გოთიკა გოთიკა გოთიკა!
რო გაიძახის ეს ახალგაზრდობა

ნეტა აზრზეა საერთოდ "გოთი" რას ნიშნავს (ასე 1500 წლის წინ რას ნიშნავდა), ან საერთოდ "გოთიკა" რა არი, ვინ არი, რასთან იჭმევა და და ა.შ.
მოკლედ ეს ტერმინი არის ალბათ ყველაზე დიდი შეცდომა თანამედროვე მუსიკაში, ტერმინი და არა მუსიკა, საზოგადოდ ამ მიმდინარეობას არ ვეხები, რას ვერჩი პუნკს და რეპს აღარ ჯობია ?

უბრალოდ ბევრი ჯგუფი რომელსაც მიაწებებს "გოთიკა" ყველანაირი ლოგიკით ძალიან შორს დგას ამ სიტყვის მნიშვნელობიდამ, ეს ალბათ იგივეა რამე რეპს რო დაარქვან "ბაროკო რეპი"

) ან ვთქვათ რეგის "რენესანს რეგი" მაგარია არა ?!
ანუ მორიგი დიდი შეცდოამ მარა რას იზამ, დარჩა სახელი და დარჩა
არადა ზოგიერთს ისე უხდება ეგ ტერმინი მეტი რო არ შეიძლება, მაგალითად Moonspell, Tiamat, გვიანი Lacrimosa, გოთიკა იდეით Doom-თან უფრო ახლოსაა ვიდრე ძალით მოგონილ დეპრესანტობა-სუიციდალიკობა-უიმედო შეყვარებულობა-მძიმე თინეიჯერობასთან, არადა ძირითადად ამასთან ასოცირდება, რატომ მართლა ვერ ვხვდები
არადა სინამდვილეში არცერთმა გოთმა (ნამდვილმა ძველმა გერმანელმა გოთმა) სიტყვა სუიციდი და დეპრესია არ იცოდა საერთოდ

ჰაიდა ხმალი და თავი მოჭრა - აი ეგ იყო გოთიკა

)
თუმცა საბედნიეროდ 13-14 წლის წინ ვიღაც ჭკვიანმა მოიფიქრა და დამკვიდრა ტერმინი "გოთიკ მეტალი" ხოოო, აი ეგ უკვე ნაღდი გოთიკაა, იდეით, დუხით და ნაწილობრივ თემატიკითაც კი
აუ ეხლა ქა ამბავი აიწევა

)))
This post has been edited by heretic on 16 Sep 2006, 15:37
მიმაგრებული სურათი