყვანა. მართალია ორი სიმღერაში პინკ ფლოიდი ამოვიკითხე

, ერთი-ორზეც ამბობენ რომ სხვას აწკაპესო(იმ სხვების შემოქმედებას არ ვიცნობ, ასე რომ ვერ ვნსჯი), მაგრამ მაინც ძალიან ძლიერი ალბომია. არ მახსოვს ბოლოს რას მოვუსმინე რომელმაც ასეთივე შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. თან შინაარსიც თავისებური და შთამბეჭდავია

მოკლედ ეს ალბომი ნაღდად საუკეთესოა მათ შემოქმედებაში.
მერე მოდის Images and words. ეგეც ძალიან მაგარი ალბომია.
სცენისაგან განსხვავებით თავიდან ეს ალბომი მაინცდამაინც არ მომეწონა, მარტო მეტროპოლისს ვუსმენდი.
მაგრამ 3-4 მოსმენის შემდეგ მივხვდი რომ მეტროპოლისი ამ ალბომის საუკეთესო სიმღერას არ წარმოადგენს. Take The Time, Learning To Live მართლაც რომ შედევრებია.
აი დანარჩენ ალბომებს კი მუღამი ვერ დავუჭირე, თუმცა ორი-სამი ალბომი დამრჩა მოსასმენი

.
ალბათ იმიტომ არ მომეწონა რომ ზედა ორის მსგავსი არაფერი მომესმინა. დანარჩენი ალბომების მსგავსი მუსიკა კი 23402401283400 რაოდენობა ჯგუფსა აქვთ.
ყოველ შემთხვევაში ჩემთვის.