პირველი ტრეკი არი სულის წივილი
მეორე ტრეკზე ვტირივარ
მესამე ტრეკზე თავი ბასკერვილების ხეივანში მგონია, ურთხელის ხეებს შორის დავსეირნობ და ხანდახან ტერფის ჭაობებიდან წამოსული მისტიური ხმა თუ შემაკრთობს
მეოთხე ტრეკზე ყოველთვის სიგარეტს ვუკიდებ
მეხუთე ტრეკის დროს მუსიკა უკანა პლანზე გადადის , ლირიკას მივყვები და 22 წლის ყმაწვილკაცის ცხოვრება მიდგება თვალწინ თონეში რომ მუშაობს მზელავად და თავისი სიხარულის დაბადების დღე რომაა მეორე დღეს და არ იცის რა ქნას, რით უყიდოს საჩუქარი, ფული არ აქვს და გადაწყვეტს მცხობელს ესესხოს 20 ლარი. მცხობელი ცოტას იწუწუნებს და მისცემს . დაიარება ყმაწვილკაცი ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯერ 10 წითელი ვარდის ყიდვა უნდა , მერე საყვარელ სათამაშოს მიაცქერდება მარა სათამაშო 15 ლარი ღირს და ამას 20 აქვს. ერთხანს კრასნაია ლინიის ხელის კრემის ყიდვას ფიქრობდა, ბოლოს ისიც გადაიფიქრა. უეცრად , პოკერების მბრწყინავ ნათურებს მიაჩერდა მისი თვალები..................
მეექვსე ტრეკის დროს თავი რუსი კინოკრიტიკოსი მგონია 1974 წელს რუსების გადაღებულ უნიჭო ვესტერნის კრიტიკიკას რომ წერს კომსომოლსკაია პრავდაში , თან ჩუმად ხითხითებს , მოწონს როგორ აბანძებს კინოს.
მეშვიდე ტრეკზე თავი ალბერტ ჰოფმანი მგონია იმ მომენტში , ველოსიპედით რომ ბრუნდებოდა სახლში

მერვე ტრეკი არ მომწონს პიანინოს ხმა არაა დაბალანსებული
ოოოო და აი მიუახლოვდით იმ ტრეკს , რომელიც ყველაზე მეტად მაფორიაქებს... მაჭედინებს.......ეს ტრეკი არის ვირუსი, ყველაფერს რევს ტვინში და ამ დროს შეიძლება თავი ფეხსაცმლის შემკეთებელი გეგონოს , წებო რომ გადაესხა თითზე და აფხეკას ცდილობს სადგისით.
ვისაც
ტრიპ - ჰოპი გევასებათ და არა მარტო, გადაწერეთ