მოკლედ, ძიების სისტემით ვერ მოვძებნე ძველი ტოპიკი და რა ვქნა?
....

იმ დროს, როდესაც პროგრესიული როკი ჯერ კიდევ განვითარების ადრინდელ ეტაპზე იყო, ამ ადამიანის სასცენო ქცევამ და შოუს ორიგინალური დადგმის პოლიტიკამ სამუდამოდ დაამახსოვრა მაყურებელს თავი.
გებრიელმა კარიერას იწყებდა ბრიტანულ ახალგაზრდა ჯგუფებში, მაგრამ საბოლოოს თავი ამოჰყო The Garden Wall-ში, რომელიც Genesis-ის ერთგვარი ემბრიონი იყო - შემდგომში, ჯენეზისის ერთ-ერთ სიმღერაში ამოტივტივდა ეს სტრიქონები:
Over the garden wall, two little lovebirds
- cuckoo to you!
ჯენეზისი ჯენეზისად იქცა და 1975 წელს გებრიელმა დატოვა ჯგუფი და სოლო-კარიერა დაიწყო.
თავდაპირველად მკვდარი პერიოდი იყო, მაგრამ 1976ში მან გარისკა და დაბრუნდა დიდ სცენაზე.თავის სასცენო გამოსვლებში იგი აღადგენს ძველი ჯენეზისის სულს, ნახევრადთეატრალური დადგმებით.მუსიკალურად კი იგი ამდიდრებს თავის სტუდიურ დაჯგუფებას რობერტ ფრიპით (King Crimson).მას ეხმარება ნიჭიერი პროდიუსერი ბობ ეზრინი (Kiss, Lou Reed, Alice Cooper, ახლო მომავალში კი Pink Floyd-ის თანაპროდიუსერი).მასთან ასევე ვხედავთ ნიჭიერ ბასისტს ტონი ლევინს.
გებრიელი ამზადებს პირველ სოლო-ალბომს, რომლის სახელწოდებაც სულ უბრალოა Peter Gabriel.1977 წლის ეს ფირფიტა ერთობ განსხვავებული სიმღერებითაა დაკომპლექტებული - ავიღოთ, თუნდაც ფოლკი Solsbury Hill, მიუზიკჰოლი Humdrum, გემრიელი როკ'ენ'როლი Modern love და ტკბილი ბალადა Here comes the flood.
გებრიელის სოლო-ტური წარმატებულია, თუმცა ამერიკას, რატომღაც, არ სიამოვნებს უცნაური ინგლისელი მსახიობის დამოუკიდებელი ექსპერიმენტები.
თუმცა, სამშობლოში ალბომი და ტური მიიღეს და გებრიელი იწყებს მეორე ალბომს.აქ უკვე ფრიპმა პროდიუსერობა სცადა.როგორც აღმოჩნდა, მუსიკის დამზადების მისი მეთოდი მდგომარეობს სწრაფ მუშაობაში, გებრიელს ეს ოდნავ არ მოეწონა, რადგანაც უკეთესი შედეგი სურდა.ალბომი გამოვიდა იგივე სახელწოდებით - Peter Gabriel.იგი კვლავ სავსეა სიურპრიზებით - თავსხმა წვიმის მაგვარი On the air, ისევ და ისევ გებრიელის საყვარელი ფოლკი A Wonderful Day In A One-Way World-ში, გენიალური იმპროვიზაცია White Shadow (განსაკუთრებულად მიყვარს ეს) - მოკლედ, ნაირ-ნაირი ფერებით სავსე ალბომი მაინც იპყრობს მსმენელის ყურადღებას და ბრიტანეთის ჩარტში ხვდება მე10 ადგილზე.
მესამე ალბომზე მუშაობისას პიტერი კვლავ საკუთარი თავის ძიებაშია და სწორედ ეს დისკია უფრო ახლოს მის შემდგომ ალბომებთან - აქ იწყებს იგი პირველად ე.წ. world music -ის გამოყენებას.პირველი თანამშრომბლობა კეიტ ბუშთან.მესამე სამყაროს ხალხური სიმღერები.ბნელი მინი-კოსმოსი სიმღერებში, პირველივე ნომრიდან, Intruder, დაწყებული.პესიმისტური I Don't Remember, პოლიტიკური Games Without Frontiers და კრიტიკული წერტილი - Biko, სიმღერა უნიკალურ აფრიკელ მოღვაწეზე, რომელიც წინააღმდეგი იყო ძალადობასთან ძალადობით მეთოდით გამკლავების.ბიკო პრეტორიის ციხეში მოკლეს ციხის თანამშრომლებმა.ამ შემზარავმა ფაქტმა გებრიელი ჩააფიქრა და Biko, რომელიც ასრულებს ალბომს, უფრო სამგლოვიარო ხასიათს ატარებს, ტამტამების და ბნელი მუსიკალური ფონის გამო.
ორი წლის შემდეგ გამოდის მისი მეოთხე და უკანასკნელი ალბომი, რომელიც გამოვიდა სახელწოდებით Peter Gabriel.ალბომი კვლავ სავსეა კრიტიკული წერტილებით და მუსიკალური ნოვაციებით - თუნდაც იგივე Shock The Monkey, რომელშიც გებრიელი გამოდის პროტესტით მაიმუნებზე ექსპერიმენტების წინააღმდეგ.
1982 წლის ივლისში გებრიელმა წარადგინა ახალი პროექტი, World of music, art and dance, WOMAD.პროექტის მიზანი იყო ყოველწლიური ფესტივალის ჩატარება, რომელზეც დასავლური როკი და ეთნიკური მუსიკა შეერწმებოდნენ ერთმანეთს.საინტერესოა, რომ საჭირო სახსრების უქონლობის გამო, ამ პროექტის განსახორციელებლად გებრიელი ერთი კონცერტისათვის გაერთიანდა ჯენეზისთან.
სწორედ ფესტივალზე გაიცნო მაყურებელმა ნუსრატ ფატეჰ ალი ხანი და იუსუ ნ'დური.
WOMAD -ის შემდეგი ეტაპი იყო ხმისჩამწერი კომპანია Real World, რომელშიც ლეიბლი და სტუდია შედის.თუმცა, ეს უფრო გვიან მოხდა.მანამდე, 1983 წელს, გამოდის პიტერის ორმაგი ცოცხალი ალბომი Plays live, ბოლო ტურის ერთ-ერთი შოუს ჩანაწერით, რომელიც მე8 ადგილზე ადის ჩარტში.
1985 წელს გებრიელის ოფიციალურ დისკოგრაფიას ემატება პირველი საუნდტრეკი, Birdy, ალან პარკერის ამავე სახელწოდების ეპოქალური ფილმიდან.ეს არის მისი პირველი დიდი ნამუშევარი world music-ის ჟანრში, ცნობილი Passion ჯერ კიდევ წინ არის.
1986 წელს, უიღბლო რომანის შემდეგ, გებრიელი უშვებს 80იანების სულით გაჯერებულ დისკს So, თუმცა, დისკი არანაირად არ შეიცავს დეპრესიულ ან სევდიან სიმღერებს.აქ ერთი ჰიტი მეორეზეა.როგორც ვულკანი, ამოხეთქავს Red Rain, მას მიჰყვება ყველა დროის ერთ-ერთი ცნობილი პოპ-ჰიტი Sledgehammer, რომლის ვიდეოკლიპიც 80იანების საუკეთესო ვიდეოდ არის აღიარებული.შემდეგია ენთუზიაზმით სავსე ბალადა Don't Give Up, შესანიშნავი დუეტი კეიტ ბუშთან.ალბომში ნეიტრალური განწყობა შეაქვს სრულიად უნიკალურ, ზღვის მოტივებით გაჯერებულ მშვიდ Mercy Street-ს.ბრიტანეთში ალბომი მოხვდა 1 ადგილზე, ამერიკაში 2-ზე - როგორც ეტყობა, მაღალი ბრიტანული ხელოვნების არმიმღებმა საზოგადოებამ ამჯერად მიიღო ეს პოპ-ალბომი.ალბომმა მიიღო ორი BRIT AWARDS, MTV-ს ცხრა პრემია (!!!!!!!!!!)..პლუს, ეს იყო მისი პირველი ოფიციალური სტუდიური ალბომი (თუ არ ჩავთვლით საუნდტრეკს), რომელსაც მიენიჭა გარკვეული სახელწოდება.
სტილისტური ცვლილებები მის მუსიკაში (გადახრა ტრადიციული პოპისკენ) მითქმა-მოთქმის საბაბი ხდება, მაგრამ მოულოდნელად, იგი მარტინ სკორსეზეს დავალებით ქმნის ფილმის Last temptation of Christ საუნდტრეკს.დისკი სახელად Passion იქცევა ყველა დროის ალბომად world music ჟანრში და აუცილებელი მოსასმენია ყველასთვის, ვისაც ეს ჟანრი მოსწონს.გებრიელი ღებულობს ''გრემის'', new age ჟანრში საუკეთესო ნამუშევრისათვის.
1992 წელს გამოვიდა შემდეგი სტუდიური დისკი, Us.ეს, ასე ვთქვათ, So -ს გაგრძელებაა, ოღონდ მეტი ეთნიკური ელემენტებით.ალბომი დამოუკიდებელი და პრეტენზიული ნამუშევარია, ასე რომ ჩავარდა ჩარტებში.მაგრამ მსოფლიო ტური, Secret World live წარმატებული იყო.სწორედ აქ გამოჩნდა მრგვალი სცენა, რომელიც 10 წლის შემდეგ ამოტივტივდება მის შემოქმედებაში.
შემდეგი ალბომიც ერთგვარი საუნდტრეკია - ეს არის პროექტი OVO.გებრიელმა მიიღო დაკვეთა 20 წუთიან შოუზე, რომელიც ათასწლეულების ცვლას ეძღვნებოდა.საბოლოოდ, შოუმ საათნახევარი გასტანა, ხოლო მისმა საუნდტრეკმა კი, რომელიც ტკბილ იავნანას ჰგავს, ღირსეული ადგილი დაიკავა მელომანების თაროებზე.
კიდევ ერთი კონკრეტული საუნდტრეკი არის მუსიკა ფილმისთვის Rabbit proof fence, რომელიც ამ ბოლო დროს რამდენჯერმა ნაჩვენები იყო ტელევიზიით, სახელწოდებით ''კურდღლების გალია''.
UP, რომელსაც გებრიელი 10 წელი ამზადება, შემდგარია 10 სიმღერისგან, სინამდვილეში კი დაიწერა ასზე მეტი.ალბომი გამოვიდა 2002 წელს, მაგრამ ყველაფერი სკანდალით დაიწყო - ხმაურიანი კლიპი სიმღერაზე Barry Williams show ფარდას ხდის მთელ სიმართლეს, რაც ტელევიზიაში იმალება.ე.წ. რეალიტი შოუების, სადაც ოჯახური კონფლიქტების დისკუსია მიმდინარეობს, პრობლემა ღიად არის განხილული ამ კლიპში, ხოლო გებრიელი ცივად ღადაობს ამ სისულელეზე:
They call our studio 'The Hospital'
Making money from the sick
We let people be themselves
There is no other trick
----------------------------------------
'My lover stole my girlfriend'
'I keep beating up my ex'
'I want to kill my neighbour'
'My daughter's selling sex'
'My s/m lover hurt me'
'My girl became a man'
'I love my daughter's rapist'
'My life's gone down the pan'
----------------------------------------
ახალი ალბომის იდეები გებრიელმა უფრო ახლოს მიიტანა მსმენელთან მსოფლიო ტურით, სადაც კვლავ იყო გამახვილებული ყურადღება საუკეთესო შესრულებაზე და სცენის გადაწყვეტაზე.სცენაზე, გარდა კარგი მუსიკოსებისა, ეხმარებოდნენ უკვე გამოცდილი ტონი ლევინი (რომელიც მის ყველა ტურზე უკრავდა) და პიტერის შვილი მელანი.
ტურის შემდეგი ეტაპი, Still growing up, გაიმართა 2003 წელს და სულ მალე გამოდის DVD ფილმი ამ ტურის კონცერტის ჩანაწერით.
დღესდღეობით პიტერი ითვლება ერთ-ერთ მნიშვნელოვან მუსიკოსად პოპ-როკ სამყაროში, რომელიც ყოველთვის აოცებს მსმენელს ახალ-ახალი მუსიკალური მეთოდებითა და ლამაზი შოუებით