ესე იგი მეგობრებო და თანამებრძოლნო, მინდა მადლობა ვუთხრა ყველას ვინც მე გუშინ ამიტანა (სახლში და ზოგადად)

და ბოდიშს გიხდით ესე იგი

განსაკუთრებით კი თეონალას და მეორე მეტად სანდომიან მანდილოსანს, რომელიც მის გვერდით იჯდა და რომლის სახელი არ ვიცი.
გულწრფელად გთხოვთ მომიტევოთ

და შევეცდები თავი იმით გავიმართლო, რომ ჩემი დაცემა (როგორც პირდაპირი, ისე ირიბი

) არ ყოფილა შედეგი ლოთობისა და პირუტყვობისა.
მართლა არ დამილევია ბევრი. ზოგადად შეიძლება ითქვას ვსვამ ძალიან იშვიათად და ცოტას

გუშინ უბრალოდ მოვიწამლე
ხო, კიდე ისა... მაინცდამაინც ნათლად არ მახსოვს ესე იგი ამბების მსვლელობა და იმედია ცუდად არ ვიქცეოდი არა?

ბუნდოვნად მახსოვს რამოდენიმე "რააამძიმეა ეს შეჩვენებულიი..." ტიპის ფრაზა, რომლებმაც გულწრფელად გამაკვირვა
ასეთი გათიშვა ცხოვრებაში პირველად მომივიდა, თითის განძრევა არ შემეძლო ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
თუმცა ამ ყველაფერს აქვს თავისი დადებითი მხარეც, საგურამოში ერთი ფხიზელი თავით მეტი გეყოლებათ, მე იქ გრამის დამლევი არ ვარ

სხვამხრივ კი გკოცნით და გეხვევით, ყველანი ძალიან ლამაზები და საყვარლები ხართ