ისე ჯექსონი ეხლა ფენდერის შვილობილი ფირმაა

კსტატი დეივ მასტეინი მაგის მერე გადავიდა იესპი ზე რაც ჯექსონი ფენდერს მიყიდეს და არა მაგას

.
დღესდღეისობით გიტარების ბრენდები და მოდელები ძალიან ვიწროსპეციალიზირებულია. მეტალში ძირითადად იაპონური Ibanez და ამერიკული Jackson ის სხვადასხვა მოდელები ლიდერობენ. უფრო ნაკლებად მეტალიკას გაქაჩული ESP, რეანიმირებული BC Rich (სლეიერის ენდორსმენთი) და დალშე უკვე ფუცანა ბრენდები Washburn, Dean (ორივეს სხვადასხვა დროს დაიმბეგ დარელი უკეტებდა ენდორსმენთს) Kramer და ა.შ. ჯაზში და ფუჟენში ისევ იბანეზის მოდელები ფიგურირებს, დიდ ფულს რეკლამაზე ხარჯავს PRS (სანტანას გიტარა), და აქაც ისევ ძველი კლასიკაა Gretch და რა თქმა უნდა გიბსონის მოდელები. ჰო Yamaha კიდე....
ალტერნატიულმა როკმა ქანთრის ფავორიტი ფენდერ ტელეკასტერი გააცოცხლა, აქვე დაფიქსირდა ფენდერის jaguar (კურტ კობეინი).... ამასთან ფენდერსა და გიბსონს თავთავისი იაფიანი შვილობილი ბრენდები აქვთ რომლებიც მესამე სამყაროს ქვეყნებში იწარმოება (Squire და Epiphone შესაბამისად)....
ასე რომ ვიბირაი ნა ვკუს.... მნიშვნელობა აქვს არა მარტო გიტარის ბრენდს არამედ კონკრეტულ მოდელს, მასზე დაყენებულ ზვუკასნიმატელებს (Pickups), სხვადასხვა დეტალს (Floyd Rose bridge, Locking Nut... ინგლისურით არ ვმარიაჟობ პროსტო ქართულად ამათი სახელი არ ვიცი

) და რა თქმა უნდა სტილს რომელშიც უკრავ
თუმცა ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ წესები იმისთვის იქმნება რომ დაარღვიო და უჩვეულო გიტარით არატრადიციულ სტილში დაკვრამ შეიძლება საინტერესო და არაორდინარული შედეგიც მოგცეთ
This post has been edited by nakash on 29 Nov 2005, 21:43